21:54:39

ფირნიშები
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016
„იყო“ - Toresa Mossy-მ ახალი წიგნი გამოსცა
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 17:39

მწერლმაToresa Mossy-მ (ვახტანგ მოსიაშვილი) მესამე წიგნი „იყო“ გამოსცა. ეს არის რომანი, სადაც დრამას ძველი მითების სამყარო, დეტექტივი და თრილერი ენაცვლება. ბოლოს მთავარი პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ ცხოვრობს სამყაროში, რომლის შესახებაც არასწორი წარმოდგენა აქვს.

ვრცლად

იმედი მაესტროს და GDS-ის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 17:30

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გარცელებული განცხადების თანახმად, 2017 წლის იანვრიდან „მაესტრო“ იმედის ნაწილი გახდება, ხოლო GDS-თან მოლაპარაკებები მისი ნაწილობრივ შესყიდვასთან დაკავშიორებით გრძელდება. ტელეკომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ ეს მოალაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება.

ვრცლად

გაერო კლუბია, სადაც ადამიანები დროის გასატარებლად იკრიბებიან - დონალდ ტრამპი
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 17:26

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (გაერო) კლუბი უწოდა, სადაც ადამიანები კარგი დროის გასატარებლად იკრიბებიან.

ვრცლად

ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში 6-6 პუნქტით გამყარდა
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 17:02

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.6683 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7302 ლარს შეადგენდა.

ვრცლად

სვანმა თამარ გერლიანმა სოფელ საბუეში ბიო ღვინის მეურნეობა ჩამოაყალიბა
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 15:57

ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, 30 წლის თამარ გერლიანმა ვენახი გააშენა და ბიო ღვინის წარმოება დაიწყო. ახალგაზრდა მეღვინის თქმით, მისი ღვინო გამორჩეული იმით არის, რომ ყურძენს ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე წამლის. ღვინოს კი ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აყენებს.

ვრცლად

ტელეკომპანია იმედი მაესტროს და GDS-ს ყიდულობს
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 15:40

ტელეკომპანია „იმედი“ „მაესტროს“ და GDS-ს ყიდულობს. „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ამ საკითხზე ფაქტობრივად, შეთანხმება შედგა. მისივე თქმით, შეიქმნება ერთი ჰოლდინგი, რომლის შემადგენლობაში აღნიშნული ტელევიზიები შევა.

ვრცლად

კანადელმა მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა თოვლის პაპა დაამზადეს
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 15:37

კანადის პროვინცია ონტარიოში დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნანოფაბრიკაციის მეთოდით მსოფლიოში ყველაზე პატარა თოვლის პაპა დაამზადეს. მისი სიმაღლე მხოლოდ 3 მიკრონი ანუ 0.003 მილიმეტრია.

ვრცლად

საქართველოდან რუსეთში პირუტყვის ექსპორტი არ ხორციელდება - სურსათის ეროვნული სააგენტო
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 15:28

რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების ექსპორტი არ ხორციელდება, - ასე გამოეხმაურა სურსათის ეროვნული სააგენტო რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა „როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან პირუტყვის იმპორტი აკრძალა.

ვრცლად

13 ივნისის სტიქიის ზონაში ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ადვოკატები დააკავეს
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 15:03

დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ორი ადვოკატი, ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში არსებულ, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს დაეუფლნენ.

ვრცლად

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 14:16

სამართალდამცავებმა 40 წლის ი.პ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 41 წლის რ.ბ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

ვრცლად

ქართველმა მოჭიდავეებმა თურქეთში 5 მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს [Photos]
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 13:14

24-25 დეკემბერს თურქეთის პროვინცია თოქათში გაიმართა ჰუსეინ აქბასის სახელობის მე-7 საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც თურქეთის გარდა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის (დაღესტნიდან) და უკრაინის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა სპორტსმენებმა ზაზა ვარდიძის ხელმძღვანელობით, ჯამში 5 მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავეს.

ვრცლად

ვაპირებთ სოფლის სკოლები გავხადოთ ყველაზე მაგარი - ალექსანდრე ჯეჯელავა
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 12:40

„ჩვენ ვაპირებთ მცირე, სოფლის სკოლები გავხადოთ ყველაზე მაგარი. არათუ შევამცირებთ ამ სკოლებს არამედ გავაძლიერებთ. ყველაზე მაგრები იქნებიან. ჩვენ გვინდა რომ სკოლა კულტურულ ცენტრებად ჩამოყალიბდეს სოფლებში. სკოლებში უნდა იყოს ბიბლიოთეკა, ზრდასრულთა განათლების ცენტრი“,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა სკოლებში დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვრცლად

პრეზიდენტმა 175 პატიმარი შეიწყალა
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 12:13

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 122 მსჯავრდებული დღეს დატოვებს, დანარჩენს კი სასჯელი შეუმცირდა.

ვრცლად

მეტრო ჯორჯიას ავტობუსებში მგზავრები მათ გვერდით მჯდომის სქესს თვითონ აირჩევენ
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 12:02

სახალხო დამცველის ოფისის განცხადებით, „მეტრო ჯორჯიამ“ გაითვალისწინა მათი რეკომენდაცია და მგზავრს საშუალებას მისცემს, დააფიქსიროს, თანახმაა თუ არა მის გვერდით არსებული სამგზავრო ბილეთი სხვა სქესის ადამიანმა შეიძინოს.

ვრცლად

თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ 30 სამოქალაქო პირის დახოცვაში ადანაშაულებს
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 11:45

თურქეთის სამხედრო უწყება ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ სულ მცირე 30 სამოქალაქო პირის დახოცვაში ადანაშაულებს ქალაქ ალ-ბაბთან, რომელზე კონტროლის დამყარებასაც რამდენიმე კვირაა თურქი სამხედროები და მათი მომხრე მეამბოხე ჯგუფები ცდილობენ.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 28 29 30 31