05:40:43

ფირნიშები
კვირა, 12 მარტი 2017
21 წლის რებეკა ხუგაევას სანერგე მეურნეობა „ედემი“ ლაგოდეხში [Photos]
კვირა, 12 მარტი 2017 17:36

21 წლის რებეკა ხუგაევას ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მცირე სანერგე მეურნეობა „ედემი“ აქვს, სადაც მამასთან ერთად ხეხილისა და ყვავილების ნერგები გამოყავს. ჯუჯა ატმის, ვაშლის, ბლის და სხვადასხვა ყვავილის ნერგებს ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან.

ვრცლად

ნინო ანანიაშვილი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
კვირა, 12 მარტი 2017 16:51

ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

ვრცლად

სან ანტონიოში მარცხისას ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი გაიფორმა
კვირა, 12 მარტი 2017 16:40

ზაზა ფაჩულია NBA-ში თავისი კლუბის, „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ სტუმრად სან ანტონიოს „სპურზთან“ მარცხისას (107:85) სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 20 წუთში გუნდს 11 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. კალიფორნიელთა ქართველმა ცენტრმა ცხრიდან ოთხი ორქულიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო სროლაც ჩააგდო.

ვრცლად

ერდოღანმა ნიდერლანდების მთავრობას „ნაცისტების გადმონაშთი“ უწოდა
კვირა, 12 მარტი 2017 16:37

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდების მთავრობას, რომელმაც ქალაქ როტერდამში ჩასვლისა და თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის უფლება არ მისცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს, „ნაცისტების გადმონაშთი“ და „ფაშისტები“ უწოდა.

ვრცლად

ყველა ვინც ჩართული იყო ვანდალიზმში კანონის მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს - კახა კალაძე
კვირა, 12 მარტი 2017 15:49

ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები მართული პროცესი იყო. მისივე თქმით, ყველა ის პიროვნება, ვინც ჩართული იყო ვანდალიზმში, აუცილებლად, კანონის მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს.

ვრცლად

ევროპის უძველესი პაგანები: ეთნიკური მარიელების ცხოვრება უღრან ტყეში - The Guardian [Photos]
კვირა, 12 მარტი 2017 14:58

პაგანიზმი (Paganus - ლათ: სოფლის მცხოვრები) მრავალღმერთიული ხალხური რელიგიური ტრადიციებია, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ხალხი დღესაც მისდევს. ფოტოჟურნალისტმა იკურუ კუვაძიმამ რუსეთის ფედერაციაში არსებულ მარი-ელის რესპუბლიკაში ერთი წლის განმავლობაში იმოგზაურა და თითქმის ყველაფერი გაიგო ეთნიკურ მარიელთა პაგანისტურ რელიგიასა და კუდიანობაზეც კი.

ვრცლად

ბათუმში განვითარებული მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს - სახალხო დამცველი
კვირა, 12 მარტი 2017 14:43

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბათუმში, 11 მარტს განვითარებული მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლისა დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

ვრცლად

ძალიან ვწუხვარ რომ ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრ საქართველოში ხდება - ილია მეორე
კვირა, 12 მარტი 2017 14:33

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

ვრცლად

ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს - ევროპული საქართველო
კვირა, 12 მარტი 2017 14:25

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად.

ვრცლად

საქართველო არის ქვეყანა, სადაც ოპოზიციის ნაწილი არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას - პრემიერი
კვირა, 12 მარტი 2017 14:07

„საქართველოში არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

ვრცლად

გინესის რეკორდსმენმა რობოტმა რუბიკის კუბი ერთ წამზე ნაკლებ დროში ააწყო [Video]
კვირა, 12 მარტი 2017 13:24

გერმანელი ინჟინრის, ალბერტ ბეერის შექმნილმა რობოტმა სახელად Sub1, მისივე მიღწეული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და რუბიკის კუბი ერთ წამზე ნაკლებ დროში ააწყო.

ვრცლად

8 ავღანელი პოლიციელი მათივე ორმა თანამებრძოლმა მოკლა
კვირა, 12 მარტი 2017 13:22

ავღანეთის პოლიციის უსაფრთხოების ძალების 8 ჯარისკაცი ზაბულის პროვინციაში მდებარე სამხედრო საგუშაგოზე მათი ორი თანამებრძოლის მიერ 10 მარტს ატეხილი სროლის შედეგად დაიღუპა.

ვრცლად

პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ჩართული იყო ბათუმში მომხდარ ძალადობაში - ქართული ოცნება
კვირა, 12 მარტი 2017 12:53

„ქართული ოცნება“ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მმართველი პარტიის განცხადებით, კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ბათუმში მომხდარ ძალადობაში. მათივე თქმით, უნდა დაადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც მოვლენების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადა.

ვრცლად

რა მდგომარეობა იყო ბათუმში არეულობის შემდეგ [Photos]
კვირა, 12 მარტი 2017 11:56

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან საპროტესტო აქცია 11 მარტს დაიწყო, რაც მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს პოლიციის და კერძო პირების კუთვნილი ავტომობილები და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა.

ვრცლად

დონბასში კიდევ ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
კვირა, 12 მარტი 2017 11:51

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების პოზიციებიდან ნასროლი ჭურვების აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
10:00-12:00
Cloudyfrom south-southwest10°C0.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31