08:08:02

ფირნიშები
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017
შსს 104 ტონა შოკოლადს ყიდულობს
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 18:00

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 104 260 კილოგრამი შოკოლადის ნაწარმისა და 125 კილოგრამი კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა მილიონ 58 ათას 989 ლარია.

ვრცლად

ყვარელში მაშველებმა თოვლში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინეს
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 17:52

მაშველებმა, ყვარლის რაიონში, დაღესტნის საზღვართან თოვლში მოყოლილი შვიდი ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ვრცლად

საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა - პროკურორი
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 17:08

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 23 თებერვალს საპატრიარქოში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

ვრცლად

თელავის ქუჩებში ვიდეოკამერები დამონტაჟდა
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 17:03

დანაშაულის პრევენციის მიზნით თელავის ქუჩებში ვიდეოკამერები დამონტაჟდა. თელავის მერიის ინფორმაციით, 33 ვიდეოთვალი ერეკლე მეორის გამზირსა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა.

ვრცლად

3 მარტამდე საქართველოში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 16:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მარტის ჩათვლით საქართველოში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. 28 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

ვრცლად

გერმანიის პოლიციამ ხალხში მანქანით შეჭრილი თავდამსხმელი დაჭრა
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 16:26

გერმანიის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაჭრა თავდამსხმელი, რომელმაც მანამდე ქალაქ ჰაიდელბერგის ცენტრალურ მოედანზე ფეხით მოსიარულეებს მანქანა დააჯახა. ინცინდენტის შედეგად 73 წლის მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

ვრცლად

მოსკოვში პოლიციამ ბორის ნემცოვის მემორიალთან ექვსი აქტივისტი დააკავა
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 16:25

რუსეთის პოლიციამ ექვსი აქტივისტი დააკავა მოსკოვში, კრემლის მახლობლად, სადაც ორი წლის წინ ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს და სადაც მისი მხარდამჭერების მიერ მოწყობილი მემორიალია.

ვრცლად

გადასახადის 34 449 გადამხდელს ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერა
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 15:42

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2016 წლის 2 ივნისიდან 2017 წლის 23 თებერვლამდე, გადასახადის 34 449 გადამხდელს ჯამში 1 451 705 992 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა.

ვრცლად

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო [Photos]
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 15:38

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა სხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოსთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ვრცლად

ბოსტონსა და ნიუ-იორკში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 14:34

ბოსტონსა და ნიუ-იორკში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა. ბოსტონში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში „Boston Wine Expo” ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობდა.

ვრცლად

ქართულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ჰოლივუდში ფესტივალზე გაიმარჯვა [Video]
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 14:17

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (Hollywood International Independent Documentary Awards) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ვრცლად

2017 წლის ოსკარი ციფრებში: რა დაჯდა კინოაკადემიის 89-ე დაჯილდოების ცერემონიალი
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 13:58

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიალი ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართა. სხვადასხვა გამორჩეული მიზეზების გარდა, ოსკარების წლევანდელმა დაჯილდოებამ ყურადღება ცერემონიალისთვის დახარჯული თანხებითაც მიიპყრო.

ვრცლად

ევროსაბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 13:40

დღეს, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი რეგულაცია მიიღო. მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის კარმელო აბელას განცხადებით, ეს შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის მცხოვრებლებს დაახლოვებს, გააძლიერებს ტურისტულ და ბიზნეს კავშირებს.

ვრცლად

სოფელ ხოვლეს ტყეში რეინჯერის ცხედარი იპოვეს
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 13:10

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს ტყეში 46 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. კახაბერ ყურაშვილი ტყის მცველად მუშაობდა. ის 25 თებერვალს ცხენით გავიდა სახლიდან ტყეში და უკან აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილის დასახიჩრებული ცხედარი გუშინ ღამით იპოვეს.

ვრცლად

თუშეთში ზამთრის ტურიზმის სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მიზნით, სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს [Photos]
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 12:36

თუშეთში ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობების გამოვლენისა და შესაბამისი სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მიზნით, საექსპედიციო კვლევები მიმდინარეობს. საველე სამუშაოებს სამთო ექსპერტები ახმეტის რაიონისა და თუშეთის სოფლებში (ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა, ზემო ალვანი და ქვემო ალვანი) სპეციალური თოვლმავალი ტექნიკით ახორციელებენ.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28