22:49:04

ფირნიშები
შაბათი, 25 თებერვალი 2017
პატრიარქი ხვალ წირვას აღავლენს
შაბათი, 25 თებერვალი 2017 18:15

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხვალ წირვას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღავლენს. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვრცლად

დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება - პროკურორი
შაბათი, 25 თებერვალი 2017 18:06

დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფორსის მოადგილემ განაცხადა. ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძე დაკავების დღიდან არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობდა ჩვენებას მიცემაზე.

ვრცლად

ცნობილია 2017 წლის სეზარის ჯილდოს გამარჯვებულთა ვინაობა
შაბათი, 25 თებერვალი 2017 17:57

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ფრანგული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, სეზარის რიგით 42-ე დაჯილდოება გაიმართა, სადაც მთავარი ნომინაციის - წლის საუკეთესო ფრანგული ფილმის კატეგორიაში გამარჯვება რეჟისორ პოლ ვერჰუვენის გახმაურებულმა ფილმმა Elle მოახერხა.

ვრცლად

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოებრივი დისკუსიის მოწყობა დაავალა
შაბათი, 25 თებერვალი 2017 16:56

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს აპარატს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის მოწყობა დაავალა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს, როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია და არსებობს ანექსიის მცდელობები, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გაერთიანდეს და უსაფრთხოების ერთიან ხედვაზე შეთანხმდეს. 

ვრცლად

პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს - „რუსთავი2“
შაბათი, 25 თებერვალი 2017 15:07

„რუსთავი2“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი, პოსტს დატოვებს.

ვრცლად

ირლანდიის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
შაბათი, 25 თებერვალი 2017 13:53

ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა, ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიამ რეზოლუციით მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ვრცლად

2017 წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა აღარ გაგრძელდება
შაბათი, 25 თებერვალი 2017 13:43

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობა მიმდინარე წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს. სოფლის მეურნეობის სპეციალისტების განცხადებით, ხვნა-თესვის სახელმწიფო პროგრამის გაუქმების და საწვავის გაძვირების გამო, შესაძლოა მიწების დიდი ნაწილი ისევ დაუმუშავებელი დარჩეს.

ვრცლად

ოსკარი ციფრებში: ყველაზე მეტი ნომინაციისა და ჯილდოს მფლობელი მსახიობები და ფილმები
შაბათი, 25 თებერვალი 2017 13:40

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს გადაცემის ცერემონიალის ისტორია თითქმის 90 წელს ითვლის. ნომინანტი და ოსკაროსანი რეკორდსმენი ფილმების, რეჟისორებისა და მსახიობების სია კი თითქმის ყოველ წელს იცვლება. გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკას ოსკარების მრავალწლიანი ისტორიიდან.

ვრცლად

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ველისციხელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა [Photos]
შაბათი, 25 თებერვალი 2017 12:00

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ავთანდილ დათიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. თვითნასწავლი ნაივი მხატვრის ნამუშევრებში კახეთის პეიზაჟები სჭარბობს. წარმოდგენილია მხატვრის ასამდე ნამუშევარი.

ვრცლად

მე ემიგრანტი ვარ: მოდის 81 სელებრითის ვიდეომიმართვა დონალდ ტრამპს [Video]
შაბათი, 25 თებერვალი 2017 11:52

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ შემოღებული ემიგრანტთა საწინააღმდეგო აკრძალვის საპასუხოდ, პოპულარული ამერიკული მოდის ჟურნალმა - W, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამოდელო ბიზნესში მოღვაწე ცნობილი სახეები, მათ შორის ადრიანა ლიმა, ანია რუბიკი და დაიან ფონ ფიურშტენბერგი სოლიდარობას უცხადებენ ემიგრანტებს.

ვრცლად

სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შაბათი, 25 თებერვალი 2017 11:36

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

ვრცლად

ფარული მოსმენების შესახებ ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
შაბათი, 25 თებერვალი 2017 11:24

პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო. პაკეტის ძირითად კანონპროექტს - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” 84 ხმით, 5-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. 

ვრცლად

სირიის ქალაქ ალ-ბაბთან ტერორისტულ თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა
შაბათი, 25 თებერვალი 2017 10:41

სირიის ქალაქ ალ-ბაბთან არსებულ გამშვებ პუნქტ სუსიანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომობილში აფეთქებულ ბომბს 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ვრცლად

ქუთაისში 18 წლის გოგოს გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ
შაბათი, 25 თებერვალი 2017 10:30

18 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი ქუთაისის კლინიკა „უნიქალმედის“ექიმებს ადანაშაულებს. მშობლების თქმით, გოგონა სახლში უგონო მდგომარეობაში ნახეს, სასწრაფო დახმარებამ ის ჯერ ჭიათურაში, მოგვიანებით კი რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანა. მათივე განცხადებით, ექიმები ამტკიცებდნენ, რომ გოგონას თვითმკვლელობის მიზნით წამლები ჰქონდა მიღებული, რასაც ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.

ვრცლად

ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრან-პრის ჩემპიონია, ამირან პაპინაშვილი ვერცხლს დასჯერდა
შაბათი, 25 თებერვალი 2017 10:28

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან-პრი ორი მედლით გახსნა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა პრესტიჟული ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გუნდის უმსუბუქეს წევრს - ამირან პაპინაშვილს კი ანალოგიურ წარმატებამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგებაღა დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
03:00-06:00
Light rainfrom north-northeast8°C0.6m/s
0.3mm
06:00-12:00
Cloudyfrom west-southwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 26
27 28