21:33:58

შაბათი, 04 მარტი 2017
თელავში ფერმერებს მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს
შაბათი, 04 მარტი 2017 17:51

თელავში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ გააცნო.

ვრცლად

ქურციკების შერკინება ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე [Video]
შაბათი, 04 მარტი 2017 16:33

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ველურ ბუნებაში, ქურციკების შერკინება გადაიღეს. შესაბამის ვიდეოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტიოს ცნობით, ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ვრცლად

მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში ითამაშებენ
შაბათი, 04 მარტი 2017 15:21

მრავალწლიანი საოცნებო განგსტერული კინოპროექტი - ასე აფასებენ კრიტიკოსები ოსკაროსანი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმს, სადაც ასევე ოსკაროსანი იტალო-ამერიკელი კინოვარსკვლავები - რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში გამოჩნდებიან.

ვრცლად

ქართველმა მოჭიდავეებმა კიევის ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს
შაბათი, 04 მარტი 2017 15:18

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე - უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა 21-ე მემორიალზე ასპარეზობს. რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში საპრიზო სამეულები უკვე შეივსო და ქართველების ანგარიშზეც ორი მედალია - კვარცხლბეკზე რამაზ ზოიძე (71 კგ) და ზურაბ დათუნაშვილი (80 კგ) ავიდნენ, რომელთაც შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ვრცლად

საპატრიარქოს ადვოკატი სამართალდამცავებს მამა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს
შაბათი, 04 მარტი 2017 14:27

თუ მამა გიორგი მამალაძე თვლის, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება უნდა იქნას დაცული და ამისათვის დასაბუთებული მოტივაციაც გააჩნიათ მის ადვოკატებს, ეს უნდა გაითვალისწინონ სამართალდამცავმა ორგანოებმა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

ვრცლად

აზერბაიჯანელი ბლოგერი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ცილისწამებისთვის დააპატიმრეს
შაბათი, 04 მარტი 2017 14:20

აზერბაიჯანელ რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თავმჯდომარეს, ბლოგერ მეჰმან ჰუსეინოვს 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჰუსეინოვი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

ვრცლად

ირაკლი კობახიძე - თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, შეიძლება არაპირდაპირ არჩევნებზე გადავიდეთ
შაბათი, 04 მარტი 2017 14:10

თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვრცლად

ომბუდსმენი: შესაძლოა, მივიღოთ მედიამრავალფეროვნების დაკარგვა, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება
შაბათი, 04 მარტი 2017 13:05

„რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი ოფიციალურ განცხადებაში იმ კანონდარღვევებსა და გადაცდომებზე მიუთითებს, რომელსაც მისი შეფასებით, დავის განხილვის დროს გამოვლინდა.

ვრცლად

„სმითსონიანის“ 2016 წლის ფოტოკონკურსის მონაწილეები [Photos]
შაბათი, 04 მარტი 2017 12:55

ყოველთვიური შემეცნებითი ჟურნალის, „სმითსონიანის“ რიგით მე-14 ფოტოკონკურსში 146 სხვადასხვა ქვეყნის 48 000 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც 70 ფინალისტი შეირჩა. კონკურსანტთა შთამბეჭდავი ფოტოები თემატიკით ბუნებას, მოგზაურობას, ადამიანებსა და მობილურით გადაღებულ ნამუშევრებს მოიცავს.

ვრცლად

8 მარტიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება
შაბათი, 04 მარტი 2017 12:53

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. წელს სკოლებში სააღდგომო არდადეგები აღარ იქნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: წითელ პარასკევს - 14 აპრილს და ორშაბათს - 17 აპრილს.

ვრცლად

თელავში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს [Photos]
შაბათი, 04 მარტი 2017 12:28

გარემოსდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო დაილუქა და სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სახერხი დანადგარი.

ვრცლად

დავით დვალი - მე ცენზორად „რუსთავი 2“-ზე არ დავბრუნდები
შაბათი, 04 მარტი 2017 12:09

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს. ამის შესახებ დვალმა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა.

ვრცლად

იაპონური რობოტი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა [Video]
შაბათი, 04 მარტი 2017 12:07

იაპონური კორპორაცია Omron-ის მიერ შექმნილ რობოტს სახელად - FORPHEUS, გინესის რეკორდსმენის სტატუსი მიენიჭა, როგორც პირველ რობოტს, რომელიც მაგიდის ჩოგბურთის მასწავლებელია მისი უნიკალური ტექნოლოგიური ინტელექტითა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებით.

ვრცლად

აშშ-ში რუსეთის ელჩთან კონტაქტებზე მსჯელობას ლავროვმა „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა
შაბათი, 04 მარტი 2017 11:55

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს შეერთებული შტატების მიერ იმის დადგენის მცდელობას, თუ თეთრი სახლის ადმინისტრაციის რომელ წარმომადგენელთან ჰქონდა კონტაქტები აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს.

ვრცლად

„წითელ ხიდზე” ანკარის ინტერპოლის მიერ მიერ ძებნილი პირი დააკავეს
შაბათი, 04 მარტი 2017 11:43

სამართალდამცავებმა „წითელ ხიდზე“ ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
02:00-06:00
Partly cloudyfrom northeast5°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-northwest4°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast11°C3.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east12°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast12°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31