23:47:32

ფირნიშები
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017
კახეთიდან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრები აირჩიეს
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 17:45

კახეთიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრი გახდნენ ახმეტიდან შაქრო ტერტერაშვილი, ლაგოდეხიდან გურამ კაკალაშვილი, ყვარლიდან ზვიად დუშმანაშვილი და საგარეჯოდან გარსევან ბუხნიკაშვილი.

ვრცლად

პროკურატურამ დაკავებული დეკანოზი გაუთქმელობის ვალდებულებისგან უნდა გაათავისუფლოს - HRIDC
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 17:35

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRIDC) მიმართავს მთავარ პროკურატურას, დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატი გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულებისაგან გაათავისუფლოს და  მხარეს მისცეს საშუალება, ეფექტურად გამოიყენოს დაცვის მექანიზმი. ცენტრის განცხადებით, პროკურატურამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, თუ რა მიზნით დაეკისრა მხოლოდ ერთ მხარეს ეს ვალდებულება.

ვრცლად

თურქმენეთის პრეზიდენტმა 800-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 17:11

თურქმენეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 828 პატიმარი შეიწყალა. ქვეყნის მედიასაშუალებები პრეზიდენტის ნათქვამს ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, მასობრივი ამნისტია თურქმენეთის ეროვნული დროშის დღესასწაულთანაა დაკავშირებული. მას 19 თებერვალს აღნიშნავენ.

ვრცლად

თელავის მე-4 სკოლის მასწავლებელს მე-7 კლასში გაკვეთილის ჩატარება აეკრძალა
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 16:51

თელავის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მე-7 კლასის მოსწავლე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, აღნიშნულ კლასში გაკვეთილის ჩატარება აეკრძალა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა ეკატერინე გიგიტელაშვილმა განუცხადა, დისიპლინური საბჭოს გადაწყვეტილებით, პედაგოგმა მკაცრი საყვედურიც მიიღო.

ვრცლად

„ოსტატი და მარგარიტას“ მორიგი ეკრანიზაცია რუსულ-ამერიკული კინოპროდუქცია იქნება
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 16:46

რუსმა პროდიუსერმა სვეტლანა მიგუნოვა-დალიმ, რომელმაც „ოსტატი და მარგარიტას“ ეკრანიზაციის უფლებები ჯერ კიდევ ათი წლის წინ შეიძინა, განაცხადა, რომ მიხეილ ბულგაკოვის ფილოსოფიური რომანის კინოადაპტაციაზე ამერიკელ კოლეგა გრეის ლოსთან ერთად იმუშავებს.

ვრცლად

უბედურების აცილებაა დეკანოზის დაკავება, რომელიც მომწამლავი ნივთიერებით ბერლინში მოდის - პრემიერი
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 16:17

„როდესაც სასულიერო პირი, მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით ბერლინში, პატრიარქის მონახულების შემდეგ გააკეთა. მისივე განცხადებით, მთავრობისთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ინსტიტუციის ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.

ვრცლად

უხუცესი ვეტერანი ქსენია ბერულავა 117 წლის გახდა
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 16:05

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია და უფროსის მოადგილე სამსონ ბრეგვაძე მარტვილში მცხოვრებ საქართველოში უხუცეს მარჩენალდაკარგულ ქალბატონს ქსენია ბერულავას ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს. 13 თებერვალს ქსენია ბერულავა 117 წლის გახდა. იუბილარი თავს შეუძლოდ გრძნობდა, სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იუბილარს და ოჯახის წევრებს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ვრცლად

31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 15:43

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. 31 ოქტომბრამდე დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან.

ვრცლად

ავსტრიაში ციგებისგან შექმნილი უგრძესი ჯაჭვი გინესის რეკორდებში მოხვდა [Video - Photos]
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 15:18

ავსტრიაში მდებარე ვილდკოგელ არენა ნოიკირხენის ზამთრის კურორტზე გინესის მსოფლიო რეკორდი დამყარდა - გართობის მოყვარულებმა 508 ციგისგან შექმნილი უგრძესი ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

ვრცლად

სახალხო დამცველი მაღალჩინოსნებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 15:15

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება და მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

ვრცლად

გიორგი ალადაშვილმა რუისპირში ბიოდინამიური მევენახეობა შექმნა [Photos]
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 14:35

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, 34 წლის გიორგი ალადაშვილს ბიოდინამიური მევენახეობა აქვს, სადაც ჰექტარნახევარზე ვენახი აქვს გაშენებული. გიორგის თქმით, მეურნეობა იმით არის გამორჩეული, რომ ვენახს მთვარის კალენდრის მიხედვით, ცხენით და ხელით ამუშავებს. ყურძენს კი ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე, მუხის ქერქის, ტირიფის, ჭინჭრის, სვიტას (ჯორისძუა) ხახვის ფოჩების, შროშანას და შრატის ნადუღით წამლის. მიღებულ მოსავალს კი ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აყენებენ. ფერმერი ვენახთან ახლოს ღვინის მარანს აშენებს.

ვრცლად

ზალიპიე - პოლონური სოფელი, რომლის ქოხებიც ყვავილებითაა მოხატული [Photos]
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 14:19

სამხრეთ პოლონეთში, დომბროვსკის პოვიატში მდებარე პატარა სოფელი სახელად ზალიპიე ყვავილებით მოხატული ქოხებით, ჭებითა და ხიდებით გამოირჩევა. ზალიპიეში საცხოვრებლების ყვავილებით მოხატვის ტრადიცია უბრალო შემთხვევიდან მომდინარეობს.

ვრცლად

უცხო სიცოცხლის საძიებლად NASA იუპიტერის მთვარეზე ზონდს გაგზავნის
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 14:17

აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ამერიკის ეროვნული სამმართველო (NASA) იუპიტერის გარშემო მოძრავ ყინულოვან მთვარე ევროპაზე რობოტს გაუშვებს, რომელიც იუპიტერის თანამგზავრის ყინულოვან ქერქს გაბურღავს და არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებს მოიძიებს.

ვრცლად

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას არ ამზადებდა - პროკურატურა
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 13:59

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალში პატრიარქის მკვლელობის მომზადება არ ფიგურირებს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა.

ვრცლად

დევნილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 13:08

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილ ოჯახებს იპოთეკურ სესხს დაუფარავს. სამინისტროს ინფორმაციით, ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
04:00-06:00
Fairfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28