07:10:39

ფირნიშები
შაბათი, 24 დეკემბერი 2016
მესტიასა და თეთნულდში ზამთრის სეზონი გაიხსნა
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 17:32

მესტიასა და თეთნულდში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამ ეტაპზე ზამთრის კურორტზე 8 სათხილამურო და ტრასა და 4 საბაგიროა. ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია და ის ზღვის დონიდან 3200 მეტრზე მდებარეობს. 

ვრცლად

ბუკიას ბაღში თუშეთში მოყვანილი პროდუქცია იყიდება
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 17:23

თბილისში, საშობაო ბაზრობა იმართება. ბუკიას ბაღში თუში მეწარმეები გუდის ყველს, ყაღს (გამშრალი ხორცი), არაყს, კოტორს, გოზინაყს, თუშეთში მოკრეფილი გირჩის მურაბას, ბექთ ქონდარს, ფიჭვის კევსა და ბურნუთს ყიდიან. ბაზრობაზე მისულ სტუმრებს თუშური ლუდის „ალუდი“ ყიდვა და დაგემოვნებაც შეუძლიათ.

ვრცლად

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად პოლიციელი გარდაიცვალა
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 16:36

პირველი არხის ინფორმაციით, მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში პოლიციელს საკუთარი იარაღი გაუვარდა და მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ვრცლად

აშშ-ის მთავრობამ რუსეთის ბანკსა და სირიის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 15:50

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ახალი საფინანსო სანქციები დაუწესა რუსეთის ერთ ბანკსა და სირიის მთავრობის მინისტრებს, სირიის ომში მათი როლის გამო. ეს სანქციები ბოლო აქტია, რომლსაც ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მუშაობის ბოლო კვირებში.

ვრცლად

სამ წლიწადში თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2500-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 70-ზე მეტი გარდაიცვალა
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 15:46

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი თბილისში არსებულ ვითარებას ასახავს. კვლევის მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში 2500-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, ხოლო 70-ზე მეტი გარდაიცვალა.

ვრცლად

2016 წელს ყველაზე მეტი მსმენელი Coldplay-ს ჰყავდა [Videos]
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 15:14

სტრიმინგ სერვისმა Spotify-მ 2016 წლის ყველაზე მოსმენადი შემსრულებლები და სიმღერები გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც გაირკვა, მიმდინარე წელს ყველაზე მეტჯერ Coldplay-ს უსმენდნენ. 2016 წლის განმავლობაში ჯგუფის სიმღერებს 5 მილიარდზე მეტი მოსმენა ჰქონდა.

ვრცლად

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 14:38

სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 27 წლის დ.ჩ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ვრცლად

ადგილობრივი თვითმმართველობების ზოგიერთი უფლებამოსილება ახალი წლიდან შეიზღუდება
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 13:52

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ზოგიერთი უფლებამოსილება იზღუდება, ხოლო ნაწილობრივ სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება.

ვრცლად

ბავშვები ჩვენი რეალობიდან - სტუდია „მონიტორის“ ფილმი [Video]
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 13:25

სტუდია „მონიტორის“ ფილმი საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემას ეხება. ასეთი ბავშვები ყველგანაა - ქუჩებში, მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელებში. სახელმწიფოს დათვლილი არ აქვს რამდენი ბავშვია ქუჩაში. UNICEF-ის ბოლო, 2008 წლის მონაცემებით კი ქუჩაში 1500-მდე მოზარდი იმყოფება.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

უკრაინაში ბრძოლისას ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 12:46

აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლისას, რომელშიც არტილერიით, ნაღმტყორცნებითა და მსუბუქი იარაღით მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, უკრაინის მთავრობის ჯარის ორი სამხედრო მოკლეს, სამი კი დაჭრეს.

ვრცლად

ჰერეთისკარში მცხოვრებ ექვსშვილიან ოჯახს ლაგოდეხის გამგეობა სახლს შეუძენს
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 12:26

სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრები, სიფრაშვილების ექვსშვილიანი ოჯახის დასახმარებლად ანგარიშია გახსნილი. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, თანხის შეგროვების შემდეგ, მუნიციპალიტეტი სიფრაშვილებისთვის საცხოვრებელ სახლს შეიძენს, რომელიც ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა.

ვრცლად

ლიბიაში თვითმფრინავის გამტაცებლებმა ჯერ მგზავრები გაათავისუფლეს შემდეგ კი მალტის ხელისუფლებას ჩაბარდნენ
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 12:25

ლიბიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც 111 მგზავრი და შვიდკაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა, ხელყუმბარით შეიარაღებულმა გამტაცებლებმა მალტაში დასვეს. მოგვიანებით გამტაცებლებმა, რომლებიც მოამარ კადაფის მომხრეები არიან, ეკიპაჟის გარდა ყველა მგზავრი გაათავისუფლეს, შემდეგ კი მალტის ხელისუფლებას ჩაბარდნენ.

ვრცლად

დედოფლისწყაროში 55 წლის მამაკაცი მოკლეს
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 12:14

დედოფლისწყაროში 55 წლის მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა წუხელ, იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცთან სახლში მისი მეგობრები ქეიფობდნენ.

ვრცლად

ებრაელებისთვის ხანუქას დღესასწაული დაიწყო
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 12:00

ებრაელები მთელ მსოფლიოში განახლების დღესასწაულს, ხანუქას ზეიმობენ. დღესასწაული დღეს, 24 დეკემბერს დაიწყო და 8 დღეს გასტანს. ეს არის განახლების, სიკეთისსიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული. ამ დღეებში ებრაელები ყოველ დღე სანთელს ან წმინდა ზეთს ანთებენ.

ვრცლად

სასამართლომ მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-მოხმარებისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო
შაბათი, 24 დეკემბერი 2016 11:52

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მცირე ოდენობით მარიხუანას მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა-დამზადებისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო. შესაბამისად, არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი არსებული საკონმდებლო ნორმები. 

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml:1: parser error : Document is empty in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: ^ in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml:1: parser error : Start tag expected, '<' not found in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: ^ in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 25
26 27 28 29 30 31