23:48:40

ფირნიშები
პარასკევი, 17 თებერვალი 2017
დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ეკლესია და ხელისუფლება - მეუფე პეტრე
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 18:10

ჭყონდიდის მიტროპლიტი, მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი „კაგებეშნიკური“, მზაკვრული და დახვეწილი ინტრიგაა. მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობის შესახებ მეუფე პეტრემ ბრალდებულ სასულიერო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ, ეკლესია და ხელისუფლება, ორივე ერთად ძალიან დიდ სკანდალში გაეხვია.

ვრცლად

FIFA-ს პრეზიდენტი რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ხულიგნურ გართულებებს არ ელის
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 16:08

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს (FIFA) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უარყო ინფორმაცია, თითქოს რუსეთში გაისად გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსალოდნელი იყოს ხულიგნობასთან დაკავშირებული გართულებები. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ზაფხულიდან ზამთარში გადატანის გამო კი FIFA-ს ევროპული კლუბებისთვის კომპენსაციის გადასახდელად დაახლოებით 1 მილიარდი ევროს გამოყოფა მოუწევს.

ვრცლად

ნიკა ბასილაშვილმა ივო კარლოვიჩი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 15:46

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში ტურნირის პირველ ნომრად განთესილი და მსოფლიოში უძლიერესი დარტყმებით ცნობილი ივო კარლოვიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში ავსტრალიელ მეთიუ ებდენს შეხვდება.

ვრცლად

კანონიერი ქურდობის ბრალდებით 61 წლის მამაკაცი დააკავეს [Video]
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 15:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 61 წლის მამაკაცი დააკავა. სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.

ვრცლად

საზოგადოებრივ მაუწყებელზე „რეალური სივრცე“ და „წითელი ზონა“ დაიხურება
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 14:46

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა იმ გადაცემების ჩამონათვალი, რომლებიც სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და შესაბამისად, დაიხურებიან.

ვრცლად

პაკისტანში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 14:44

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ გუშინ სამხრეთ პაკისტანში განხორციელებული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 30 ბავშვია.

ვრცლად

გურჯაანში C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნა
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 14:36

გურჯაანში, C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნა. C ჰეპატიტის ვირუსზე გამოკვლევის ჩატარება მოსახლეობას ფრანგულ-ქართულ ცენტრ „კახეთი-იონში“ ყოველ შაბათს შეუძლია. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში კი პაციენტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით კლინიკაშივე გაივლის მკურნალობას. კახეთი-იონი კახეთში ერთადერთი კლინიკაა, სადაც C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ პროგრამა ამოქმედდა.

ვრცლად

თუშეთში მამაკაცმა, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა თავის მოკვლა სცადა [Video]
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 14:11

თუშეთში, სოფელ ომალოში მცხოვრები გელა სისაური, რომელსაც 12 დღეა მუხლების ღრმა დაჟეჟილობა და ნაფლეთოვანი ჭრილობები აქვს, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თუშეთის ექიმმა ირაკლი ხვედაგურიძემ უთხრა, 66 წლის მამაკაცი სტაციონარში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ვენები გადაიჭრა და თვითმკვლელობა სცადა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 12:39

სურსათის ეროვნული სააგენტომ თბილისში, კრიტიკული შეუსაბამობების გამო 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს, 3 საზოგადოებრივი კვების ობიექტსა და 1 აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევისა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.

ვრცლად

მე-11 საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში რუსმა მღვდელმსახურმა მეტლახი დააგო
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 11:48

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის მე-11 საუკუნის ტაძარში, რუსმა მღვდელმსახურმა ახალი იატაკი დააგო. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რუსმა მღვდელმსახურმა უძველესი ქვები ილორის ტაძრიდან აყარა და საკუთარი სახლის ეზოში ახალ სამლოცველოს აშენებს.

ვრცლად

19 წლის ელენე მაჩაიძემ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრული დაფინანსება მოიპოვა
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 11:43

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, 19 წლის ელენე მაჩაიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) ჩაირიცხა. ელენეს განათლება 60 000 დოლარამდე ჯდება და მთლიან ხარჯს ამერიკული უნივერსიტეტი დაფარავს.

ვრცლად

აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ბუფერული ზონის შექმნაზე მოილაპარაკეს
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 11:35

ეუთოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 20 თებერვლისთვის ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღებას გაიტანენ, რასაც ასევე ითვალისწინებს მინსკის სამშვიდობო შეთანხმება.

ვრცლად

ფსიქიკური ჯამრთელობის სფეროში კვლავ მძიმე ვითარებაა - სახალხო დამცველი
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 11:26

სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების მეთოდოლოგიაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაფინანსების მეთოდოლოგიის შეცვლის შემდეგ, ზოგადი პროფილის საავადმყოფოების მიერ ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაზე უარის თქმის გამო, ორ სტაციონარში პაციენტთა მიმართვიანობა ერთი მესამედით გაიზარდა.

ვრცლად

18 თებერვალს ვაზიანში ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 11:18

18 თებერვალს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით, დაბა ვაზიანის ამბულატორიაში კომპაქტურად ჩასახლებულ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდებათ. პაციენტებს საჭიროებისამებრ უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტებიც. ბენეფიციარებს 15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი მოემსახურება.

ვრცლად

პატრიარქი მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა
პარასკევი, 17 თებერვალი 2017 10:48

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბერლინის საავადმყოფოში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა. ექს-პრეზიდენტი კლინიკაში დედასთან ერთად მივიდა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
04:00-06:00
Fairfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28