08:33:45

სამშაბათი, 07 თებერვალი 2017
თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 17:42

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ბრალდებით ირაკლი კერესელიძე დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

ვრცლად

აბორტის აკრძალვის მოთხოვნით საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 17:16

მოქალაქე გიორგი ლაბაძემ პარლამენტში დაარეგისტრირა საკანონმდებლო წინადადება, რომლიც აბორტის აკრძალვას ეხება. მოქმედი კანონით, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლოვობა არ აღემატება 12 კვირას. წინადადების ავტორი კი, ამ პერიოდის დასაშვებობის სტადიის გაუქმებას ითხოვს.

ვრცლად

თანამედროვე ირანის ქუჩის მოდა - The Tehran Times [Photos]
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 17:00

1-ელ თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰიჯაბის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, რომელიც 2013 წლიდან აღინიშნება. ირანი ისლამურ ქვეყნებს შორის ჰიჯაბისა და ბურკის ტარების განსაკუთრებულად მკაცრი კანონებით გამოირჩევა და ამ მხრივ ქვეყანა სტერეოტიპითაა ცნობილი, თუმცა თანამედროვე ირანში ქალთა სამოსს განსხვავებული კულტურაც აქვს. გთავაზობთ ირანის ქუჩებში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც ბლოგზე The Tehran Times გამოქვეყნდა.

ვრცლად

დევიდ ბექჰემმა ჰაკერებს შანტაჟისას მილიონის ევროს გადახდაზე უარი უთხრა
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 16:56

ახლო წარსულში ფეხბურთის ცნობილ ვარსკვლავს, ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტან დევიდ ბექჰემს ჰაკერები პირადი ელექტრონული წერილების გამოქვეყნებით დაემუქრნენ, თუმცა სპორტსმენმა შანტაჟიორებს მილიონამდე ევროს გადახდაზე უარი განუცხადა.

ვრცლად

განათლების სამინისტრო ფიზკულტურის მასწავლებლებს გადაამზადებს
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 15:52

ერთ თვეში, განათლების სამინისტრო ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებას დაიწყებს.განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პროცესში ოთხი სპორტული ფედერაცია - ფეხბურთის, ფრენბურთის, ხელბურთისა და რაგბის ფედერაციები ჩაერთვება.

ვრცლად

პედოფილიისთვის საქართველოში 2016 წელს 221 ადამიანი დაისაჯა
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 15:29

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2015 წელთან შედარებით, 42-დან 171-მდე გაიზარდა სისხლის სამართლის კოდექსის 111 -140 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრთან სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას.

ვრცლად

ავსტრალიელი მორაგბე პოლიციელზე თავდასხმის გამო დააპატიმრეს
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 15:06

ავსტრალიის ნაკრების მორაგბე სკოტ ჰიგინბოთამი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას დააკავეს.

ვრცლად

კოსოვოელი ეთნიკური სერბები ქალაქ მიტროვიცას გამყოფი კედლის დანგრევაზე დათანხმდნენ
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 15:03

კოსოვოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა ქალაქ მიტროვიცას გამყოფი კედელი ბულდოზერით დაანგრიეს. მანამდე ისინი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით კოსოვოს მთავრობას შეუთანხმდნენ, რომ დაანგრევდნენ კედელს, რომელიც ბოლო პერიოდში კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობას ზრდიდა.

ვრცლად

მცხეთაში მიწების გასხვისებასა და მშენებლობებზე მორატორიუმის გაგრძელების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 15:00

მცხეთაში ადგილობრივებმა მიწების გასხვისებასა და მშენებლობებზე მორატორიუმის გაგრძელება გააპროტესტეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ვერ სარგებლობენ საკუთარი მიწის ნაკვეთებით. აქციაზეა მცხეთის მერიც მივიდა. ავთანდილ ნემსაძის განცხადებით, მორატორიუმის გაგრძელება იმიტომ გახდა საჭირო, რომ არ არსებობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის განაშენიანების რეგულაციებს აწესებს.

ვრცლად

პრეზიდენტი ცხინვალში ე.წ. პლებისციტისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 14:37

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცხინვალში 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. პლებისციტსა და საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებით, პლებისციტი და არჩევნები ვერ ჩტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საიდანაც მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა გამოდევნილია.

ვრცლად

თუშმა გოგი ელანიძემ ქვემო ალვანში შვეიცარიული თხის ჯიშსაშენი მოაწყო [Photos]
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 14:09

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში გოგი ელანიძეს 46 სული შვეიცარული ზაანურის ჯიშის თხა ჰყავს. თხები ფერმერმა ავსტრიიდან ჩამოიყვანა. გოგი ელანიძე ზაანურის ჯიშის თხებს ადგილობრივ ჯიშებთან აჯვარებს. თხის რძეს კი თელავის რაიონის სოფელ შალაურში მცხოვრებ ლევან ცაგურიას აბარებს, რომელიც თხის ყველს ფრანგული ტექნოლოგიით აწარმოებს.

ვრცლად

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა [Video]
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 13:52

გარემოს დაცვის სამინისტრომ ფშავში შვლის მოკვლაში მხილებული ბრაკონიერის, 32 წლის ალექსანდრე ოგანოვის  ვიდეოჩვენება გაავრცელა. ბრაკონიერი ამბობს, რომ ტყეში ყოფნისას ხმა გაიგო, მგელი ეგონა, ესროლა და შველი აღმოჩნდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერი იმ დროს დააკავეს, როცა დანაწევრებული შველი გადაჰქონდა.

ვრცლად

ისრაელის პრემიერი ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ ერთობლივ რეაქციას საჭიროდ მიიჩნევს
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 13:17

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სურს ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად მოამზადოს საპასუხო ზომა ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ.

ვრცლად

ქართული ქვევრის ღვინოები საფრანგეთში წარადგინეს
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 12:48

ქვევრის ღვინო წარდგენილი იყო ტულუზაში და ლიონში გამართულ სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე, ხოლო ანჟესა (Les Penitentes) და სომურში (La Dive Bouteille) - ტრადიციულ გამოფენებზე. ფრანგ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ექვსი ქართული ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „ნიკოლაძეების მარანი“, „ანთაძის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“, „ოქრო ღვინო“, „იაგოს ღვინო“ და „კორტავების მარანი“.

ვრცლად

რამდენი ევროპელი ჩაებმება ომში სამშობლოს დასაცავად - Brilliant Maps
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 12:35

პოპულარულმა ვებპორტალმა Brilliant Maps ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამოკითხვა ჩაატარა. შეკითხვაზე - იბრძოლებთ თუ არა სამშობლოს დასაცავად თუკი ომი დაიწყება? სხვადასხვა ქვეყნებში ომში ჩასაბმელად მოსახლეობის განსხვავებული პროცენტული მაჩვენებელია მზად.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
16:00-19:00
Rainfrom east14°C2.0m/s
1.8mm
19:00-01:00
Rain showersNNW9°C3.6m/s
1.7mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28