08:14:14

ფირნიშები
შაბათი, 04 თებერვალი 2017
კახეთში სოფლის განვითარების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება
შაბათი, 04 თებერვალი 2017 17:46

სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების მიზნით, ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი (LAG) საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან 31 მატრის ჩათვლით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

ვრცლად

შაჰინის სკოლა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით დაიხურა - ელგუჯა დავითაძე
შაბათი, 04 თებერვალი 2017 17:10

ბათუმში არსებული შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე აცხადებს, რომ სკოლისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვა სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ერთად თურქეთის მოქალაქეების სკოლაში სწავლის საკითხი დარეგულირებული იყო, რის გამოც, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ვრცლად

ბორჯომ-ხარაგაულის პარკში შველი დაჭრეს
შაბათი, 04 თებერვალი 2017 16:29

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაკრძალში, ჩითახევის ტერიტორიაზე დაჭრილი შველი იპოვეს. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შველი ფეხის არეში, სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ დაჭრა და მიიმალა.

ვრცლად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
შაბათი, 04 თებერვალი 2017 15:41

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც თეირანმა რამდენიმე დღის წინ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქცირებულების სიას 13 პირი და 12 ორგანიზაცია დაამატა.

ვრცლად

ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა
შაბათი, 04 თებერვალი 2017 15:20

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. განათლების ხარიხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გეგმური მონიტორინგის შედეგად სკოლას ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით სერიოზული დარღვევები აღმოაჩნდა.

ვრცლად

პროკურატურა - რუსთაველზე მომხდარი ავარიისთვის ბრალდებულს ნარკოტიკების მოხმარება დაუდგინდა
შაბათი, 04 თებერვალი 2017 14:46

პროკურატურამ 24 იანვარს რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ხაზგასმულია, რომ ბრალდებულის ნარკოტიკული შემოწმების შედეგად „ტეტრაჰიდროკანაბინოლის” (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ვრცლად

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ვიზალიბერალიზაციის საკითხი სამხრეთ ოსეთში გააკრიტიკეს
შაბათი, 04 თებერვალი 2017 13:19

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომლის ადრესატიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობაა, „პროპაგანდისტული ეშმაკობა“ უწოდა.

ვრცლად

რუსთავში თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორი გაიხსნა
შაბათი, 04 თებერვალი 2017 13:14

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული იზოლატორი სრულად შეესაბამება თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებს. მისი რეკონტრუქციისას გათვალისწინებული იქნა ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტები და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

ვრცლად

აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის ესკალაციის ფონზე დამკვირვებლები გაფრთხილებით გამოდიან
შაბათი, 04 თებერვალი 2017 12:23

უკრაინაში მყოფი საერთაშორისო დამკვირვებლები ზავის დარღვევის შემთხვევების დაუჯერებლად მაღალ რიცხვზე საუბრობენ მას შემდეგ, რაც შეტაკებები ხელისუფლების ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ორივე მხარისგან განახლდა.

ვრცლად

„მაკულიტერატურის“ აქცია თელავში 4-5 თებერვალს გაიმართება
შაბათი, 04 თებერვალი 2017 12:05

4-5 თებერვალს, თელავში, ერეკლე II-ის ქუჩაზე (თეატრის მიმდებარედ), „მაკულიტერატურის“ აქცია გაიმართება. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები ჩააბაროს. მაკულატურა წიგნზე გაიცვლება.

ვრცლად

საპატრიარქო - ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი
შაბათი, 04 თებერვალი 2017 11:52

მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის დაფასება და აღიარება, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული გამოცდაც.

ვრცლად

თოვლისა და ლიპყინულის გამო საუღელტეხილო მონაკვეთებზე სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
შაბათი, 04 თებერვალი 2017 11:43

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია, თოვლისა და ლიპყინულის გამო კი რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:

ვრცლად

რუსეთის მიმართ სანქციებს არ გააუქმებენ, სანამ ის ყირიმს არ დააბრუნებს - აშშ-ის ელჩი გაეროში
შაბათი, 04 თებერვალი 2017 11:37

გაეროში აშშ-ის ახალმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში და განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ გაუქმდება იქამდე, სანამ კრემლი უკრაინას არ დაუბრუნებს ყირიმის ნახევარკუნძულს.

ვრცლად

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტრო სოციალურ კამპანიას იწყებს
შაბათი, 04 თებერვალი 2017 11:35

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იწყებს სოციალურ კამპანიას − „იმოქმედე“. კამპანიის მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება და ძალადობის შემთხვევებზე სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28