08:35:42

პარასკევი, 24 თებერვალი 2017
სამართალდამცავებმა თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 17:34

სამართალდამცავებმა მაშველებთან ერთად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს.

ვრცლად

სოფელ ჯუღაანში11 ჰექტარზე კაკალი გააშენეს
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 17:07

შპს „ვაზი-1“-მა თელავის რაიონის სოფელ ჯუღაანში 11.77 ჰექტარზე კაკლი გააშენა. კომპანიამ პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 57 801 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

ვრცლად

ქართველმა ფოტოგრაფმა ბაკურიანში უიშვიათესი ატმოსფერული მოვლენა გადაიღო [Photos]
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 17:04

ქართველმა სტუდენტმა და ფოტოგრაფმა დიმიტრი გოდერძიშვილმა ბაკურიანში უიშვიათესი ატმოსფერული მოვლენა - სინათლის სვეტები დააფიქსირა. ოპტიკური ფენომენი სინათლის არეკვლით, აურაცხელი უმცირესი ყინულის კრისტალითა და ღრუბლებით წარმოიქმნება.

ვრცლად

უკანონოდ დააკავეს პირი, რომელსაც გადაჭრილი ბოთლები და შპრიცები აღმოუჩინეს - სახალხო დამცველი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 16:11

სახალხო დამცველის განცხადებით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს მოქალაქე ა.კ. რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა გადაჭრილი ბოთლები და შპრიცები ამოიღეს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქალაქე უსაფუძვლოდ და უკანონოდ არის დაკავებული.

ვრცლად

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაქურდეს
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 16:06

თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ვრცლად

ზაზა ფაჩულიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 15:04

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ქართველმა წევრმა ზაზა ფაჩულიამ მხრის ტრავმა მოირჩინა და NBA-ში საასპარეზოდ „კლიპერსთან“ მატჩში დაბრუნდა. ფაჩულიას გუნდმა ლოს ანჯელესელები ანაგრიშით 123:113 დაამარცხა.

ვრცლად

8 თანამდებობის პირთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფოსთან 131 798 784 ლარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 14:12

მონიტორინგის ცენტრ „მედიატორისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ, მხოლოდ 8 თანამდებობის პირთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვს 4 949 ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება 131 798 784 ლარს შეადგენს.

ვრცლად

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის დოკუმენტს ხელს სავარაუდოდ 1 მარტს მოაწერენ
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 14:02

საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია 1 მარტს, ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

ვრცლად

ტრამპი ოსკარების ცერემონიალს სავარაუდოდ არ უყურებს - თეთრი სახლის პრესმდივანი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 12:47

კვირას გასამართი ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალს დონალდ ტრამპი ალბათ არ უყურებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განუცხადა. საყოველთაო მოლოდინით, მოახლოებული ოსკარები ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკური განცხადებებით იქნება დატვირთული.

ვრცლად

კახეთში მაყვლის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 12:21

საქართველოში კენკრის წარმოების განვითარების მიზნით, კახეთში მცხოვრებმა მაყვლის მწარმოებლებმა ასოციაცია შექმნეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იზოლდა ქიტესაშვილმა განუცხადა, ისინი ერთად მაყვლის შეგროვებას, სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და პროდუქტის ევროკავშირში გატანას გეგმავენ.

ვრცლად

ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირს გამოეთიშა
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:41

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირის 1/8-ფინალში ბელგიელ სტივ დარსისთან 3:6, 5:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ვრცლად

ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დასახსნელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ბექა დვალი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:33

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, ამბოხებულთა ტყვეობიდან სოსო ოსორაულის დასახსნელად, ამ ეტაპზე კონგოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბექა დვალის ინფორმაციით, მეორე ქართველი, რომელიც დაიჭრა, თავს კარგად გრძნობს.

ვრცლად

ოსკარზე ყველაზე მეტჯერ ნომინირებული მამაკაცი მსახიობები - The Hollywood Reporter [Photos]
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:25

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელ მსახიობთა შორის დღეისთვის ყველაზე მეტჯერ ნომინირებული მამაკაც მსახიობთა სია პოპულარულმა გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერმა“ გამოაქვეყნა.

ვრცლად

ოსკარზე ყველაზე მეტჯერ ნომინირებული ქალი მსახიობები - The Hollywood Reporter [Photos]
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:24

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელ მსახიობთა შორის დღეისთვის ყველაზე მეტჯერ ნომინირებული ქალი მსახიობების სია პოპულარულმა გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერმა“ გამოაქვეყნა.

ვრცლად

ვალერი ყაზაიშვილის გუნდი UEFA-ს ევროპა ლიგას გამოეთიშა [Photos]
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:12

ევროპის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ტურნირ ევროპა ლიგაზე განმეორებითი 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა. ცამეტ წყვილ გუნდს შორის გამართული რამდენიმე პრინციპული შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ტურნირს გამოეთიშა ვალერი ყაზაიშვილის კლუბი ვარშავის „ლეგია“, რომელმაც გასვლაზე ამსტერდამში „აიაქსთან“ მინიმალური სხვაობით წააგო. საქართველოს ნაკრების წევრმა „ამსტერდამ არენაზე“ 90 წუთი ითამაშა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 25 26
27 28