07:24:41

ფირნიშები
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017
რაულ თუთარაული კუდოს მსოფლიო თასის მფლობელი გახდა [Photos]
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 18:01

12 თებერვალს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მიმდინარე კუდოს II მსოფლიო თასზე ქართველმა მებრძოლმა რაულ თუთარაულმა ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კუდოს ფედერაცია ტურნირზე სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ორმა საპრიზო ადგილი დაიკავა.

ვრცლად

პრემიერი - ჩვენ ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 17:55

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა“,- ასე გამოეხმაურა პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას.

ვრცლად

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დაცვის წევრების გარდა პატრიარქს ღმერთი იცავს - არჩილ თალაკვაძე
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 17:41

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების და პატრიარქისთვის დაცვის გაძლიერების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ილია მეორეს სახელმწიფოს გარდა, იცავს ღმერთი. 

ვრცლად

14 თებერვალს თელავისა და მიმდებარე სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 17:29

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით 14 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების და ქალაქ თელავის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ვრცლად

ველური სამყაროს კვირის საუკეთესო ფოტოები - The Guardian [Photos]
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 17:14

გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.

ვრცლად

2016 წლის გრემის დაჯილდოება პოპ-მუსიკოს ადელის ტრიუმფით დასრულდა [Videos]
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 17:07

12 თებერვალს ლოს ანჯელესში მდებარე „სტეიპლს ცენტრმა“ უპრესტიჟულეს მუსიკალურ დაჯილდოების, გრემის რიგით 59-ე ცერემონიალს უმასპინძლა, სადაც ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა ყველაზე მეტი, ხუთი ჯილდოს მოპოვება შეძლო.

ვრცლად

ცნობილია „ბრიტანული ოსკარის“ გამარჯვებულთა ვინაობა [Photos]
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 16:35

ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის (BAFTA) რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად ლონდონში, როალ ალბერტ ჰოლში გაიმართა და 2016 წლის გახმაურებული მიუზიკლის „ლა ლა ლენდის“ ტრიუმფით დასრულდა - დამიენ შაზელის ფილმმა ყველაზე მეტი, 5 ჯილდოს, მათ შორის საუკეთესო ფილმის წოდების მოპოვება შეძლო.

ვრცლად

ლონდონის სამეფო აკადემიაში რუსეთის რევოლუციური ხელოვნების ნიმუშები გამოიფინა [Photos]
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 16:33

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის სამეფო აკადემიაში რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდგომი პერიოდის ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა რევოლუციის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ნაწილია.

ვრცლად

შვედეთის ფემინისტური მთავრობის წევრები ირანის პრეზიდენტს თავსაბურავებით შეხვდნენ [Photos]
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 16:26

შვედეთის მთავრობამ, რომელიც თავს პირველ ფემინისტურ მთავრობას უწოდებს, დიდი კრიტიკა დაიმსახურა ირანში ვიზიტის გამო, სადაც პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან შეხვედრის დროს ქალ მინისტრებს თავსაბურავები ეფარათ. არასამთავრობო, უფლებადამცველი ორგანიზაცია UN Watch-ის განცხადებით, შვედეთის მთავრობის ლიდერებმა ირანელი ქალების უფლებებს უღალატეს და დაიცვეს კანონი, რომელითაც ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა.

ვრცლად

თურქმენეთის პრეზიდენტმა არჩევნებში ხმათა 98% მიიღო და მესამე ვადით იქნა არჩეული
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 15:41

თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა თითქმის 98%-მა დაუჭირა მხარი და მესამე ვადით იქნა არჩეული.

ვრცლად

პროკურატურას გიორგი სიბაშვილის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 15:13

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის სარჩელი და მთავარ პროკურატურას, მისი უკანონოდ პასუხისგებაში მიცემისა და დევნის გამო, მატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ასევე, სასამართლომ ნაწილობრივ დაკმაყოფილა სიბაშვილის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც. 

ვრცლად

მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურა
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 14:11

პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა მამალაძის ბარგის ჩხრეკისას შხამიანი ნივთიერება - ნატრიუმის ციანიდი, ბინის ჩხრეკისას კი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

ვრცლად

ქართველი დიზაინერის სამკაულები ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოიფინა [Photos]
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 14:04

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ტექსტილის დიზაინერის სოფო ბარნოვის ნამუშევრები ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოიფინა. დიზაინერმა ტექსტილი და მინანქრის სამკაულები წარადგინა.

ვრცლად

Netflix-მა ნანა ექვთიმიშვილის ახალი ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლებები იყიდა
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 13:37

პოპულარულმა ამერიკულმა კომპანიამ Netflix ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ დისტრიბუციის უფლება შეიძინა. ქართული სოციალური დრამის პრემიერა იანვარში სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, სადაც უცხოურმა პრესამ ის წლის ერთ-ერთ საუკეთესო კინოსურათად შეაფასა.

ვრცლად

ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის „დინამო“ დატოვა
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 13:35

თბილისის „დინამოს“ უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ 12 თებერვალს ღამით, ოჯახური პირობების გამო, თურქეთში შეკრებაზე მყოფი გუნდი დატოვა და სამშობლოში გაფრინდა. როგორც ცნობილია, უკრაინელი სპეციალისტი „დინამოში“ მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 29.06.17
11:00-12:00
Light rain showersfrom east-northeast25°C1.0m/s
0.2mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast26°C1.9m/s
1.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW24°C2.2m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-northeast25°C1.5m/s
1.1mm
შაბათი 01.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast27°C0.3m/s
0mm
კვირა 02.07.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28