07:23:57

ფირნიშები
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017
7-10 თებერვალს სიღნაღის, საგარეჯოსა და გურჯაანის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 18:13

ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში სიღნაღის, საგარეჯოსა და გურჯაანის მცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური და გადაბელვითი სამუშაოებია.

ვრცლად

ველური სამყაროს კვირის საუკეთესო ფოტოები - The Guardian [Photos]
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 17:49

გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.

ვრცლად

პუტინის მკვლელად მოხსენიების გამო კრემლი Fox News-ისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 17:46

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბოდიშს მოითხოვს ამერიკულ ტელეარხ Fox News-ისგან, რომლის წამყვანმა ბილ ო’რაილიმ დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს ვლადიმირ პუტინი „მკვლელად“ მოიხსენია.

ვრცლად

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის - მაღლაფერიძის გეგმა მაუწყებლობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 17:28

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ და სამეურვეო საბჭოსა და დაინტერესებულ საზოგადოებას განსახილველად შესთავაზა გეგმა, რომლის ერთ–ერთი პუნქტი გულისხმობს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო გადაცემისა.

ვრცლად

7-8 თებერვალს სიღნაღისა და საგარეჯოს სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 17:20

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 7 თებერვალს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სიღნაღის რაიონის სოფლების: ტიბაანისა და ჯუგაანის მცხოვრებლებს.

ვრცლად

საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე 2263 შველი ბინადრობს
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 17:03

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შვლების რაოდენობამ იმატა. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების „აი, ფაქტის“ ინფორმაციით, 2016 წელს ჩატარებული აღრიცხვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2 263 ბინადრობს.

ვრცლად

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 16:47

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამკურნალოდ კვლავ გერმანიაში რჩება. ვიდეოში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზეა განთავსებული, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

ვრცლად

სოფელ ვაჩნაძიანში გვიანდელი შუა საუკუნეების ნასახლარი აღმოჩინეს
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 16:31

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, ამავე სოფლის მაცხოვრებელმა ზურაბ გრძელიშვილმა ნასახლარს მიწის დამუშავების დროს მიაკვლია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, არქიტექტურული ფრაგმენტები გვიანდელ შუა საუკუნეების პერიოდს ეკუთვნის.

ვრცლად

უკრაინის ქალაქ ავდეევკასთან შეტაკებები შემცირებულია
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 16:02

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ავდეევკასთან უკანასკნელ დღეებში მიმდინარე შეტაკებების ინტენსივობა შემცირდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს, რა დროსაც ტრამპი უკრაინელ კოლეგას კონფლიქტის განმუხტვაში მუშაობას დაპირდა.

ვრცლად

გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 15:22

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის მრჩევლად დაინიშნა. ცაგარეიშვილის თქმით, შეთავაზება აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით პირადად მინისტრისგან მიიღო.

ვრცლად

80 წლის ნუნუ ბერაიას ნაჭრის თოჯინების შესაძენად აუქციონი მიმდინარეობს [Photos]
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 15:13

თელავი მცხოვრები 80 წლის ნუნუ ბერაიას მიერ გაკეთებული ნაჭრის თოჯინების შესაძენად აუქციონი მიმდინარეობს. ყველა თოჯინის საწყისი ფასია 10 ლარია. თოჯინის მფლობელი გახდება ის, ვისაც აუქციონის დასრულებისას მითითებული ექნება ყველაზე მაღალი შეთავაზება ანუ ბიდი.

ვრცლად

საზოგადოებრივ მაუწყებელზე შესაძლოა 102 გადაცემა გაჩერდეს
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 14:49

საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2018 წლამდე შესაძლოა, 102 გადაცემა გაჩერდეს. ტელეკომპანიის დირექტორის თქმით, გადაცემების შესაძლო შეჩერება ეხება პირველ, მეორე სატელევიზიო არხებს და ასევე რადიოსაც. ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, გამოთავისუფლებული თანხა ტელევიზიის ტექნიკურ თუ ფინანსურ განვითარებას უნდა მოხმარდეს.

ვრცლად

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 14:35

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

შირაქში მგლებმა 150 ცხვარი დაგლიჯეს
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 14:30

დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ველზე მგლის ხროვამ ბექა გონაშვილის კუთვნილი 150 სული ცხვარი დაგლიჯა. როგორც ფერმერმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მტაცებლები ცხვრის ფარას თავს თითქმის ყოველდღიურად ესხმიან.

ვრცლად

ახაშნელმა 27 წლის ერეკლე ხაზიურმა ამერიკაში ღვინის კლუბი გახსნა
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 13:36

27 წლის ერეკლე ხაზიური ამერიკაში ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ღვინის მომზადების პოპულარიზაციას ახდენს. მან ცოტა ხნის წინ, ქალაქ ბრუკლინში ღვინის კლუბი გახსნა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერეკლე ხაზიურის მამამ უთხრა, „ისტ-ვილიჯ ვაინერ კლაბის“ წევრები ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით ჭაჭაზე ადუღებენ. ღვინის დასაყენებლად კი კალიფორნიულ კაბერნეს, ტემპრალინოს, მუსკატის და სხვა ჯიშის ყურძენს იყენებენ.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 29.06.17
11:00-12:00
Light rain showersfrom east-northeast25°C1.0m/s
0.2mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast26°C1.9m/s
1.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW24°C2.2m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-northeast25°C1.5m/s
1.1mm
შაბათი 01.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast27°C0.3m/s
0mm
კვირა 02.07.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28