23:49:11

ფირნიშები
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017
ერაყის არმია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ქალაქისკენ მიიწევს
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 18:04

ერაყელი სამხედროების ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისაგან 15 სოფელი გაათავისუფლეს, რომლებიც დასავლეთიდან ესაზღვრებიან ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს, რომელიც დაჯგუფების მთავარ ცენტრს წარმოადგენს.

ვრცლად

„ტრაქტორი“ - ქართველი ფერმერებისთვის ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია ამუშავდა
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 17:45

ქართველი ფერმერებისთვის პირველი სპეციალიზებული ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია www.traktor.ge შექმნა. ვებ-გვერდის და მობილური აპლიკაციის მიზანია, ფერმერებს საჭირო ცოდნა მიაწოდოს და გაზარდოს მათი წვდომა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და მომსახურებაზე.

ვრცლად

ანჯელინა ჯოლიმ თავისი ახალი ფილმის პრემიერა კამბოჯაში გამართა [Photos]
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 17:32

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი საკუთარი ფილმის მსოფლიო პრემიერას თავის ექვს შვილთან ერთად დაესწრო. რეალური ისტორიული მოვლენებისა და მემუარების მიხედვით შექმნილი ახალი ფილმის, რომლის სათაურია „მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს“, პირველი ჩვენება სპეციალურად კამბოჯაში გაიმართა.

ვრცლად

დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული - ადვოკატი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 16:35

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. ამის შესახებ ადვოკატმა „პირველ არხს“ განუცხადა.

ვრცლად

ივანიშვილი ექვს ერში მოხვედრის საფასურს გადაიხდის - Daily Mail
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 15:57

ბრიტანურ ტაბლოიდ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, საქართველო მზადაა ყოველწლიურ სარაგბო ტურნირ ექვსი ერის ჩემპიონატში გაწევრიანებისთვის ნებისმიერი საფასური გადაიხადოს. გამოცემის მტკიცებით, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ექვს ერში საქართველოს ნაკრების დაშვება ფინანსურად უზრუნველყოს.

ვრცლად

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 14:39

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

ქართული ჭაჭა ექსპორტზე ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში გავიდა
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 13:57

ქართული ჭაჭა „ზეარისი“ ავსტრალიის ბაზარზე გავიდა. კომპანიის დირექტორის რამაზ კრიჭინაშვილის ინფორმაციით, ქართული არაყი ავსტრალიის პრესტიჟულ რესტორნებში, სასტუმროებსა და ბარებში იყიდება.

ვრცლად

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ზავის მიუხედავად უკრაინაში დაძაბული ვითარებაა
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 13:41

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ შეთანხმებას გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიაღწიეს, მაგრამ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ნაწილი არაა კმაყოფილი ბრძოლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმებით.

ვრცლად

აეროპორტში პატრიარქის დახვედრის მსურველებს ავტობუსები უფასოდ მოემსახურება
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 13:29

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ.

ვრცლად

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 36 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი ჰყავს
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 13:17

ქართული ოცნების 115 დეპუტატიდან 36 მილიონერია, ანუ მათი უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დანაზოგები 1 მილიონ ლარს აჭარბებს. დამატებით 4 მილიონერი დეპუტატი ჰყავს საპარალამენტო ოპოზიციას. პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ და პოლიტიკურმა პარტია „ახალმა საქართველომ“ შეისწავლეს. 

ვრცლად

ველისციხელი ნუნუ კარდენახიშვილის მე-16 საუკუნის მარანი-მუზეუმი „ნუმისი“ [Photos]
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 12:55

ნუნუ კარდენახიშვილის მარანი-მუზეუმი „ნუმისი“ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს მე-16 საუკუნის მარანსა და ღვინის საცავს, საქართველოს კულტურისა და ისტორიის ამსახველი ნივთების მდიდარ ექსპოზიციას, კვების ბლოკსა და სამზარეულოს.

ვრცლად

ბელარუსში ხალხმრავალი გამოსვლები ე.წ. მუქთახორობის გადასახადის წინააღმდეგ მოეწყო
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 12:00

ბელარუსში ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ე.წ. „მუქთახორობის გადასახადის“ წინააღმდეგ. დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში - გომელში, ვიტებსკში, გროდნოსა და მოგილიოვში მოეწყო.

ვრცლად

გიორგი ელბაქიძე ბელარუსში გამართული ტურნირის ჩემპიონი გახდა
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 11:19

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრი გიორგი ელბაქიძე (63 კგ) მინსკში, ალექსანდრ მედვედის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონი გახდა.

ვრცლად

ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ღია პირველობის ფინალში დამარცხდა
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 10:32

მემფისის ღია საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ამერიკელმა რაიან ჰარისონმა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:1, 6:4 დაამარცხა და კარიერაში ATP-ის ტურნირი პირველად მოიგო. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა კი თავის მხრივ, მეორე ფინალი წააგო ავსტრიის ღია პირველობის შემდეგ.

ვრცლად

ცნობილია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები [Photos]
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 10:29

2017 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა, ბერლინის რიგით 67-ე კინოფესტივალი ახალგაზრდა უნგრელი ქალი რეჟისორის, ილდიკო ენიედის კინოსურათის გამარჯვებით დასრულდა. უჩვეულო სიყვარულის ისტორიაზე შექნილი ფილმი სათაურით „სხეული და სული“ ფესტივალის ჟიურიმ „ოქროს დათვით“ დააჯილდოვა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
04:00-06:00
Fairfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28