23:22:41

ფირნიშები
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017
ილია მეორეს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდება
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 17:50

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში რჩება. პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორეს მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მიმდინარეობს მისი ოპერაციისთვის მომზადება. მას ნაღველ-კენჭოვანი დაავადებას გამო, 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდება.

ვრცლად

კერძო დაზღვევის მფლობელები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 17:32

მთავრობის სხდომაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო და კერძო პაკეტების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, თქმით, ბაზები განახლდება და ყველა მოქალაქეს დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა.

ვრცლად

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის კვირაში 500 000 დოლარი იხარჯება
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 16:58

ყატარში ყოველკვირეულად 500 ათასი ამერიკული დოლარი იხარჯება ფეხბურთში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. ამის შესახებ ყატარის ფინანსთა მინისტრმა ალი შარიფ ალ-ემადიმ განაცხადა.

ვრცლად

საგარეჯოში აგრარული ბაზარი შენდება [Photos]
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 16:39

ქალაქ საგარეჯოში, თამარ მეფის ქუჩაზე აგრარული ბაზრის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენობაში თანამედროვე სავაჭრო დახლები მოეწყობა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 196 000 ლარი არის გამოყოფილი.

ვრცლად

Aerosmith-ის გიტარისტი საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 16:15

ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფ Aerosmith-ის გიტარისტი ჯო პერი საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სპეციალური მიმართვა „ფეისბუქში“ Black Sea Arena-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ვრცლად

მეფუტკრეობის კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 16:08

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კოოპერატივებს სკების, თაფლის საწურისა და თაფლის შესანახი ავზების გარდა გადაეცემა ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.

ვრცლად

შეღავათიანი აგროკრედიტი მხოლოდ ლარში გაიცემა
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 15:44

შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

ვრცლად

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 15:05

2016 სასწავლო წელს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი 200-მდე სტუდენტს შეუჩერდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა განუცხადა, სტუდენტებს სტატუსის აღდგენა 5 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ვრცლად

საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლას სთავაზობენ
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 15:03

საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი სვენტიცკიმ აბიტურიენტებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების პირობები გააცნო. სვენტიცკის განცხადებით, აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ ნებისმიერი უნივერსიტეტი რუსეთის 500 უმაღლესი სასწავლებლიდან და მოიპოვონ დაფინანსება. მისივე თქმით, წელს საქართველოდან აბიტურიენტებისთვის 120 ადგილია გამოყოფილი.

ვრცლად

გაუგებარია რატომ არის საჭირო გადაცემების 11 თვით გაჩერება - სახალხო დამცველი
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 14:59

საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც მაუწყებელში გადაცემები 11 თვით გაჩერდება. უჩა ნანუაშვილის თქმით, ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს და კანონი მაუწყებელს ავალდებულებს მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე.

ვრცლად

„ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებული კონსულტანტები მძიმე შრომით პირობებზე საუბრობენ [Video]
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 14:56

სოციალურ ქსელში გავრცელდა „ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებულთა ვიდეომიმართვა, სადაც ისინი არასათანადო სამუშაო პირობებზე და მათი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.

ვრცლად

ენისლელი ქეთევან ნაცვლიშვილის ვარდების ბიზნესი [Photos]
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 14:08

ქეთევან ნაცვლიშვილს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში ვარდების პლანტაცია და სამი სათბური აქვს, სადაც 5 ათასზე მეტი ძირი სხვადასხვა ფერის ვარდები მოყავს. 57 წლის მებაღემ თელავში საკუთარი ყვავილების მაღაზია გახსნა, სადაც ვარდებთან ერთად სხვადასხვა ყვავილებს ყიდის.

ვრცლად

უკრაინაში სეპარატისტების ლიდერი მეტსახელად „გივი“ მოკლეს
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 12:31

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ლიდერი მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად „გივი“ მოკლეს. რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ცნობით, ის 8 თებერვლის დილას დონეცკში, მის კაბინეტში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ვრცლად

გამოცხადდა კონკურსი „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში 2017-2018“
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 12:17

„სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ მიზნად ისახავს 50 ქართველი სტუდენტის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ვრცლად

პატიმრების მასობრივად ჩამოხრჩობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს სირია სრულ სიცრუეს უწოდებს
ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2017 11:26

ოფიციალური დამასკო სრულ სიცრუედ მიიჩნევს ანგარიშს, რომლის თანახმადაც, სირიის მთავრობამ ოთხი წლის განმავლობაში სამხედრო საპატიმროში 13 ათასამდე ადამიანი ჩამოახრჩო. სირიის იუსტიციის სამინისტრო 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ შეცდომაში შემყვანმა და პროვოკაციულმა მედიასაშუალებებმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშანალის“ ანგარიში გაავრცელეს, რათა მსოფლიო ასპარეზზე სირიის მთავრობის რეპუტაცია შელახონ.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 18.08.17
03:00-06:00
RainNNW17°C3.0m/s
1.6mm
06:00-12:00
Partly cloudy16°C2.6m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east25°C1.9m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom north-northeast25°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28