08:37:36

ფირნიშები
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017
2 თვეში საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 17:57

2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5%-ით (71 519) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში, 294 001 შეადგინა, რაც 24.3%-ით (57 417) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ვრცლად

თელავში მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 17:43

2 მარტს, თელავში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება თელავის საკრებულოს დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს პროგრამის შესახებ ინფორმაციას კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გააცნობს.

ვრცლად

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხს ხელი ოფიციალურად მოეწერა
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 17:16

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა. ევროპარლამენტში გამართული ცერემონიის ფარგლებში რეგულაციას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს.

ვრცლად

ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ დაიშალა
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 17:13

ახმეტის საკრებულოში შექმნილი ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეიდან გაუქმებულია. ინფორმაცია ფრაქციის დაშლის შესახებ საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ცნობად მიიღო.

ვრცლად

სამხრეთ კორეაში მსოფლიოს პირველი ბრაილის შრიფტიანი საათი დაამზადეს [Photos]
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 17:08

სამხრეთ კორეულმა ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Dot-მა მსოფლიოს პირველი ბრაილის შრიფტის მქონე მაჯის საათი დაამზადა.

ვრცლად

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4828 ლარი გახდა
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 16:50

პირველი მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4828 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5494 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 მარტს შევა ძალაში.

ვრცლად

პარლამენტმა მოსმენების შესახებ ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 16:30

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი ფარული მიყურადების შესახებ. კერჭისყრაზე პროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 2-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.

ვრცლად

მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა - პროკურორი
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 15:58

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ვრცლად

კახეთში ქედანზე ე.წ. პროჟექტორის საშუალებით ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 15:37

გარემოსდამცველებმა კახეთში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის ქვითრის გარეშე, ღამის სანათი მოწყობილობის, ე.წ. პროჟექტორის საშუალებით ნადირობდნენ და 12 ქედანი ჰყავდათ მოპოვებული.

ვრცლად

ქაბულში უსაფრთხოების ძალებსა და თალიბანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 15:32

ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, დღეს დედაქალაქ ქაბულში ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. თავდამსხმელების რაოდენობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. მანამდე ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

ვრცლად

ქართველმა მკვლევარმა ნუცა კობახიძემ გეილ კელის სახელობის ჯილდო მიიღო
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 15:10

ნუცა კობახიძე პირველი ქართველია, ვინც განათლების სფეროში გეილ კელის (Gail P. Kelly) სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ქართველი მკვლევარის სადოქტორო დისერტაცია 2016 წლის საუკეთესო დისერტაციად დასახელდა.

ვრცლად

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 50 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 15:06

ფოთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 50 თანამშრომელი დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ მათ დღეს დილით შეიტყვეს. გათავისუფლებულების ინფორმაციით, ამიერიდან სანაპირო დაცვის ბაზის ტერიტორიას წვევამდელები დაიცავენ.

ვრცლად

ვეტერანებს საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნეს [Photos]
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 14:12

1-ელ მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით უწყების ბენეფიციართათვის გაიმართა საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია.

ვრცლად

რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 13:59

ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, გორის რაიონის სოფელ ფლავში მცხოვრები, 43 წლის კახაბერ ქისიშვილი დააკავეს. გატაცება ოკუპირებულ სოფელ ოტრევთან მოხდა.

ვრცლად

სოფელ მანავში საბავშვო ბაღი გაიხსნა [Photos]
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 12:58

საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში N2 საბავშვო ბაღის გარემონტებული შენობა გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა, ახალი ინვენტარით აღიჭურვა. შენობა 25 ბავშვზეა გათვლილი.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
13:00-18:00
Light rain showersfrom east20°C1.4m/s
0.3mm
18:00-00:00
FairNNW20°C2.3m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.3m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom north-northeast24°C0.5m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-northeast20°C3.1m/s
0.5mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31