23:23:54

ფირნიშები
პარასკევი, 03 თებერვალი 2017
პოლიტპატიმარ ნიკოლოზ კვეზერელს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 17:52

მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, პოლიტპატიმარ ნიკოლოზ კვეზერელს და კიდევ ორ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული, დაახლოებით 800 000 ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ.

ვრცლად

ოთხი მაშველი მარიხუანას მოწევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 17:26

ბათუმში, წყალზე მომუშავე სამაშველო სამსახურის ოთხი თანამშრომელი მარიხიუანას მოწევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. იოსებ ძინძიბაძე, ნური ბარამიძე, ირაკლი ბერიძე, რომან ასანიძე აცხადებენ, რომ 25 დეკემბერს, თანამშრომლის ქორწილში იახტის მფლობელმა ედიშერ დევაძემ მათ მარიხუანა მოტყუებით მოაწევინა.

ვრცლად

პარიზში ჯარისკაცმა შეიარაღებული პირი დაჭრა, რომელიც ლუვრში შეჭრას ცდილობდა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 17:00

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის პოლიციის უფროსის, მიშელ კადოს განცხადებით, ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მაჩეტეთი შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ლუვრის მუზეუმში შეჭრას ცდილობდა შეძახილით „ალაჰ აქბარ“.

ვრცლად

გურჯაანში პარტია „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა [Video]
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 16:39

გურჯაანში პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. მას დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. დღესვე, პარტიის ლიდერებმა - დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ რაიონის პარტიულ აქტივს სამომავლო გეგმები გააცნეს.

ვრცლად

ავსტრიაში საზოგადო ადგილებში ჩადრის ტარება აიკრძალა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 15:31

ავსტრიის სამთავრობო კოალიციამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, აეკრძალა სკოლებში, სასამართლოებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში სახის ჩადრით მთლიანად დაფარვა. ახალი განკარგულება იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგაა მიმართული.

ვრცლად

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში სრული ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული სერვისია ხელმისაწვდომი
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 14:05

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი ადგილობრივ მოსახლეობას სრულ ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიულ სამედიცინო მომსახურებას 24 საათიან რეჟიმში სთავაზობს. სამედიცინო ცენტრში ყველა სახის და სიმძიმის ტრავმატოლოგიური ოპერაციების ჩატარება უკვე შესაძლებელი გახდა.

ვრცლად

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 13:34

სამართალდამცავებმა 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 24 წლის გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

ვრცლად

შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 13:01

შიდა ქართლის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე მთავრობის გადაწყვეტილებით, კახა სამხარაძე დაინიშნა. სამხარაძემ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეცვალა, რომელიც გუბერნატორის მოვალეობას 8 თვის განმავლობაში ასრულებდა.

ვრცლად

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წელით პატიმრობა მიესაჯა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 12:09

თბილისის საქალაქო სასამართლომ 32 წლის ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყელაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინფორმაციით, აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა დანაშაულისთვის გათვალისწინებული 3 წელი და საბოლოო სახედ და ზომად განისაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვრცლად

იანვარში ქართული ღვინის ექსპორტი 184%-ით გაიზარდა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 12:06

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 184%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8.8 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ითმეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვრცლად

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ - 1 არხიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა იგეგმება
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 11:56

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. კოალიციის ინფორმაციით, ტელეკომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

ვრცლად

11 წლის გინესის რეკორდსმენი გოგონა 76 ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს მღერის [Video - Photos]
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 11:45

11 წლის კანადელმა გოგონამ კაპრი ევერიტმა მსოფლიოს გარშემო საქველმოქმედო მისიით იმოგზაურა და 9-თვიან ინტერვალში, 76 ქვეყანაში ყოფნისას ყველა ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შეასრულა, რითაც გინესის რეკორდსმენი გახდა.

ვრცლად

რუმინეთში მასშტაბური ანტისამათავრობო დემონსტრაცია გაიმართა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 11:44

რუმინეთში სულ მცირე 250 ათასი ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო მსვლელობაში, რაც პასუხად მოჰყვა მთავრობის გეგმას, მოხდეს რამდენიმე კორუფციული დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. რუმინული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ეს ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლებია 1989 წლის შემდეგ, როდესაც ნიკოლაე ჩაუშესკუს დიქტატურა დაემხო.

ვრცლად

იანვარში ტურისტების რაოდენობა 32.4%-ით გაიზარდა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 11:41

2017 წლის იანვარში საქართველოს 387 070 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 63 911-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა 19.8%)-ია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვრის მაჩვენებლებით 32.4%-ით არის გაზრდილი იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. მათმა რაოდენობამ 154 083 შეადგინა, რაც 37 714-ით მეტია 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

ვრცლად

უაქციზო სიგარეტის შემოტანის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავეს
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 11:12

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავებით, საბაჟო - გამშვები პუნქტი, „ნინოწმინდა“-ს გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, სხვადასხვა სახეობის, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 18.08.17
03:00-06:00
RainNNW17°C3.0m/s
1.6mm
06:00-12:00
Partly cloudy16°C2.6m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east25°C1.9m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom north-northeast25°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28