23:24:25

ფირნიშები
პარასკევი, 10 თებერვალი 2017
მოქალაქეებს ელექტროაპარატით მოპოვებული 43 კილო თევზი ჩამოართვეს [Photos]
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 18:06

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეები მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზაობდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ 43 კილო ხრამულის სახეობის თევზი.

ვრცლად

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 29 მარტს ამოქმედდება
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 17:47

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 29 მარტს ამოქმედდება, ამის შესახებ, „რადიო თავისუფლების“ კორესპოდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერის“ საკუთარ ანგარიშზე წერს. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და შეჩერების მექანიზმს 22 თებერვალს დამტკიცებენ.

ვრცლად

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6223 ლარი გახდა
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 17:41

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6454 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0231 ლარი შეადგინა.

ვრცლად

თელავში ავტოსახელოსნოში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა [Photos]
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 17:35

თელავის შესასვლელში მდებარე ერთ-ერთ ავტოშემკეთებელ სახელოსნოში ავტომანქანა დაიწვა. სახელოსნოს ბოქსში მდგარ „ტოიოტას“ მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როცა სახელოსნო დაკეტილი იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვრცლად

დიეგო მარადონა FIFA-ში იმუშავებს
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 17:19

ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა დიეგო მარადონა ამიერიდან FIFA-ში იმუშავებს. მარადონა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ამ ორგანიზაციის ელჩის ფუნქცია იტვირთა. როგორც თავად მარადონა ამბობს, იგი ბედნიერია FIFA-ს სიწმინდესა და გამჭირვალობაზე ზრუნვით.

ვრცლად

ახალ ზელანდიაში ზღვამ 400-ზე მეტი ვეშაპი გამორიყა [Photos]
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 16:52

ახალ ზელანდიაში ზღვამ 400-ზე მეტი ვეშაპი სანაპიროზე გამორიყა. მოხალისეებმა და მაშველებმა მათი ნაწილის წყალში დაბრუნება შეძლეს. დაახლოებით 250 ვეშაპი კი მანამდე მოკვდა, სანამ მათ დახმარებას შეძლებდნენ.

ვრცლად

სასამართლომ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 16:08

სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ განკარგულების ამოქმედებაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შესვლა დროებით ეკრძალებათ ლტოლვილებსა და შვიდი ისლამური ქვეყნის მოქალაქეებს. სასამართლოს სამკაციანმა პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი პირველადი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება.

ვრცლად

რუსეთი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 15:48

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გორის რაიონში, სოფელ კირბალის განაპირას დაკავებული სამი პირი გაათავისუფლეს და ქართველ სამართალდამცველებს გადმოსცეს.

ვრცლად

სოფელ კუჭატანში 26 წლის გოგა ზარდიაშვილი ბებიასთან ერთად უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს [Photos]
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 15:39

ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში 26 წლის გოგა ზარდიაშვილი ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფ ბებიას მარტო უვლის. 77 წლის ელენე ბეგლარაშვილი, წლების წინ შვილებმა სახლიდან გამოაგდეს და ქუჩაში დატოვეს. გოგა ერთადერთი შვილიშვილია, რომელმაც მოხუცი არ მიატოვა და მას შემდეგ მიწურში ცხოვრობენ. ოჯახს ორი თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს და მათი ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ 180-ლარიანი პენსიაა.

ვრცლად

საქართველოში დამზადებული უნაკერო მილები ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება [Photos]
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 15:00

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, ევროკავშირის ბაზარზე უნაკერო მილები საკუთარი ბრენდით გაიტანა.

ვრცლად

ბენ სტილერმა იორდანიაში სირიელი ლტოლვილები მოინახულა [Photos]
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 14:40

ამერიკელმა კომიკოსმა მსახიობმა ბენ სტილერმა იორდანიაში მდებარე სირიელი დევნილების ბანაკები მოინახულა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მისიით იმყოფებოდა, მსოფლიო ლიდერებს იორდანიისა და იმ ქვეყნების თანადგომისკენ მოუწოდა, რომლებიც ლტოლვილებს იფარებენ.

ვრცლად

რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 13:31

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება:

ვრცლად

მარტყოფთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა [Video]
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 12:46

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარტყოფის გადასახვევთან. თვითმხილველების ცნობით, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი მოცურდა და საპირისპირო მოძრავ „მერსედესს“ დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.

ვრცლად

დონალდ ტრამპმა ჯონ მაკკეინის კრიტიკას დაცინვით უპასუხა
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 12:40

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ სენატორ ჯონ მაკკეინის მიმართ მწვავე დამცინავი განცხადება გააკეთა, რადგან მაკკეინმა ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა და მცირე ხნის წინ იემენში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას წარუმატებელი უწოდა.

ვრცლად

24 წლის გიორგი მეგრელი Google-ში დასაქმდა
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 12:03

კომპანია Google-ში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემაა, 24 წლის გიორგი მეგრელმა დაიწყო მუშაობა. გიორგიმ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი გასულ წელს დაამთავრა. Google-ის რეკრუტერთან რვა 45 წუთიანი გასაუბრების, ტექნიკური კითხვებისა და პროგრამული კოდების წერის შემდეგ კი google-ს ლონდონის ოფისში დასაქმდა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 18.08.17
04:00-06:00
RainNNW16°C2.8m/s
0.7mm
06:00-12:00
Partly cloudy16°C2.6m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east25°C1.9m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom north-northeast25°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28