07:15:34

ფირნიშები
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6441 ლარი გახდა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 17:17

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6441 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6683 ლარს შეადგენდა.

ვრცლად

ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 17:07

მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე რაპიდსა და ბლიც თანრიგებში, რომელსაც ყატარის დედაქალაქი დოჰა მასპინძლობს, სენსაციური შედეგი დაფიქსირდა - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ტურნირის მონაწილეთა შორის N 56-ე რეიტინგის მქონე ლევან ფანცულაიამ (2662) რაპიდის მეორე ტურში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს (2906) მოუგო.

ვრცლად

სოფელ ზემო გურჯაანის და ჭანდარის მოსახლეობის ნაწილს ორი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდება
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 16:50

გურჯაანის რაიონის სოფლების - ზემო გურჯაანისა და ჭანდარის მოსახლეობის ნაწილს ორი კვირაა წყალი არ მიეწოდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლებმა უთხრეს, პრობლემის გამო, იზულებულები არიან, სასმელი წყალი იყიდონ.

ვრცლად

N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 15:52

N17 პენიტენციური დაწესებულების საგანმანათლებლო ცენტრში მსჯავრდებულთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 40-მდე მსჯავრდებულის მიერ შესრულებული რელიგიური ხასიათის 200-მდე ხეზე კვეთის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებიც უნიკალური მასალითა და ტექნოლოგიით არის დამზადებული.

ვრცლად

პრემიერმა ახმეტაში მეტროს სახელდებაზე მიღებული დადგენილების გაუქმება მოითხოვა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 15:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტის საკრებულოს იმ დადგენილების არარა აქტად გამოცხადება მოითხოვა, რომლითაც მეტროპოლიტენის სადგურების, ნავსადგურებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი იქნა განსაზღვრული.

ვრცლად

ახმეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 15:19

ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ახალ წელს ბიუჯეტის გარეშე ხვდება. საკრებულოს სხდომაზე 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი ჩავარდა. გამგებლის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი საკრებულოს 14-მა წევრმა დაუჭირა, თუმცა მის დასამტკიცებლად 16 ხმა იყო საჭირო.

ვრცლად

გურამ გორგილაძეს მარწყვი ზამთარშიც მოჰყავს [Photos]
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 14:12

აჭარაში, სოფელ გორგილაძეებში, გურამ გორგილაძეს ქართული მარწყვი ზამთარშიც მოჰყავს. სათბურში მარწყვს ყოველ 10 დღეში კრეფენ და თითო ჯერზე 30 კილო იკრიფება. გორგილაძეები მარწყვს ბათუმისა და ქობულეთის საკონდიტროებში აბარებენ.

ვრცლად

თელავში ბატონის სასახლის მიმდებარედ ახალი მუზეუმი აშენდება
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 13:33

თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნასა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ვრცლად

მსოფლიო რუკაზე საქართველოს 22 ფაბლაბი გამოჩნდა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 13:26

საქართველოში არსებული 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიოს ფაბლაბების რუკაზე გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოში არსებულ 1000-ზე მეტ ლაბორატორიას შორის ერთგვარი საკომუნიკაციო საშუალებაა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო რეგიონის მასშტაბით პირველი ქვეყანაა, რომელმაც გლობალურ რუკაზე 22 ფაბლაბი მონიშნა.

ვრცლად

დედოფლისწყაროსა და სიღნაღში გოჭები განვადებით იყიდება
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 12:55

დედოფლისწყაროს ფერმერთა მომსახურების ცენტრი დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მცხოვრებ მეღორეობით დაინტერესებულ ფერმერებს საკვებს ოთხთვიანი განვადებით აძლევს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერთა მომსახურების ცენტრის დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა უთხრა, ოთხი თვის შემდეგ კომპანია „აგროქიზიყი“ კლიენტებისგან გაზრდილ გოჭებს, წინასწარ დადგენილი ფასად ყიდულობს. განვადება მოქმედებს გოჭების ხელოვნურ განაყოფიერებაზეც.

ვრცლად

მეწარმე სუბიექტს ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა აეკრძალება
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 11:49

მეწარმე სუბიექტს, გარდა კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა აეკრძალება.

ვრცლად

ძიუდოისტებმა საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გამოავლინეს
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 11:40

ძიუდოში საქართველოს 2016 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი სახელად „ლომჭაბუკი“ გახდა, რომელმაც ფინალში „მებრძოლი 2015“ დაამარცხა. საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საპრიზო ფონდი 160 ათასი ლარი იყო.

ვრცლად

საახალწლოდ მორთული თელავი [Video]
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 11:29

თელავში, საახალწლო ნაძვის ხე დაამონტაჟეს. ქალაქის მთავარი ქუჩები სადღესასწაულო დეკორაციებითაც განათდა. საახალწლოდ მორთულ თელავში ვიდეო CHCHX Production-მა გადაიღო.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

იაპონიის პრემიერ მინისტრი „პერლ ჰარბორს“ ესტუმრა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 11:07

იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე ჰავაიში ჩავიდა, სადაც „პერლ ჰარბორის“ სამხედრო ბაზაზე შეერთებული შტატების პრეზიდეტ ბარაკ ობამასთან ერთად მივიდა. ეს იყო ბოლო ათწლეულში იაპონიის პრემიერის მიერ „პერლ ჰარბორზე“ პირველი ვიზიტი.

ვრცლად

„ვარსკვლავური ომების“ ვარსკვლავი კერი ფიშერი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 10:56

ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი, რომელიც კინოსამყაროსთვის ცნობილი იყო ფანტასტიკურ კინოსაგა „ვარსკვლავურ ომებში“ შესრულებული საკულტო პერსონაჟის, პრინცესა ლეიას როლით, 60 წლის ასაკში გულის შეტევით დაიღუპა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 29 30 31