05:57:47

ხუთშაბათი, 02 მარტი 2017
სოფლებში მღვდლებს თავი ძლივს გაგვაქვს, ვალებიდან ვერ ამოვდივარ - კალაურის ტაძრის მოძღვარი
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 17:58

„სოფლებში მღვდლებს, მიუხედავად მძიმე ფიზიკური შრომისა, თავი ძლივს გაგვაქვს და ხშირად პირადად მე ბავშვის ექიმთან წასაყვან ფულს ვსესხულობ, ვალებიდან ვერ ამოვდივარ“,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ილია ჯანიაშვილი, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სატელევიზიო გამოსვლას.

ვრცლად

გურჯაანის საცურაო აუზზე აბონიმენტი ბავშვებისთვის 30, უფროსებისთვის 50 ლარი ეღირება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 17:27

გურჯაანის სპორტულ კომპლექსში ცურვის შემსწავლელი ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო. ერთთვიანი აბონიმენტი, რომელიც კვირაში ორი დღით სარგებლობას გულისხმობს, ბავშვებისთვის 30, ხოლო უფროსებისთვის 50 ლარი ეღირება. ცურვის გაკვეთილების 10 მარტიდან დაიწყება.

ვრცლად

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 17:23

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პანკისის სათემო რადიო WAY-სთან საუბრისას გელა ჯუგაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოში დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

ვრცლად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4289 ლარი გახდა
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 16:53

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4289 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4289 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4828 ლარი იყო.

ვრცლად

რეინჯერის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 15:30

კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეს ტყეში მოკლული რეინჯერის მკვლელობის საქმე გახსნილია. 46 წლის კახაბერ ყურაშვილის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. იგი სოფელ ზემო ხანდაკის მკვიდრია.

ვრცლად

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი დღეს თანამდებობას დატოვებს
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 15:13

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი თანამდებობას საკუთარი განცხადებით დატოვებს. განცხადებას გადადგომის შესახებ იგი დღეს, 16:00 საათზე დანიშნულ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გააკეთებს, რის შემდეგაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომაც ჩატარდება.

ვრცლად

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 13:52

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის თანამშრომლები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციას ესწეებიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

ვრცლად

პირველად სტუდია „დისნეის“ ისტორიაში მაყურებელი ახალ ფილმში გეი პერსონაჟს იხილავს [Photos]
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 13:41

სტუდია „დისნეის“ ახალი ფილმის, კლასიკური მულტფილმის „მზეთუნახავი და ურჩხულის“ კინორიმეიქის რეჟისორმა ბილ კონდონმა ჟურნალ Attitude Magazine-ს განუცხადა, რომ „დისნეის“ ისტორიაში პირველად მაყურებელი ფილმში გეი პერსონაჟს იხილავს.

ვრცლად

იანვრის ავიაკატასტროფაზე ინფორმაციის მიჩქმალვის მცდელობაში ყირგიზეთში მთავრობას ადანაშაულებენ
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 13:03

ყირგიზეთში ახალი ბრალდება დაემატა ოპოზიციური პარტია „ატა მეკენის“ ლიდერის, ომურბეკ ტეკებაევის დაპატიმრებით გამოწვეულ დაპირისპირებას. ტეკებაევი, მისი პარტიის განცხადებით, იმიტომ დააკავეს, რომ სურთ მიჩქმალონ მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის იანვარში ბიშკეკთან მომხდარ ავიაკატასტროფას.

ვრცლად

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირმა შესაძლოა კარიერა ნაადრევად დაამთავროს
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 13:02

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელ მარიო გიოცეს მიოპათია ანუ პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს უკანასკნელი ჩემპიონატის ფინალური მატჩის გმირმა შესაძლოა კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულოს.

ვრცლად

ქაბულში თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 13:01

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად, რომლებიც თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყვეს, მათზე პასუხისმგებლობა კი ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

ვრცლად

თბილისის საკრებულომ აკრძალულ ადგილებში მყოფი პირუტყვის გადაყვანისა და შენახვის ხარჯები დაადგინა
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 12:59

თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით, აკრძალულ ზონაში მყოფი შინაური ცხოველების სპეციალურ ადგილზე გადაყვანისას შემთხვევაში მათ მესაკუთრეებს, ადმინისტრაციული ჯარიმის გარდა, ხარჯების გადახდაც მოუწევთ.

ვრცლად

განათლების სამინისტრო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების დაფინანსებას იწყებს
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 12:38

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების პროექტს იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

ვრცლად

საპატრიარქო სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს მამა გიორგი მამალაძეს ზიარების მიღების უფლება მისცენ
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 12:15

საპატრიარქო სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს „არ შეუზღუდონ რელიგიური მოთხოვნილება და ზიარების უფლება მისცენ“. განცხადება ამის შესახებ მამა გიორგი ანდრიაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ზიარების უფლების წართმევა იგივეა, რაც ავადმყოფისთვის წამლის მიღების აკრძალვა.

ვრცლად

წმინდა სინოდის სხდომა სავარაუდოდ 7 მარტს გაიმართება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 11:23

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა. პროტოპრესვიტერის მამა გიორგი ზვიადაძის ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. მისივე თქმით, ოფიციალურად სხდომის თარიღს საპატრიარქო გამოაცხადებს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31