21:56:41

ფირნიშები
დეკემბერი 2016

შაბათი 31 დეკემბერი 2016

33 895 გადამხდელს საგადახადო დავალიანება ჩამოეწერა
შაბათი, 31 დეკემბერი 2016 14:40

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გადასახადის 33 784 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 403 693 374 ლარი. მათ შორის: ნაწილით - 33 413 გადამხდელს 1 401 213 856 ლარი; ნაწილით - 471 გადამხდელს 2 473 442 ლარი; ნაწილით - 11 გადამხდელს 6 075 ლარი.

ვრცლად

პოროშენკო რუსეთს კიბერშეტევების წარმოებაში ადანაშაულებს
შაბათი, 31 დეკემბერი 2016 12:34

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მისი ქვეყნის წინააღმდეგ კიბერომს აწარმოებენ. რის მაგალითადაც, პოროშენკომ ბოლო ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებზე რუსი ჰაკერების მხრიდან განხორცილებული 6500 თავდასხმა დაასახელა.

ვრცლად

ქორეოგრაფი დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა
შაბათი, 31 დეკემბერი 2016 12:31

ცნობილი ქორეოგრაფი, ჯგუფ „შინისა“ და ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, დათუნიკა სხირტლაძე ამბროლაურში, კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა.

ვრცლად

ჯონ მაკკეინი საქართველოს პირველ იანვარს ჩამოვა
შაბათი, 31 დეკემბერი 2016 12:29

საქართველოში პირველ იანვარს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჩამოვა. ამავე დღეს გაიმართება მისი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჯონ მაკკეინი საქართველოს 2 იანვარს დატოვებს.

ვრცლად

თელავში დღეს საახალწლო კონცერტი გაიმართება
შაბათი, 31 დეკემბერი 2016 12:21

ქალაქ თელავის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, საახალწლო კონცერტი გაიმართება. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.

ვრცლად

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6468 ლარი გახდა
შაბათი, 31 დეკემბერი 2016 12:05

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6468 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6562 ლარს შეადგენდა.

ვრცლად

ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო და საბაგირო მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება
შაბათი, 31 დეკემბერი 2016 12:02

ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო, საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ვრცლად

უზენაესმა სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შაბათი, 31 დეკემბერი 2016 11:58

უზესაესმა სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნეს საბი ბერიანის მკვლელობაში.

ვრცლად

პრემიერი - სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება
შაბათი, 31 დეკემბერი 2016 11:49

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ ადამიანებს, ვინც ოპტიმიზაციის პროცესში სამსახურები დაკარგა, ბოდიშს უხდის. როგორც პრემიერმა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, წუთი არ გავა, რომ არ იფიქროს იმ ადამიანებზე, ვისაც შემცირება უწევს. თუმცა, მისივე თქმით, სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება.

ვრცლად

შსს-ს რეგიონების თანამშრომლებმა 200-ზე მეტ ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს [Photos]
შაბათი, 31 დეკემბერი 2016 11:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტ გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, საახალწლო საჩუქრები გადასცეს და ახალი წელი მიულოცეს.

ვრცლად


პარასკევი 30 დეკემბერი 2016

პანკისში საუკეთესო მოაზროვნე სულეიმან მუთოშვილი გახდა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 19:55

ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სულეიმან მუთოშვილი გახდა პანკისის ხეობაში სკოლების უფროსკლასელებს შორის ჩატარებული ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის“ საუკეთესო მოაზროვნე. გამარჯვებაც ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდმა „მწვანე ქუჩის ხულიგნებმა“ მოიპოვეს.

ვრცლად

პუტინის თქმით რუსეთი არცერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 17:51

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ არცერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს რუსეთიდან, იმ ახალი სანქციების პასუხად, რაც ვაშინგტონმა რუსეთს დაუწესა მოსკოვის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.

ვრცლად

იურიდიული პირებისთვის ბაჟის მაღალი ოდენობა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 17:49

2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ვრცლად

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს [Video]
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 17:46

სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ს.გ. თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში მონაწილეობდა.

ვრცლად

ზედმეტად გაცემული პენსიისა და შემწეობის უკან დაბრუნება აღარ მოხდება
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 16:02

საქართველოს მოქალაქეებისთვის 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და საარსებო შემწეობის უკან დაბრუნება აღარ მოხდება.

ვრცლად

გვერდი 1 / 45

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31