08:14:04

ფირნიშები
კვირა, 26 თებერვალი 2017
შავი ზღვის ფეკალური წყლებით დაბინძურებისთვის უცხოური გემი 65 000 ლარით დაჯარიმდა
კვირა, 26 თებერვალი 2017 16:57

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სენტ კიტსი და ნევისის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების გამო გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით.

ვრცლად

ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს
კვირა, 26 თებერვალი 2017 16:33

ბათუმში ერთ–ერთ ქუჩას შესაძლოა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე საკრებულო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს. ინიციატორი საკრებულოს წევრი დიმიტრი დარჩიაა.

ვრცლად

კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა
კვირა, 26 თებერვალი 2017 15:34

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. გასული წლის დეკემბერში, მაისურაძე ვილნიუსის აეროპორტში ლიტვურმა სპეცსამსახურებმა რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.

ვრცლად

საგარეჯოში ძლიერმა ქარმა შენობას სახურავი გადახადა
კვირა, 26 თებერვალი 2017 15:07

ქალაქ საგარეჯოში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერმა ქარმა შენობას სახურავი გადახადა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გზირიშვილის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა რამდენიმე მანქანა, რომელსაც გადახდილი სახურავი დაეცა.

ვრცლად

მესტიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად გერმანელი ტურისტი დაიღუპა
კვირა, 26 თებერვალი 2017 13:54

მესტიაში, კურორტ „თეთნულდზე“ ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 46 წლის გერმანელი ტურისტი დაიღუპა. ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ხუთი გერმანელი ტურისტი თოვლზე სრიალებდა. ზვავის ქვეშ ორი მათგანი მოყვა.

ვრცლად

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს
კვირა, 26 თებერვალი 2017 13:52

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. ღვთისმსახურება ტაძარში 18:00 საათიდან დაიწყება.

ვრცლად

ქურთი ჟურნალისტი მოსულში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბომბს ემსხვერპლა
კვირა, 26 თებერვალი 2017 11:42

30 წლის ქურთი ჟურნალისტი შიფა გარდი, რომელიც ერაყის ქალაქ მოსულის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლების ოპერაციას აშუქებდა, ბომბის აფეთებას ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად დაშავდა მისი ოპერატორი.

ვრცლად

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს
კვირა, 26 თებერვალი 2017 10:56

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს და სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ბიბლიის მიხედვით, პირველქმნილი ადამიანების სამოთხიდან განდევნის მიზეზი სინანულის არქონა გახდა.

ვრცლად

მაშველებმა ზვავში მოყოლილი სერბი ტურისტი გადაარჩინეს [Video-Photos]
კვირა, 26 თებერვალი 2017 10:26

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ლომისას ქედზე ზვავში მოყოლილი სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

ვრცლად

ლოს ანჯელესში ჰოლივუდური ფილმების დამცინავი „ოქროს ჟოლოს“ დაჯილდოება გაიმართა
კვირა, 26 თებერვალი 2017 10:08

„ოქროს ჟოლოს“ რიგით 37-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესში, ტრადიციულად ოსკარის ცერემონიალის წინა დღეს გაიმართა, სადაც 2016 წლის ყველაზე ცუდი ჰოლივუდური ფილმები და მსახიობები გამოავლინეს.

ვრცლად

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 28 თებერვალს დასრულდება
კვირა, 26 თებერვალი 2017 10:07

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 28 თებერვალს დასრულდება. ნადირობის ვადების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით. ამასთან, გარეული ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25
27 28