08:38:24

ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017
სასჯელაღსრულების მინისტრმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 18:06

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა. 

ვრცლად

ღვინოები „კახური მცვივანი“ და „ახმეტის წითელი“ საუკეთესოდ აღიარეს
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 17:56

ღვინის ეროვნულ სააგენტოში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული და გაშენებული ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები შეაფასეს. ღვინოები „კახური მცვივანი“ და „ახმეტის წითელი“ საუკეთესოდ აღიარეს.

ვრცლად

თბილისში გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 17:47

თბილისში, ვაზისუბნის მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 32 წლის თელაველი სტომატოლოგი ვალერი ბობოხიძე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ვრცლად

„მე მიყვარს სიდედრი“ – წნორელი ერეკლე გელაშვილის სარეკლამო ბიზნესი [Photos]
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 17:42

ერეკლე გელაშვილის სარეკლამო სტუდია წნორში მდებარეობს. ერეკლე მომხმარებლისთვის საჭირო ფოტოებსა და წარწერებს ძირითადათ საათებზე, ჭიქებსა და მაისურებზე ბეჭდავს.  მისი თქმით, ბიზნესი მოთხოვნადი სხვადასხვა ნივთებზე დაბეჭდილი ფრაზით - „მე მიყვარს სიდედრი“ და სიდედრის ფოტოების ბეჭვდით გახდა.

ვრცლად

თელავის მე-4 სკოლის მასწავლებელს მოსწავლეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 17:38

თელავის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელს მე-7 კლასის მოსწავლე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მოსწავლის მშობლის თქმით, მასწავლებელი გოგონას თანაკლასელებს ეუბნება, რომ „მისი ბებია ბაზარში ჩუსტებს ყიდის და მასთან არ იმეგობრონ“, რის გამოც 12 წლის გოგონა გაკვეთილებს აღარ ესწრება.

ვრცლად

სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ეუთოს სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 17:36

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეთერ ფანგანმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია: პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონიდან“ 2017 წლის 1-3 თებერვალს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა.

ვრცლად

პაკისტანში მომხდარ ორ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 17:17

სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე მოჰამანდის რაიონში, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება მოაწყო. ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანშივე მდებარე ქალაქ პეშავარში კი ორი ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოს მახლობლად ბომბის აფეთქების შედეგად.

ვრცლად

100 გრამზე ნაკლები ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარებისათვის შეძენა-შენახვა პატიმრობით აღარ დაისჯება
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 17:06

2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში მითითებული მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

ვრცლად

თუშეთში დამზადებული 1,5 ტონა გუდის ყველი ექსპორტზე აშშ-ში გავიდა
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 16:53

თუშეთში, გომეწრის ხეობაში, ალაზნისთავში წარმოებული თუშური გუდის ყველი ექსპორტზე აშშ-ში გავიდა. „მთის ამბების“ ინფორმაციით, ყველს ტრადიციული თუშური მეთოდით კოოპერატივი „ალაზნისთავი“ აწარმოებს, რომელიც ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ვრცლად

23 წლის სტუდენტი, რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ ასზე მეტი მებრძოლი მოკლა [Photos]
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 16:19

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 1 მილიარდი აშშ დოლარის ჯილდოა დაწესებული 23 წლის სტუდენტის, სახელად იოანა ფალანის მოკვლაზე, რომელიც ქურთულ ელიტურ შენაერთ „პეშმერგას“ რიგებში იბრძვის სირიასა და ერაყში და „ისლამური სახელმწიფოს“ ასზე მეტი მეომარი ჰყავს მოკლული.

ვრცლად

იანვარში საქართველოში 83 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილები შემოვიდა
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 15:06

2017 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 226.7 მლნ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის განცხადებით, ეს მაჩვენებელი 26.1 %-ით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვრცლად

რას მიირთმევს ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოთეატრებში - Bright Side [Photos]
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 15:01

ყველამ ვიცით, რომ ბატი-ბუტი კინოთეატრებში ფილმის ნახვის განუყოფელი ატრიბუტია, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პოპკორნისგან სრულიად განსხვავებულ სასუსნავებსაც მიირთმევენ, რომელთა სიას პოპულარული შემეცნებითი პორტალი Bright Side აქვეყნებს.

ვრცლად

საქართველოს ბანკმა 10 დაცული ტერიტორიის მხადაჭერისთვის 100 000 დოლარი გამოყო
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 14:41

საქართველოს ბანკმა კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, ფონდის „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით, დაცული ტერიტორიების მხარადაჭერისთვის 100 000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს.

ვრცლად

ქართველმა მოკრივეებმა უნგრეთში სამი მედალი მოიპოვეს
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 14:05

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში კრივში დასრულებულ A კლასის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედლის მოპოვება შეძლო.

ვრცლად

„ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისს შეასრულებს
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 14:00

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან განხორციელდება, ბილეთის ფასი კი 106 ლარიდან დაიწყება.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
16:00-19:00
Rainfrom east14°C2.0m/s
1.8mm
19:00-01:00
Rain showersNNW9°C3.6m/s
1.7mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28