08:36:41

ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017
მიქაელ ბოტკოველი: პროტესტის ნიშნად ვტოვებ პატრიარქის მდივნის თანამდებობას
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 18:30

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. დეკანოზის განმარტებით, მან თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ვრცლად

პატრიარქის დაცვის უფროსი თანამდებობას ტოვებს - მეუფე დიმიტრი
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 17:53

მეუფე დიმიტრის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და მისი სიძე ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მეუფეს თქმით, გადადგომის მიზეზი ისაა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების პროცესს ხელი არ შეეშალოს.

ვრცლად

ერაყის არმიამ მოსულის აეროპორტი დაიკავა
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 16:53

ერაყის არმიამ, რომელიც ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებულ ქალაქ მოსულის დასავლეთიდან, ქალაქის აეროპორტზე კონტროლი დაამყარა.

ვრცლად

საპოლიციო კონტროლის დროს 57 პირი დააკავეს - შსს
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 16:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1182 ფაქტი. მათივე ცნობით, საპოლიციო კონტროლის დროს, ორ დღეში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 38 პირი დააკავეს.

ვრცლად

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა წმინდა სინოდის წევრებს ე.წ. ციანიდის საქმეზე ინფორმაცია მიაწოდეს
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 15:54

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საპატრიარქო დატოვეს. ადვოკატებისა და სინოდის წევრების შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. უფლებადამცველების განცხადებით, მათ სასულიერო პირებს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

ვრცლად

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მძლავრი აფეთქება მოხდა
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 15:49

პაკისტანის სიდიდით მეორე ქალაქ ლაჰორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და ოცი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ეპიცენტრი მაღალი კლასის სავაჭრო რაიონი იყო.

ვრცლად

ჰოლივუდის ბულვარში რეპერ კანიე ვესტის ჯვარცმის ქანდაკება დადგეს [Photos]
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 14:52

ანონიმურმა ქუჩის ხელოვანმა, რომელიც ცნობილია სახელით - Plastic Jesus, ჰოლივუდის ბულვარში ცნობილი ამერიკელი რეპერის, კანიე ვესტის ძეგლი დადგა, რომელსაც ჯვარცმული ქრისტეს გარეგნობა აქვს, პედასტალზე კი „ცრუ კერპი“ აწერია.

ვრცლად

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 13:57

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ აღინიშნება.

ვრცლად

თურქეთში სამხედრო ქალებს თავსაფრის ტარების ნება დართეს
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 13:02

თურქეთის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ შეცვალა დაწესებული ნორმა და ქალ სამხედრო ოფიცრებს სამსახურში ყოფნის დროს ისლამური წესით თავსაფრის ტარების ნება დართო.

ვრცლად

თბილისის მერია სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად 1-ლი მარტიდან საბუთების მიღებას იწყებს
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 12:57

სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, 1 მარტიდან საბუთების მიღებას იწყებს.

ვრცლად

თორნიკე ოქრიაშვილის გუნდი ევროპა ლიგის მერვედფინალში გავიდა
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 12:56

ევროპის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე, UEFA-ს ევროპა ლიგაზე, რამდენიმე განმეორებითი პლეი-ოფის მატჩი გაიმართა. მერვედფინალის საგზური სამმა გუნდმა, მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილის რუსულმა კლუბმა „კრასნოდარმა“ მოიპოვა.

ვრცლად

პედაგოგის მიერ საგნის ცოდნა არ ნიშნავს რომ ის კარგი პედაგოგია - ალექსანდრე ჯეჯელავა
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 12:43

ვიცე-პერემიერისა და განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებელთა შეფასება სხვადასხვა კომპონენტით მოხდება. მინისტრის განმარტებით, საგნის ცოდნის კომპეტენციის გარდა, მასწავლებლებმა უნდა დაადასტუროს კომპეტენცია პედაგოგიურ უნარებშიც.

ვრცლად

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარზე ორ გამშვებ პუნქტს დახურავს
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 12:15

საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ მარტიდან ე.წ. საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვას აპირებენ.

ვრცლად

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის სამოქმედო გეგმა კითხვის ნიშნებს აჩენს - სახალხო დამცველი
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 12:00

საქართევლოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის ხედვა, რომელიც გადაცემების დახურვას მხოლოდ მათ რეიტინგს უკავშირებს, არ წარმოადგენს საკითხის სრულფასოვან შესწავლაზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებას. სახალხო დამცველის თქმით, იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია, დაუშვებელია, მისი საქმიანობა მხოლოდ რეიტინგებზე დაყრდნობით შეფასდეს.

ვრცლად

ბრიტანელი პროფესიონალები ქართულ კომპანიებს ღვინის გაყიდვაში ეხმარებიან
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 11:40

ინგლისელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა და ღვინის მწერალმა რობერტ ჯოზეფმა ქართულ ღვინის კომპანიებთან ერთად, ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგიული გეგმა განიხილეს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
16:00-19:00
Rainfrom east14°C2.0m/s
1.8mm
19:00-01:00
Rain showersNNW9°C3.6m/s
1.7mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28