21:53:52

ფირნიშები
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016
პანკისში საუკეთესო მოაზროვნე სულეიმან მუთოშვილი გახდა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 19:55

ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სულეიმან მუთოშვილი გახდა პანკისის ხეობაში სკოლების უფროსკლასელებს შორის ჩატარებული ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის“ საუკეთესო მოაზროვნე. გამარჯვებაც ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდმა „მწვანე ქუჩის ხულიგნებმა“ მოიპოვეს.

ვრცლად

პუტინის თქმით რუსეთი არცერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 17:51

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ არცერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს რუსეთიდან, იმ ახალი სანქციების პასუხად, რაც ვაშინგტონმა რუსეთს დაუწესა მოსკოვის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.

ვრცლად

იურიდიული პირებისთვის ბაჟის მაღალი ოდენობა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 17:49

2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ვრცლად

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს [Video]
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 17:46

სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ს.გ. თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში მონაწილეობდა.

ვრცლად

ზედმეტად გაცემული პენსიისა და შემწეობის უკან დაბრუნება აღარ მოხდება
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 16:02

საქართველოს მოქალაქეებისთვის 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და საარსებო შემწეობის უკან დაბრუნება აღარ მოხდება.

ვრცლად

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების რაოდენობა 73-დან 95-მდე იზრდება, დაფინანსება მცირდება
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 15:25

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების რაოდენობა 73-დან 95-მდე იზრდება, დაფინანსება კი მცირდება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, თითოეული საარჩევნო ოლქში განთავსებულ ბიუროს ყოველთვიურად 5 ათასი ლარის ნაცვლად 4300 ლარი გამოეყოფა, ხოლო იმ საარჩევნო ოლქში მდებარე ბიუროს, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა განთავსებული, ყოველთვიურ დაფინანსებას თითო დამატებით მუნიციპალიტეტზე 2390 ლარი დაემატება.

ვრცლად

თელავში მოკლულ პოლიციელებს პატივი მიაგეს
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 15:06

საპატრულო პოლიციის კაპიტნის, გელა ლამაზოშვილისა და სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომლის, მაია ჯავახიშვილის სულის მოსახსენიებელი პარაკლისები თელავის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ჩატარდა. დღესვე, მოკლული პოლიციელების საფლავებიც აკურთხეს.

ვრცლად

რა ფილმების გამოსვლას ელოდება 2017 წელს მსოფლიოს კინომაყურებელი - Fandango
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 15:01

კინობილეთების გაყიდვებში მსოფლიოს უმსხვილესმა სერვისმა Fandango-მ 2017 წელს გამოსასვლელი იმ ფილმების სია შეადგინა, რომელთა ნახვასაც უამრავი ქვეყნის მაყურებელი ყველაზე მეტად ელის. ტოპ-ათეულში სტუდია „დისნეის“ სამი ახალი პროდუქცია მოხვდა.

ვრცლად

მეორე ლიგის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი „თელავი“ თასითა და მედლებით დაჯილდოვდა [Photos]
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 15:00

თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გარდამავალი ჩემპიონატის მეორე ლიგის აღმოსავლეთ დ-ზონის გამარჯვებულ გუნდს ოქროს მედლები და თასი გადაეცა. ამავე გათამაშების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კი გუნდის მთავარმა ბომბარდირმა (25 გ.) იმედა აშორტიამ მოიპოვა.

ვრცლად

თავდაცვის სამინისტროში მრჩეველთა ინსტიტუტი გაუქმდა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 13:30

თავდაცვის სამინისტროში მრჩეველთა ინსტიტუტი გაუქმდა. თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განმარტებით, ოპტიმიზაციის პროცესი უწყებაში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა.

ვრცლად

სპორტული პრესის ასოციაციამ 2016 წლის საუკეთესო გუნდად „ლესტერ სიტი“ დაასახელა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 12:55

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ 2016 წლის საუკეთესო გუნდად „ლესტერ სიტი“ დაასახელა. გამოკითხვაში მონაწილეობა 110 ქვეყნის ჟურნალისტებმა მიიღეს და ხმების 20.71% (712 ხმა) ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა კლუბმა მიიღო. მეორე ადგილზე ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ეროვნული ნაკრები (15.39%, 529) გავიდა, ხოლო მესამეზე - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ (11.2%, 385).

ვრცლად

საქართველოს შეიარაღებული ძალებს გერმანიის თავდაცვის სამინისტროსგან სადეკონტემინაციო მანქანები გადაეცა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 12:11

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას გერმანიის თავდაცვის სამინისტროსგან სპეციალური სადეკონტემინაციო მანქანები გადაეცა. სპეციალური ტექნიკა ორმაგი დანიშნულებისაა: მისი გამოიყენება შეიძლება როგორც საბრძოლო სიტუაციაში კატასტროფების ლიკვიდაციისთვის, ტერიტორიების და პერსონალის დასუფთავებაში, ასევე სამოქალაქო თავდაცვის სფეროში - ხანძართან ბროლის დროს, სხვადასხვა ეპიდემიების, კატასტროფების და მსგავსი შედეგების ლიკვიდაციისთვის.

ვრცლად

აშშ 35 რუს დიპლომატს ჯაშუშობის გამო ქვეყნიდან გააძევებს
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 11:27

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის 35 დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს. გარდა ამისა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება ჰაკერული თავდასხმებისთვის, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ისახავდა მიზნად.

ვრცლად

პარლამენტმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 11:21

პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის ტექსტს ავრცელებს. 12 პუნქტიან დოკუმენტში პრიორირეტებს შორის არის: ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ასევე, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.

ვრცლად

პატრიარქის სამკურნალოდ საქართველოში გერმანელი სპეციალისტი ჩამოვა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 11:14

პატრიარქის სამკურნალოდ საქართველოში დღეს გერმანელი სპეციალისტი ჩამოვა. ილია მეორეს ექიმის ცისანა შარტავას განუცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა ყოველდღიურად სტაბილურია და იგი ქირურგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, ოპერაციული ჩარევის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა გადაუდებლად არა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 31