07:24:52

ფირნიშები
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გურჯაანის პოლიციის უფროსის ავტომობილი დაიმტვრა
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 18:30

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქალაქ გურჯაანში. გურამიშვილის ქუჩაზე შეჯახების შედეგად „ჰიუნდაის“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილს გურჯაანის პოლიციის უფროსი შოთა მოსულიშვილი მართავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს საქართველო უმასპინძლებს [Video]
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 16:40

პრესტიჟული საბავშვო მუსიკალური კონკურსი „ჯუნიორ ევროვიზია“ წელს საქართველოში გაიმართება. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსზე საქართველო, როგორც მოქმედი გამარჯვებული, მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე.

ვრცლად

პროკურატურამ 2017-2021 წლების მუშაობის სტრატეგია და პროკურორთა შეფასების სისტემა დაამტკიცა
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 16:36

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგია და პროკურორთა შეფასების სისტემა დაამტკიცა. პარალელურად, დასრულდა პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვის პირველი ეტაპი. შემუშავდა დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია თბილისის პროკურატურის, რაიონული პროკურატურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები.

ვრცლად

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ცხრაასამდე ამერიკელი დიპლომატი აპროტესტებს
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 15:53

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე 900-მდე ამერიკელი დიპლომატი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების, დროებითი აკრძალვა შემოეღო შეერთებულ შტატებში ლტოლვილებისა და შვიდი ისლამური ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე, პროტესტს გამოთქვამს.

ვრცლად

ლეონარდო დიკაპრიო მაფიასთან მებრძოლი ნიუ იორკელი დეტექტივის როლს შეასრულებს
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 15:51

ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი ლეონარდო დიკაპრიო რეალურ კრიმინალურ ისტორიაზე დაფუძნებულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს და ამავდროულად პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება. ფილმს სათაურით „შავი ხელი“ (The Black Hand), სტუდია Paramount Pictures მწერალ სტეფან ტალტის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღებს.

ვრცლად

აზერბაიჯანში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი მოკლეს
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 15:50

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, მისმა თანამშრომლებმა ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი მოკლეს, რომლებიც მთავრობის ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

ვრცლად

ქართული ღვინო „სირი“ რუსულ ბაზარზე გაიყიდება
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 15:21

კომპანია სევერნი ალიანსი რუსული ბაზრისთვის ახალი ქართული ღვინის ბრენდის „სირის“ გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „მოსკვა“ ავრცელებს.

ვრცლად

კახეთში ტურიზმის საკითხებზე ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 14:51

ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, თელავში, ბიზნესმენებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების - გომბორის უღელტეხილზე გადმოსახედის, თელავში ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყვარლის ციხე-გალავანთან ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხები.

ვრცლად

გია ცერცვაძე უკრაინისგან დევნილის სტატუსს ითხოვს
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 14:15

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე უკრაინისგან დევნილის სტატუსს ითხოვს. ცერცვაძის ადვოკატის, ქსენია პროკონოვას განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას გია ცერცვაძე რუსეთის ფედერაციისგან დაცვას სთხოვს, რადგან მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ვრცლად

სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 44 წლის მამაკაცი დაიღუპა
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 14:10

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სოფელ ზედა ფერიაში დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. 44 წლის მამაკაცი რომელიც იმ დროისთვის სახლში მარტო იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.

ვრცლად

ლაგოდეხში ქედანზე უკანონო ნადირობის შემთხვევა გამოავლინეს
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 13:31

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურის ტყეში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა იწყება
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 13:15

2017 წლის თებერვლიდან მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება. პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაცემას ითვალისწინებს. ასევე, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

ვრცლად

ქართველმა კარატისტებმა ამერიკაში კარატეს კლუბი დააფუძნეს
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 13:13

Philly Karate Club - ასე ეწოდება ქართველი კარატისტების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, გიორგი ელიზბარაშვილისა და მამუკა გელაძის კარატის წრეს, რომლის პრეზენტაციაც პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში ახლახანს მოეწყო.

ვრცლად

ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები დააკავეს
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 13:11

სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძლადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებმა დიდი ოდენობით თანხა მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფარველობისთვის მიიღეს.

ვრცლად

სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებენ
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2017 13:05

2 თებერვლიდან სადგურის მოედანიდან აეროპორტის მიმართულებით, N37 მარშრუტზე 10 ახალი ავტობუსი ივლის. აღნიშნულ მარშრუტზე აღდგება ღამის რეისებიც. 23:00-დან დილის 7:00 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 29.06.17
11:00-12:00
Light rain showersfrom east-northeast25°C1.0m/s
0.2mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast26°C1.9m/s
1.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW24°C2.2m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-northeast25°C1.5m/s
1.1mm
შაბათი 01.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast27°C0.3m/s
0mm
კვირა 02.07.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28