11:53:44

ფირნიშები
შაბათი, 11 მარტი 2017
თელავში „ზებრა“ გადასასვლელი ყურძნებით მოხატეს [Photos]
შაბათი, 11 მარტი 2017 18:14

თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე ეკო-აქტივისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა და თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ქვეითთა „ზებრა“ გადასასვლელი ყურძნებით მოხატეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს იდეის ავტორმა გიორგი ორკოდაშვილმა უთხრა, კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.

ვრცლად

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქართველი სპეცრაზმელი გაიტაცეს
შაბათი, 11 მარტი 2017 16:27

გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარიდან რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი, 43 წლის თორნიკე აბლოთია გაიტაცეს.  „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ოკუპაციის ხაზთან ახლოს სპეცრაზმელი ნორმატივებს აბარებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა აიყვანეს.

ვრცლად

მწყერი და მწყერის კვერცხი გურჯაანიდან - 22 წლის ნინო წინწალაშვილის ბიზნესი
შაბათი, 11 მარტი 2017 15:10

22 წლის ნინო წინწალაშვილს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მწყერების ფერმა აქვს. ნინო მწყერის ხორცისა და სპეციალურ კონტეინერებში შენახული კვერცხის რეალიზაციას რესტორნებსა და მაღაზიებში ახდენს. ერთი მწყერი 2.50 ლარი, კვერცხი კი 20 თეთრი ღირს. 

ვრცლად

თუშეთის ეროვნულ პარკში ფოტომახემ ფოცხვერი გადაიღო [Video]
შაბათი, 11 მარტი 2017 15:07

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგმა ფოცხვერი დააფიქსირა. შესაბამის ვიდეოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ვიდეოში ჩანს, ფოცხვერმა ფოტოხაფანგს „კუდი ჰკრა“ და ჩაუარა.

ვრცლად

უკანონო იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შაბათი, 11 მარტი 2017 13:06

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 22 წლის მამაკაცი მესტიაში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ვრცლად

აშშ-ს საელჩომ თელავში დაღუპული პოლიციელის მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი დააწესა
შაბათი, 11 მარტი 2017 12:33

საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ დასრულდა. კონფერენციის ფარგლებში, წელს პირველად აშშ-ს საელჩომ თელავში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი დააწესა. ღონისძიებას გარდაცვლილის და - თინათინ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.

ვრცლად

გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება
შაბათი, 11 მარტი 2017 11:55

დღეს, გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017 ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდება და მათ სპეციალურად ტურნირისთვის დამზადებული თასები გადაეცემათ.

ვრცლად

„ნაიკმა“ მუსლიმი ათლეტებისთვის სპორტული ჰიჯაბი შექმნა [Photos]
შაბათი, 11 მარტი 2017 11:26

კომპანია „ნაიკმა“ მუსლიმი ქალი ათლეტებისთვის სპორტული ჰიჯაბი „ნაიკ პრო ჰიჯაბი“ შექმნა. „ნაიკის“ განცხადებით პროდუქტის დამზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ათლეტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სპორტული შეჯიბრებების დროს ტრადიციული თავსაბურით გამოწვეული უხერხულობის გამო.

ვრცლად

დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შაბათი, 11 მარტი 2017 11:20

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები ახდენდნენ ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.

ვრცლად

თავდაცვის სამინისტრომ რუსიტაშვილების ცხრასულიან ოჯახს ბინა გადასცა
შაბათი, 11 მარტი 2017 10:53

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, რუსიტაშვილების ცხრაშვილიანმა ოჯახმა ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა მიიღო. რუსიტაშვილების ოჯახიდან ორი  შვილი სამხედრო მოსამსახურეა - კაპრალი ქართლოს რუსიტაშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იმყოფება, ხოლო მიხეილ რუსიტაშვილი  I ქვეით ბრიგადაში მსახურობს.

ვრცლად

2016 წლის მე-6 მემილიონე ტურისტს საქართველოში საგანგებო დახვედრა მოუწყეს [Video]
შაბათი, 11 მარტი 2017 10:45

2016 წელს პირველად საქართველოს ექვს მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 350 825 შეადგინა. მე-6 მემილიონე ტურისტს, ჰოლანდიელ ჯასპერ ბლექს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო დახვედრა მოუწყო.

ვრცლად

ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა
შაბათი, 11 მარტი 2017 10:21

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ასევე, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

ვრცლად

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა
შაბათი, 11 მარტი 2017 10:09

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის - ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დეკანოზ მიქაელ (მიხეილ) ფოფხაძის რეგისტრაცია შეაჩერა. ფოფხაძემ ტელეკომპანიის დირექტორად დასარეგისტრირებლად რეესტრს თავად მიმართა და თანამდებობაზე დასანიშნად პატრიარქის გადაწყვეტილება წარადგინა.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 21.10.17
16:00-18:00
Clear skyfrom east-southeast15°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest15°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east9°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31