06:33:15

ფირნიშები
კვირა, 19 თებერვალი 2017
20 თებერვლიდან ყველიერის კვირა იწყება
კვირა, 19 თებერვალი 2017 17:45

20 თებერვლიდან მთელი კვირის განმავლობაში მორწმუნეებს მხოლოდ რძისა და კვერცხის ნაწარმის მიღება შეეძლებათ. ყველიერის კვირით მთავრდება სამზადისი დიდი მარხვისთვის. ყველიერის კვირაში მორწმუნეებმა ოთხშაბათს და პარასკევს, დილით და საღამოს წმინდა ეფრემ ასურის სპეციალური მოკლე ლოცვა უნდა წაიკითხონ.

ვრცლად

„ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები 50:6 დაამარცხეს
კვირა, 19 თებერვალი 2017 17:38

რუსთავის სარაგბო სტადიონზე „ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

ვრცლად

20 თებერვალს ქალაქ თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
კვირა, 19 თებერვალი 2017 17:33

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 20 თებერვალს, 10:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება თელავში თამარის, დავითაშვილისა და მუსხელიშვილის ქუჩებს.

ვრცლად

ქალისა და მამაკაცის თუშური სამოსი შეიქმნა [Video-Photos]
კვირა, 19 თებერვალი 2017 17:04

კომპანიამ „სამოსელი პირველი“ ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით, ქალისა და მამაკაცის თუშური სამოსი შექმნა. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების აღდგენასა და ქვეყნის გარეთ მის წარმოჩენას.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

„რუსთავი 2“- მა მაუწყებლობა განაახლა
კვირა, 19 თებერვალი 2017 15:17

დღენახევრიანი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. სამაუწყებლო კომპანიის მხარდასაჭერად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და არხი აქციის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებს.

ვრცლად

სტოკჰოლმში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
კვირა, 19 თებერვალი 2017 13:32

შვედეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოში გამართულ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ათი ქართული ღვინის კომპანიის („ბაგრატიონი 1882“, „ასკანელი ძმები“, „მარანული“, „თელედა“, „გიუაანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ბატონო“, „ბი ჯი ვაინი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „იკანო“) პრემიუმ ღვინოები.

ვრცლად

„რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება
კვირა, 19 თებერვალი 2017 13:00

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღეს, საპროტესტო აქციას - „ნუ დარჩები სახლში, მოითხოვე, ის, რაც შენია“ გამართავს. აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 14:30 საათზე დაიწყება. მეორე დღეა ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს. არ მაუწყებლობს მარაო და კომედი არხიც, გათიშულია ტელეკომპანიის ვებგვერდიც.

ვრცლად

CNN კახეთს მსოფლიოში ღვინის 11 საუკეთესო მიმართულებებს შორის ასახელებს
კვირა, 19 თებერვალი 2017 12:11

 „ღვინის 11 დიდებული რეგიონი, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არასდროს გსმენიათ“ – ამ სახელწოდებით  სტატიას CNN აქვეყნებს. პოპულარული გამოცემა ღვინის 11 დიდებულ რეგიონს შორის საქართველოსაც ასახელებს და წერს, რომ საქართველო ქვეყანაა და არა ამერიკის შტატი, რომელიც მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელია.

ვრცლად

თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
კვირა, 19 თებერვალი 2017 11:49

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე გზის კმ35-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვრცლად

თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ფოტოხაფანგმა ნიამორები გადაიღო [Photos]
კვირა, 19 თებერვალი 2017 11:44

თუშეთის დაცული ტერიტორიების ჩაღმის უბანზე ფოტოხაფანგმა ნიამორები (Capra aegagrus) გადაიღო. შესაბამის ფოტოებს თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვრცლად

დეკანოზ მამალაძეს ფილტვების ანთება დაუდგინდა - ექიმი
კვირა, 19 თებერვალი 2017 11:10

„დადგინდა ცხელება, ეს არის პნევმონია (ფილტვების ანთება) და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა, რომელშიც ჩართულნი არიან სხვადასხვა განხრის სპეციალისტები“, - ამის შესახებ ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა.

ვრცლად

პროკურატურის განცხადება: ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
კვირა, 19 თებერვალი 2017 11:06

საქართველოს მთავარი პროკურატურა ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 12.12.17
11:00-12:00
Clear skyfrom north-northeast4°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast5°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom south-southwest3°C0.9m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18
20 21 22 23 24 25 26
27 28