23:51:20

ფირნიშები
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017
23 თებერვალს თელავისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 19:27

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 23 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ თელავის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ქალაქ თელავში, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ სარაჯიშვილის, წინანდლის, ჭავჭავაძისა და ლესელიძის ქუჩების აბონენტებს.

ვრცლად

ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 17:56

განათლებისა სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. მსურველთა რეგისტრაცია შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 2 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ვრცლად

უზბეკეთში ცნობილი ჟურნალისტი 17-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 16:33

უზბეკეთში ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტპატიმარი მუჰამად ბეკჯონი17-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას 63 წლის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ვრცლად

ლაგოდეხის ნაკრძალის განვითარებისთვის 240 000 ევროს ოდენობის გრანტი გამოიყოფა
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 16:19

კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი 240 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. ეს თანხა 2017-2019 წლებში, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება.

ვრცლად

კახეთში წარმოებული ზეთისხილის მარინადი და ზეითუნის ზეთი ბაზარზე აპრილიდან გაიყიდება
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 16:06

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში წარმოებული ზეთისხილის მარინადი და ზეითუნის ზეთი ბაზარზე აპრილის ბოლოდან გაიყიდება. როგორც კომპანია „ქართული ზეთისხილის“ ხელმძღვანელმა გიორგი საგინაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, პირველი მოსავალი - 40 ტონა ზეთისხილი, გასული წლის ოქტომბერ-ნომებერში აიღეს, ამჟამად კი მისი გადამუშავებისა და დაფასოების პროცესი მიმდინარეობს.

ვრცლად

ჰიჯაბის გარეშე ასპარეზობის გამო ირანელი მოჭადრაკე ნაკრებიდან მოკვეთეს
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 15:33

18 წლის ირანელი მოჭადრაკე დორსა დერახშანი ირანის ნაკრებიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც ის გიბრალტარში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე გამოცხადდა.

ვრცლად

„გურია ნიუსზე“ ჰაკერული შეტევა დროულად უნდა იქნას გამოძიებული - სახალხო დამცველი
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 15:14

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დროულად და ეფექტურად უნდა იქნეს გამოძიებული მედიასაშუალება „გურია ნიუსზე“ განხორციელებული ჰაკერული შეტევა, რის შედეგადაც ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია წაიშალა.

ვრცლად

ელდარ შენგელაიას ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ვიტალი ხაზარაძე ასრულებს [Video]
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 15:05

ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რეჟისორ ელდარ შენგელაიას მორიგი ფილმი მიმდინარე წელს გამოვა. ახალ პოლიტიკურ სატირულ კომედიაში, რომელიც ძალაუფლების მოყვარულ ადამიანებსა და ზნეობრივ საკითხებს ეხება, მთავარ როლებს ნიკა თავაძე და ვიტალი ხაზარაძე ასრულებენ.

ვრცლად

ქეთევან თოდაძე - კარ-ფანჯარა ჩამოვხსენი და გავყიდე, რომ ბავშვისთვის წამალი მეყიდა
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 13:32

ნათელაშვილების ოჯახი საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში უკიდურეს სიღარიბეში, სხვის სახლში ცხოვრობს. როგორც ქეთევან თოდაძემ „რეალურ სივრცეს“ უთხრა, ერთადერთი ავადმყოფი არასრულწლოვანი შვილის სამკურნალოდ ყველაფერი გაყიდეს.

ვრცლად

ვინ და რამდენი ადამიანი აძლევს ხმას ოსკარების ნომინანტებსა და გამარჯვებულებს
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 13:04

ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ (AMPAS), რომელიც ყოველწლიურად ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებას - ოსკარების გადაცემის ცერემონიალს მართავს, გასულ წელთან შედარებით წევრების რაოდენობა 683-ით გაზარდა. წლევანდელ ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ზუსტად 6687 წევრი აძლევს ხმას.

ვრცლად

მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 12:38

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებს დარეგისტრირება თბილისში ჩაუსვლელად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე (acda.gov.ge)21 მარტამდე შეუძლიათ.

ვრცლად

რძის კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა მეცხვარეებსაც შეეძლებათ
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 12:33

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, პროგრამაში ჩართვა არა მხოლოდ მესაქონლეობის, არამედ მეცხვარეობის და მეთხევეობის დარგის კოოპერატივებსაც შეეძლებათ.

ვრცლად

ძვირადღირებული კაკლის - ფისტას ნერგები მსურველებს უფასოდ გადაეცემა
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 12:23

პროექტის „ფისტა ჩვენს ოჯახში“ ფარგლებში ბენეფიციარებს ძვირადღირებული კაკლის - ფისტას ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ. დაინტერესებულმა პირებმა „საქართველოს ფისტას ასოციაციის“ სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ, რის შემდეგაც ასოციაცია განიხილავს და გადაწყვეტს, ვისზე გასცეს ნერგი. პრიორიტეტი იმ რეგიონში მცხოვრებ განმცხადებლებს ენიჭებათ, სადაც ფისტას ნერგების ნაკლები რაოდენობაა დარგული.

ვრცლად

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი ამერიკული კორპორაცია „გუგლია“
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 12:07

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და ძვირფასი ბრენდი ამერიკული კორპორაცია „გუგლია“, რომელიც 109.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. იგი ონლაინ-ძიების ბაზრის 64%-ს მოიცავს. მეორე და მესამე ადგილებზე ასევე ამერიკული კომპანიები, Apple და Amazon იკავებენ, შესაბამისად 107.1 მილიარდით დოლარითა და 106.4 მილიარდით.

ვრცლად

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში მისთვის რეკორდულ პოზიციაზე იმყოფება
ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017 11:25

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის (ATP) მსოფლიო რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა და 858 ქულით 53-ე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული პოზიცია ქართველი ჩოგბურთელისთვის სარეკორდოა. ორი კვირის განმავლობაში ბასილაშვილმა 34-ადგილიანი წინსვლა განიცადა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
04:00-06:00
Fairfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 23 24 25 26
27 28