04:35:21

ფირნიშები
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017
„ერთსულოვნების“ თანამშრომლები პატრიარქს მეუფე პეტრეს თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 20:44

საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ. „ერთსულოვნების“ თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და მეუფე პეტრეს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურნენ.

ვრცლად

თელავის ბაღებში პროექტი „საბავშვო ძიუდო“ დაიწყება
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 19:58

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტი „საბავშო ძიუდო“ თელავის საბავშვო ბაღებიდან დაიწყება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. 

ვრცლად

სოციალური მეწარმეობის თემაზე თელავში ვორქშოფები გაიმართება
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 18:58

10 მარტს, პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში თელავში ვორქშოფების სერია დაიწყება. სტუდენტები სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, დაესწრებიან ვორქშოფებს იდეის გენერირებაზე, ბიზნესმოდელირებაზე და ბიზნესგეგმის შედგენაზე. ვორქშოფებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

ვრცლად

შეერთებულმა შტატებმა სირიაში დამატებით 400 ჯარისკაცი და მძიმე არტილერია გაგზავნა
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 18:02

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ სირიაში დამატებით 400 ამერიკელი სამხედრო და მძიმე საარტილერიო შეიარაღება გაგზავნა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ციტადელის, ქალაქ რაქის გათავისუფლების ოპერაციაში.

ვრცლად

10 მარტს თელავის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 17:50

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 10 მარტს ქალაქ თელავის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ვრცლად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4767 ლარი გახდა
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 17:35

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4767 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4765 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.4596 ლარი იყო.

ვრცლად

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 16:46

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთაისის ქუჩაზე მოძრავ კრიმინალური პოლიციის პიკაპს, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ასრულებდა, „ჰონდას“ მარკის მანქანა დაეჯახა.შეჯახების შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი დაშავდა.

ვრცლად

აზერბაიჯანს დავით გარეჯზე უფრო მეტი მორალური და იურიდიული უფლება აქვს - უზეირ ჯაფაროვი
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 16:20

„საქართველო დათანხმდება, რომ აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე უფრო მეტი მორალური და იურიდიული უფლება აქვს. ამის გარდა, ეს ზონა სტრატეგიულ სიმაღლეს წარმოადგენს და მასზე უარს ვერ ვიტყვით“, - ამის შესახებ Echo.az-თან ინტერვიუში აზერბაიჯანელმა სამხედრო ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა ისაუბრა.

ვრცლად

მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 15:11

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფლება სინოდმა ჩამოართვა.

ვრცლად

ჩვილებისთვის განკუთვნილი 13 სათამაშოდან 6-ში აკრძალული მავნე ნივთიერება აღმოჩნდა
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 14:59

momxmarebeli.ge-ის ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე მაღაზიიდან შეძენილი 13 სხვადასხვა ტიპის ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი აბაზანის რბილი სათამაშოდან 6-ში მავნე ნივთიერება ფტალატები აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ვრცლად

პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი პოლიციელი დაშავდა [Video]
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 14:34

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან, ტრაილერი შემხვედრ მიკროავტობუსს და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

ვრცლად

ფრანკფურტში შეერთებული შტატების საკონსულო დაზვერვის ცენტრს წარმოადგენდა - WikiLeaks
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 14:21

საერთაშორისო ინტერნეტ-რესურს „ვიკილიქსის“ მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მდებარე აშშ-ის საკონსულო სადაზვერვო მოქმედებების ცენტრს წარმოადგენდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით.

ვრცლად

საეროსგან განსხვავებით საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული - მეუფე პეტრე
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 13:43

შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული, - ამის შესახებ ჭყონდიდის მეტროპოლიტმა პეტრემ სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა რუის-ურბნისის მსგავსი კრების ჩატარება.

ვრცლად

იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 13:07

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების 42-ე საერთაშორისო გამოფენის „FOODEX JAPAN 2017“-ის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია მოიცავდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის 8-ათასწლიანი განვითარების მოკლე მიმოხილვას.

ვრცლად

გვატემალაში გოგონათა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20-ზე მეტი არასრულწლოვანი დაიღუპა
ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 13:04

გვატემალაში გოგონათა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 22 არასრულწლოვანი დაიღუპა. ადგილობრივ საავადმყოფოებში 40-მდე დაშავებულია გადაყვანილი. ხანძარი თავად თავშესაფრის ბინადრებმა გააჩინეს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ცეცხლი მატრასებს წაუკიდეს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom north-northeast26°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C2.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north29°C3.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast25°C1.7m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east27°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31