19:00:58

ფირნიშები
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017
ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 18:09

საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომის საკითხები წინასწარ უცნობია. სავარაუდოდ, სხომაზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისა საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

ვრცლად

„ვიკილიქსმა“ ათასობით ამერიკული საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 17:07

საერთაშორისო ინტერნეტ-რესურსმა „ვიკილიქსმა“ ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც მისივე განმარტებით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) კიბერდაზვერვის ცენტრისგან მიიღო.

ვრცლად

პარიზის ზოოპარკში ბრაკონიერებმა მარტორქა მოკლეს და რქა მოაჭრეს
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 16:16

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის მახლობლად არსებულ ზოოპარკში ბრაკონიერებმა თეთრი მარტორქა სახელად ვინსი მოკლეს. 4 წლის მარტორქას სამი ტყვია ესროლეს, შემდეგ კი ბენზოხერხით რქა მოაჭრეს.

ვრცლად

სამხრეთ კორეაში ამერიკული ანტისარაკეტო კომპლექსის განთავსება დაიწყო
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 15:29

შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეაში ანტისარაკეტო კომპლექსის განთავსება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რომლებიც იაპონიის კონტროლირებად წყლებში ჩავარდა.

ვრცლად

ინდოელი ფერმერები სიღნაღის გამგეობის თანამშრომელს თაღლითობაში ადანაშაულებენ [Video]
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 14:41

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები ინდოელი ფერმერები მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ავთანდილ ვაშაკიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. როგორც ფერმერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, გამგეობის თანამშრომელს ენდნენ და 2 წლის წინ, 200 ტონა ხორბალი ნისიად მიყიდეს. თანხის ნაწილი, 40 ათასი ლარი ფერმერებს დღემდე არ მიუღიათ.

ვრცლად

ბაჰამის კუნძულების ღირშესანიშნაობად მიჩნეული მოცურავე გოჭები ტურისტებმა ალკოჰოლით მოწამლეს [Photos]
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 14:35

ბაჰამის კუნძულებზე არსებულ ღირშესანიშნაობაზე - კუნძულზე, რომელსაც იქ თავისუფლად მცხოვრები მოცურავე გოჭების გამო „ღორების პლიაჟი“ ეწოდება, ტურისტებმა პოპულარულ გოჭებს საკვებად ალკოჰოლი მიაღებინეს, რის გამოც 22 ცხოველიდან 7 დაიღუპა.

ვრცლად

ვლადიმირ პუტინმა აგვისტოს ომის დროს გაგზავნილი შეტყობინების ავტორი შეიწყალა
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 14:32

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქალაქ სოჭის მცხოვრები ოქსანა სევასტიდი შეიწყალა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებისთვის ჯაშუშობასა და სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნეს.

ვრცლად

ერაყის სპეცრაზმებმა მოსულში ცენტრალური ბანკისა და სასამართლოს შენობები დაიკავეს
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 14:31

ერაყის უშიშროების ძალებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულში დაიკავეს ცენტრალური ბანკის მთავარი ფილიალი და შენობა, რომელშიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სასამართლო იყო განთავსებული.

ვრცლად

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 14:25

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურამ გაავრცელა დეკანოზსა და მოწმე ირაკლი მამალაძეს შორის შემდგარი საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერიც.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

გამოკითხვა - „რუსთავი 2“–ის საქმე არის კერძო დავა თუ ხელისუფლების მცდელობა აკონტროლოს ტელევიზია
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 13:56

კითხვაზე - „რუსთავი 2“-ის საქმე არის დავა კერძო პირებს შორის საკუთრების გამო, თუ ხელისუფლების მცდელობა არხი მოაქციოს თავისი კონტროლის ქვეშ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თელავში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოქალაქეები გამოკითხა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

დუშეთის საკრებულომ ყოფილ შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 13:54

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დგნალში მდებარე 15 000 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 4 შენობა-ნაგებობა გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებში მითითებულია, რომ უძრავი ქონება სახელმწიფოს მიერ იქნა პრივატიზებული, თუმცა სინამდვილეში იგი ყოფილმა მინისტრმა დუშეთის საკრებულოსგან საკუთრების უფლების აღიარების გზით მიიღო. ამ მიწის შესახებ ინფორმაცია ალექსანდრე ჭიკაიძემ ქონებრივ დეკლარაციაში არ შეიტანა.

ვრცლად

ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი ბავშვებმა მიულოცეს
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 13:14

8 მარტს „გობელენის მუზეუმში“ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების ნახატების გამოფენა გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ნახატების კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა 12 წლამდე ასაკის 56-მა ბავშვმა მიიღო.

ვრცლად

ზაზა ფაჩულიამ ყოფილ კლუბთან გამარჯვებაში წვლილი 6 ქულით შეიტანა
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 12:37

NBA-ში „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ სტუმრად ზაზა ფაჩულიას ყოფილი კლუბი „ატლანტა ჰოუკსი“ 119:111 დაამარცხა. ფაჩულია ტრადიციულად „გოლდენ სტეიტის“ სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მატჩში მხოლოდ 15 წუთი დაჰყო.

ვრცლად

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრებას 28 მარტიდან შეძლებენ
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 12:33

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირები მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. პროცედურის თანახმად, ვიზალიბერალიზაცია ძალაში 20 დღეში შევა, შესაბამისად, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

ვრცლად

საქართველოში ორი მონასტერი მზის ენერგიით მომარაგდება
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 12:18

ევროკავშირის დაფნანსებით, ორგანიზაცია CLEEN საქართველოში 100%-ით განახლებადი ენერგიით მომარაგებული მონასტრების პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში სოფელ ბევრეთში მდებარე დედათა და მამათა მონასტერი მზის ენერგიით განათდება.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
23:00-00:00
Fairfrom south-southwest0°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31