12:03:37

ფირნიშები
პარასკევი, 03 მარტი 2017
„რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
პარასკევი, 03 მარტი 2017 17:14

„რუსთავი 2“-მა უზენაესი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განუცხადა.

ვრცლად

2016 წელს საქართველოში 4 379 მარტოხელა დედა დაფიქსირდა - ომბუდსმენი
პარასკევი, 03 მარტი 2017 16:55

2016 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას 4 379 მარტოხელა დედა დაფიქსირდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართელოში მარტოხელა დედები სოციალური და კულტურული რეალობიდან გამომდინარე, ხშირად დგანან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინაშე.

ვრცლად

„რუსთავი 2“-ის პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა - პრეზიდენტი
პარასკევი, 03 მარტი 2017 15:33

საქართველოს პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ვრცლად

„ალ-ქაიდა“ თავისი რანგით მეორე ლიდერის დაღუპვას ადასტურებს
პარასკევი, 03 მარტი 2017 15:30

ექსტრემისტული გაერთიანება „ალ-ქაიდა“ ადასტურებს, რომ სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმისას ექსტრემისტების რანგით მეორე ლიდერი, აბუ ალ-ხაირ ალ-მასრი მოკლეს.

ვრცლად

მთავრობა - „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე
პარასკევი, 03 მარტი 2017 15:11

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მთავრობა მოუწოდებს საზოგადოებას დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავა მძიმე მემკვიდრეობის ფონზე მიმდინარეობს.

ვრცლად

სოფელ მუკუზანში მაღაზია გაქურდეს
პარასკევი, 03 მარტი 2017 15:05

გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც მაღაზიის მფლობელმა მაია მელიქიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, წაღებულია სალაროში არსებული ფული და გატეხილია „თი ბი სი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატი.

ვრცლად

ქარტია - სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში
პარასკევი, 03 მარტი 2017 15:01

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყევტილებას შემაშფოთებელს უწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში.

ვრცლად

არასამთავრობოები - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
პარასკევი, 03 მარტი 2017 14:26

19 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნულ პროცესში ხელისუფლების უხეშ ჩარევაზე მიუთითებენ.

ვრცლად

ევროკავშირი - ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
პარასკევი, 03 მარტი 2017 14:07

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმიანება. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შეისწავლიან სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას და და დააკვირდებიან მიღებულ შედეგებს.

ვრცლად

ილია მეორე - ჩვენ აქ ვლოცულობთ და მორწმუნე ადამიანები ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს
პარასკევი, 03 მარტი 2017 13:58

აი, ახლა, ჩვენ აქ ვლოცულობთ, ვკითხულობთ ანდრია კრიტელის კანონს და ჩვენი მორწმუნე ადამიანები სადღაც ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს, - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გუშინ სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას გააკეთა. 

ვრცლად

ლევან იზორია - „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში
პარასკევი, 03 მარტი 2017 13:35

მე დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

ვრცლად

23 წლის ლევან წიკლაური დედოფლისწყაროდან - ბავშვობიდან მესაზღვრეობაზე ვოცნებობდი [Photos]
პარასკევი, 03 მარტი 2017 12:43

სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მობილური ოცეულის ინსპექტორი, 23 წლის ლევან წიკლაური მესამე წელია საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს იცავს. ლევანი პარალელურად კიკბოქსინგში ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. იგი თავის წონაში საქართველოში პირველი ნომერია.

ვრცლად

ხელისუფლებამ ბოლო დამოუკიდებელი ტელევიზია ჩაიგდო ხელში - ევროპარლამენტარი
პარასკევი, 03 მარტი 2017 11:57

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის წევრი და ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „რუსთავი 2“ უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელევიზიაა, რომელიც ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო.

ვრცლად

„რუსთავი 2“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბრუგის სასამართლოში გაასაჩივრებს
პარასკევი, 03 მარტი 2017 11:55

„რუსთავი 2-ის“ ადვოკატები უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისინი გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ვრცლად

ზაზა ფაჩულიას გუნდი NBA-ში ზედიზედ დამარცხდა [Video]
პარასკევი, 03 მარტი 2017 11:46

ზაზა ფაჩულიას გუნდი Golden State Warriors კვლავ დამარცხდა სტუმრად, ამჯერად ჩიკაგო „ბულზთან“ ანგარიშით 87:94. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და მატჩში 14 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
16:00-18:00
Clear skyfrom east29°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C3.0m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31