12:50:38

ფირნიშები
სამშაბათი, 07 მარტი 2017
პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა არ მოუხსნა
სამშაბათი, 07 მარტი 2017 18:02

პროკურატურამ ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მოთხოვნა, გაუთქმელობის პირობის მოხსნაზე, არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა გიორგი ფანცულაიამ და მია ზოიძემ მოთხოვნაზე პროკურატურის პასუხი დღევანდელი საპროცესო-საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მიიღეს.

ვრცლად

24 წლის ახალგაზრდას ქართველმა ექიმმა ღორის გულის სარქველი გადაუნერგა [Video]
სამშაბათი, 07 მარტი 2017 17:39

რუსეთში, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში, 24 წლის ახალგაზრდას ღორის ბიოლოგიური მასალისგან შექმნილი გულის სარქველი გადაუნერგეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპერაცია რუსეთში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა კარდიოქირურგმა, ლეო ბოკერიამ ჩაატარა.

ვრცლად

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება
სამშაბათი, 07 მარტი 2017 17:22

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა. ახალი შენობაც კოსტავას 68 ნომერში იმავე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ტელეკომპანიის რამდენიმე კორპუსია განთავსებული.

ვრცლად

თელავში ბუნებრივი აირით სამი თვის ბავშვი მოიწამლა
სამშაბათი, 07 მარტი 2017 17:12

თელავში, ბუნებრივი აირი გაჟონვის შედეგად სამი თვის ბავშვი მოიწამლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ჩვილი გვიან ღამით თელავის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვრცლად

დონალდ ტრამპმა ლტოლვილთა შესახებ განახლებულ ბრძანებულებას ხელი მოაწერა
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:55

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განახლებულ ბრძანებულებას რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის ასაკრძალავად. განკარგულება განახლდა მას შემდეგ, რაც მისი მოქმედება ფედერალურმა სასამართლოებმა შეაჩერეს.

ვრცლად

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის სახით 50 000 ლარის აღების ბრალდებით დააკავეს - GuriaNews
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:53

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით 50 000 ლარის აღების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივე მედია ორგანიზაცია „გურია ნიუსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სუს-ში ამ თემაზე საგანგებო განცხადება გაკეთდება.

ვრცლად

ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის“ ჯილდო მოიპოვა
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:16

„ვაზიანი კომპანის“ ღვინომ - „საფერავი 2015“ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო - „ბრილიანტი“ (Diamond Trophy) მოიპოვა. ეს ღვინო თებერვლში  „ორმაგი ოქროს“ მფლობელი  გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო გამოფენაზე „Foodex Japan 2017“ უმაღლესი ჯილდოს მოსაპოვებლად.

ვრცლად

მედიაომბუდსმენის დანიშვნის პროცესში ხელისუფლების მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს - პრეზიდენტი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:02

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების თაობაზე. პრეზიდენტის პრესპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში ხელისუფლების მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს.

ვრცლად

12 აგვისტო - დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე შესაძლოა უქმედ გამოცხადდეს
სამშაბათი, 07 მარტი 2017 14:38

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე - 12 აგვისტო, შესაძლოა, საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ  და უქმედ გამოცხადდეს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ინიციატივის ავტორების განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მეტი ძალისხმევა მიმართოს შიდა ეროვნული კონსოლიდაციისკენ.

ვრცლად

სირიაში კიდევ ერთი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
სამშაბათი, 07 მარტი 2017 14:27

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი „კონფლიქტების გამოძიების ცენტრი“ (CIT) სირიაში კიდევ ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება. ორგანიზაციის თანახმად ჯარისკაცის სახელი და გვარი არტიომ გორბუნოვია, რომელიც 2 მარტს მოკლეს.

ვრცლად

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება - მინისტრი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 13:59

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, ანალიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ 10 ათასი ადამიანი, რომლის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატებოდა, საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობას ცდილობდა.

ვრცლად

მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხი მოიმატებს - კახა კალაძე
სამშაბათი, 07 მარტი 2017 13:38

„დარწმუნებული ვარ, მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხი აუცილებლად მოიმატებს. რაც მეტია თავისუფლება, მით მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს ეს საქმე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების თაობაზე.

ვრცლად

ჩრდილოეთ კორეის სამი რაკეტა იაპონიის კონტროლირებად წყლებში ჩავარდა
სამშაბათი, 07 მარტი 2017 12:08

ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტიდან სამი იაპონიის მიერ კონტროლირებად წყლებში ჩავარდა. ამის შესახებ თავად იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ინ აბემ პარლამენტში გამოსვლი დროს განაცხადა.

ვრცლად

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საქმის განხილვა დაიწყო
სამშაბათი, 07 მარტი 2017 12:01

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში არსებულ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში 6 მარტს პირველი სასამართლო სხდომა დაიწყო, საქმეზე - „უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“.

ვრცლად

საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტომის შედეგად ლაგოდეხში მამაკაცი დაიღუპა
სამშაბათი, 07 მარტი 2017 11:50

ლაგოდეხის რაიონში, საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადახტომის შედეგად 37 წლის მამაკაცი დაიღუპა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კლინიკა „კელაპტრის“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა გივი ლობჟანიძემ უთხრა, პაციენტი საავადმყოფოში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და აგრესიული იყო.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 30.05.17
17:00-18:00
Clear skyfrom east22°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast22°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom southeast24°C0.7m/s
1.2mm
ხუთშაბათი 01.06.17 12:00-18:00
Rain showersNNW21°C1.5m/s
1.9mm
პარასკევი 02.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest17°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31