07:12:06

ფირნიშები
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016
პანკისში გზების რეაბილიტაციაზე 600 ათასი ლარი დაიხარჯება
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 17:56

პანკისის ხეობაში სოფლების ჯოყოლოს და ბირკიანის საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია 2017 წელს მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY-ი ავრცელებს. როგორც რადიოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტში 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ვრცლად

1 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვლია მოსალოდნელი
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 17:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თელავში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

ვრცლად

ქართველი სუმოისტები წოდებებში დაწინაურდნენ
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 17:01

პროფესიული სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველი სეკიტორი (უმაღლესი დივიზიონების სუმოისტი) ლევან გორგაძე, პირობით კატეგორია სანიაკუს დაუბრუნდა, რომელშიც სუმოს 4 უმაღლესი წოდებაა გაერთიანებული. წინსვლა ასევე შეეხო ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე მეორე ქართველს, თეიმურაზ ჯუღელსაც, იგივე გაგამარუს.

ვრცლად

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 15:59

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

Coca-Cola-ს მორიგი შთამბეჭდავი სარეკლამო ვიდეორგოლი ჩინეთში გადაიღეს [Video]
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 14:24

გამაგრილებელი სასმელების კომპანია Coca-Cola-მ მორიგი შთამბეჭდავი სარეკლამო ვიდეო გამოუშვა, რომელიც საოჯახო საახალწლო განწყობის ამაღლებაზე ზრუნავს. ვიდეორგოლი ჩინეთშია გადაღებული.

ვრცლად

ირკუტსკში აბაზანის ლოსიონის საქმესთან დაკავშირებით 19 პირი დააკავეს
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 13:29

აბაზანის კონტრაფაქტული ხსნარის „ბოიარიშნიკის“ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ოთხი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების შემდეგ პოლიციამ საერთო ჯამში 19 ადამიანი დააკავა. ერთ მათგანს შინაპატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთი გირაოთი გაათავისუფლეს. ბოლო მონაცემებით, აბაზანის ხსნარის დალევის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა.

ვრცლად

ახმეტის გამგეობამ ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 13:10

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 350-დან 810 ლარამდეა. დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (hr.gov.ge) 31 დეკემბრამდე უნდა გაიარონ.

ვრცლად

ახმეტის გამგეობაში პარლამენტის მაჟორიტარად ისევ ზურაბ ზვიადაურს აღიარებენ
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 13:05

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახმეტა-თელავის №28 საარჩევნო ოლქიდან მაჟორიტარ დეპუტატად გელა სამხარაული აირჩიეს, რომლის უფლებამოსილებაც 18 ნოემბერს, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე იქნა ცნობილი.

ვრცლად

მექსიკის პოლიციამ შობის დღეს 6 მოკვეთილი თავი და შვიდი სხვა ცხედარი იპოვა
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 12:27

დასავლეთ მექსიკაში ბოლო პერიოდში გააქტიურებული ძალადობის ფაქტები გრძელდება. პოლიციამ შობის დღეს ერთ შტატში 6 მოკვეთილი თავის, ხოლო სხვა შტატში 7 მოკლული ადამიანი აღმოაჩინა.

ვრცლად

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 12:04

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, არდადეგები 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 16 იანვარს განახლდება.

ვრცლად

ალავერდში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 11:50

ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზნის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა. სხეულის დაზიანებები მიიღო იმავე ავტომანქანაში მყოფმა 23 წლის პლატო ქუჯაიძემ. 

ვრცლად

ჩალაუბანში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 11:43

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში დამონტაჟებულ გაზის მოწყობილობას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და უვნებლად გადარჩა.

ვრცლად

ავიაკატასტროფის გამო 26 დეკემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 11:39

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა სამხედრო თვითმფრინავის „ტუ-154“-ის ჩამოვარდნის გამო, რის შედეგადაც 92 ადამიანი დაიღუპა. სირიის მიმართულებით მფრინავმა თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინ, შავ ზღვაში, სოჭის აეროპორტიდან აფრენიდან მოკლე დროში განიცადა.

ვრცლად

იტალიაში არსებულ სუპერვულკანს გამოღვიძების ნიშნები დაეტყო
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 11:34

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის დასავლეთით მდებარე ფლეგრეის მინდვრებზე არსებულ 12 კმ სიგანის ქვაბისებრ ვულკანურ ფორმაციას, რომელიც ზღვის სანაპიროსთან ვრცელ სუპერვულკანს წარმოქმნის, ხუთასწლიანი მიძინების შემდეგ გამოღვიძება დაიწყო.

ვრცლად

საპენსიო თანხების მითვისების ბრალდებით ჯანდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 11:25

ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავეს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
27 28 29 30 31