04:40:29

ფირნიშები
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017
დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 18:04

დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე, შესაძლოა, მოწევა აიკრძალოს. კანონმდებლობა მკაცრდება ახალი კანონპროექტით, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

ვრცლად

პაკისტანში სასამართლოზე თალიბების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 17:41

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტანგის სასამართლოს შენობაზე თავდასხმისას თალიბებმა სულ ცოტა ხუთი ადამიანი მოკლეს და 15 დაჭრეს. თავდასხმის შესახებ განცხადება თავად თალიბების ერთ-ერთმა ჯგუფმაც გაავრცელა.

ვრცლად

ილია II - სახელმწიფოს და ეკლესიის ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს, ხალხს უნდა მივცეთ პასუხი
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 17:27

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „უცნაურ სიტუაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს. პრეზიდენტთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაზე ილია მეორემ აღნიშნა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე ხელისუფლებისა და ეკლესიის ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს.

ვრცლად

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 17:16

ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე დღეს კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება: მანჩესტერ სიტი - მონაკო და ლევერკუზენი - ატლეტიკო.

ვრცლად

მამა გიორგის უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი სიმართლე გააცნოს საზოგადოებას - პრეზიდენტი
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 16:04

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, მამა გიორგი მამალაძეს და მის ადვოკატებს საზოგადოებისთვის თავისი სიმართლის გაცნობის საშუალება უნდა მიეცეთ.

ვრცლად

„აეროსმიტის“ კონცერტის ბილეთები 25 თებერვლიდან გაიყიდება
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 15:44

ამერიკული როკ-ჯგუფის „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთები 25 თებერვალს, 9:00 საათიდან გაიყიდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება. 

ვრცლად

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკუთარი მეუღლე ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 14:06

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად საკუთარი მეუღლე, მეჰრიბან ალიევა დანიშნა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.

ვრცლად

ლავროვი ჩერნოგორიის მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში კრემლის მონაწილეობას უარყოფს
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 13:47

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ბრალდებები, თითქოს მონტენეგროში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობისა და პროდასავლური მთავრობის დამხობის უკან რუსეთი იდგეს.

ვრცლად

მსოფლიო რეკორდების შოუში ამერიკელმა გინესის რეკორდსმენმა ლურსმნები თავით ჩააჭედა [Video]
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 13:44

მსოფლიოს უცნაური და სახალისო რეკორდების ყოველკვირეულ პოპულარულ იტალიურ შოუში (Lo Show Dei Recordi) მორიგი უჩვეულო გინესის რეკორდი დაფიქსირდა - ამერიკელმა მძლეოსანმა ჯონ ფერარომ ორ წუთში რეკორდული რაოდენობის ლურსმანი ფიცარზე თავით დააჭედა.

ვრცლად

ველური სამყაროს კვირის საუკეთესო ფოტოები - The Guardian [Photos]
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 13:39

გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.

ვრცლად

ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები ოჯახები ბუნებრივი აირის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 13:12

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა მთავრობისგან ბუნებრივი აირის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა 11 894-ია.

ვრცლად

განცხადება, რომ კავკასია ექსტრემისტების მარშრუტია, საქართველოსთან მიმართებაში არ არის მართებული - ზურაბ აბაშიძე
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 13:07

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ სამხრეთ კავკასია ტერორისტებისა და ექსტრემისტების მარშრუტია, საქართველოსთან მიმართებაში, მართებული არ არის. მისივე თქმით, რუსეთიდან სირიასა და ერაყში დაახლოებით 2000 რუსეთის  მოქალაქეა გასული.

ვრცლად

რუსეთიდან კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - საგამოძიებო სამსახური
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 12:29

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობის კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ვრცლად

ჰაკერებმა გამოცემა „გურია ნიუსის“ ვებ-გვერდი გატეხეს
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 12:17

ჰაკერებმა გამოცემა „გურია ნიუსის“ ვებ-გვერდი გატეხეს და ბაზები წაშალეს. მედია ორგანიზაციის განცხადებით, ვებ-გვერდზე ჰაკერშტევა ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

ვრცლად

თურქეთში შესვლის მცდელობისას ჩემოდანში დამალული ქართველი ქალი დააკავეს - Daily Sabah
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 11:49

თურქმა სამართალდამცავებმა სარფის საბაჟოზე საქართველოს ორი მოქალაქე მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთი მათგანი თურქეთში შესვლას ჩემოდანში დამალული ცდილობდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah წერს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
09:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersNNW15°C0.2m/s
0.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW14°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy10°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest13°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 22 23 24 25 26
27 28