08:09:00

ფირნიშები
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017
მარიხუანას მოყვანაში ბრალდებულ სასულიერო პირს 2 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 18:39

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას, რომლის სახლიდანაც სამართალდამცავებმა ორი ძირი კანაფი ამოიღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

ვრცლად

3 თებერვალს ახმეტისა და საგარეჯოს სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 17:55

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 3 თებერვალს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფელ მატანის მცხოვრებლებს. ხოლო, 12:00-დან 14:00 საათამდე პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობას.

ვრცლად

კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 17:37

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონებში რცხილას, მუხისა და წიფლის ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

ობამას ქალიშვილის ანაზღაურება „ვაინშტაინ კომპანიში“ საათში 9 დოლარს შეადგენს
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 17:28

ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილი მალია ობამა ცნობილ ჰოლივუდურ კინოსტუდია The Weinstein Company-ში სტაჟირებას გადის. მალია ობამამ, რომელსაც 18 წელი გასული წლის ივლისში შეუსრულდა, კომპანიაში მუშაობა 30 იანვარს დაიწყო.

ვრცლად

სიღნაღის გაყიდული თეატრის შენობა შესაძლოა გამგეობამ შეისყიდოს
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 17:26

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა თეატრის შენობის ამჟამინდელ მფლობელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის შემდეგაც შესაძლოა აღნიშნული ფართი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეისყიდოს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გამგებელმა დავით ჯანიჯაშვილმა განუცხადა, რა ფასად გაყიდის შპს „ალფა“ შენობას ჯერჯერობით უცნობია.

ვრცლად

ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერები ზამთრის პერიოდში [Photos]
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 16:14

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქართველი ფეხბურთელების განსაკუთრებული და ხმაურიანი ტრანსფერი არ ყოფილა, თუმცა სიუხვითა და მრავალფეროვნებით იგი ნამდვილად გამოირჩეოდა. გამოცემა WORLDSPORT.GE ყველა იმ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს აქვეყნებს, რომელთაც უცხოეთს მიაშურეს ანდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიცვალეს გუნდები.

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 16:07

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

ვრცლად

საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 15:46

553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. 28 დეპუტატმა თავი შეიკავა. საქართველოს საკითხზე მომხსენებელის მარია გაბრიელის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრება უვიზოდ მარტის ბოლოდან შეეძლებათ. კენჭისყრის პროცესს ევროპარლამენტში დაესწრო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.

ვრცლად

ველისციხელი მიხეილ მათიაშვილი 12 სახეობის სულგუნს აწარმოებს [Photos]
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 15:33

38 წლის მიხეილ მათიაშვილს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საქონლის ფერმა აქვს. სახლში მდებარე საწარმოში კი 12 სახეობის სულგუნს აწარმოებს. მეურნეობაში სულგუნის რულეტს, სულგუნს პიტნის, ლორის, სანელებლების და სხვა პროდუქტების არომატებით ამზადებენ. ერთი კილოგრამი სულგუნის ღირებულება 13-22 ლარია.

ვრცლად

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ავდეევკასთან დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 14:50

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მომუშავე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანონ მძიმე შეიარაღება გამყოფი ხაზიდან, რომელიც განსაზღვრულია 2014 წლის 19 სექტემბრის მემორანდუმით.

ვრცლად

პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 14:05

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. ილია მეორე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა. ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება ტემპერატურის აწევამ დააჩქარა.

ვრცლად

ხელვაჩაურში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 13:25

დიდთოვლობის გამო, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში სახლი დაინგრა. მომხდარის შედეგად 60-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, 3 ადამიანი კი დაშავდა. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

ვრცლად

18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება სრულად აიკრძალა
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 13:05

სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 18 წლამდე მიუღწეველი პირები ვეღარ დაქორწინდებიან. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი, თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან, 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ვრცლად

უკრაინა რუსეთს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავისათვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 12:38

უკრაინა რუსეთს შავი ზღვის თავზე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, სტეპან პოლტორაკის განცხადებით, თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა, როდესაც მას რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ხომალდიდან ესროლეს.

ვრცლად

საუდის არაბეთის პრინცმა 80 შევარდენი თვითმფრინავით გადაიყვანა
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 12:37

ინტერნეტში უცნაური ფოტო გავრცელდა, რომელზეც სამგზავრო თვითმფრინავ Airbus A330-ში მყოფი დიდი რაოდენობის მტაცებელი ფრინველია გამოსახული. უამრავი ადამიანისთვის უჩვეულო სანახაობა საუდის არაბეთის პრინცის კუთვნილი 80 სანადირო შევარდენი აღმოჩნდა, რომელთა ქალაქ ჯედაში გადასაყვანადაც პრინცმა 80 ავიაბილეთი შეიძინა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28