21:53:22

ფირნიშები
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016
არასამთავრობოები შსს-ს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 17:56

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შსს-ს შეასრულოს 2010 წლის უწყებათაშორისი მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულება და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ყოველთვიურად მიაწოდოს სისხლის სამართლის სტატისტიკის ინფორმაცია. ასევე, საზოგადოების ინფორმირების და გამჭვირვალობის მიზნით განაგრძოს საკუთარ ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება.

ვრცლად

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 17:42

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 73 წევრი წარადგინა. კობახიძის თქმით, კომისია მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

ვრცლად

საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 17:32

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელა.

ვრცლად

სეოკ-ის ახალ პრეზიდენტად კვლავ ლერი ხაბელოვი აირჩიეს
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 17:21

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს უახლოესი 4 წლის განმავლობაში კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. არჩევნებში, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, ხმის უფლების მქონე 135 დელეგატი მონაწილეობდა.

ვრცლად

დავით სერგეენკომ რეგიონებში მომუშავე 100-მდე მედიკოსი დააჯილდოვა
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 17:17

საქართველოს მედიცინის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი რეგიონებში მომუშავე ექიმ-სპეციალისტებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისა და სოფლის ექიმებს შეხვდა. დავით სერგეენკომ მედიცინის 100-ზე მეტ მუშაკს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობის სიგელები და მედლები გადასცა.

ვრცლად

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7507 ლარი გახდა
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 17:02

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7507 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7710 ლარს შეადგენდა.

ვრცლად

შორენა მოდებაძეს და მამა ტარიელს მეთორმეტე შვილი შეეძინათ
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 17:00

მამა ტარიელ ჟღენტის მეუღლემ, 43 წლის შორენა მონდაძემ მეთორმეტე შვილი გააჩინა.სესილი ჟღენტი სამშობიარო „ახალ სიცოცხლეში“ დაიბადა. ახალშობილი 52 სანტიმეტრია და 4 000 გრამს იწონის. ექიმების თქმით, ჩვილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

ვრცლად

Time-მა 2016 წლის ფილმების რეიტინგი გამოაქვეყნა
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 16:26

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2016 წლის ფილმების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა. ათეულში ძირითადად ის კინოსურათები მოხვდა, რომლებიც წლევანდელი პრესტიჟული კინოჯილდოებისთვის იბრძვიან, ანდა სხვადასხვა პრესტიჟულ ფესტივალებზე უკვე აჩვენეს, თუმცა რამდენიმე ფილმის მოხვედრა საერთო მოსაზრებით სიურპრიზი გამოდგა.

ვრცლად

14 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 16:19

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 14 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ასლან ბ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და იგი დარბაზიდან გათავისუფლდა.

ვრცლად

2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი - გიორგი კვირიკაშვილი
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 15:53

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუდაურში, ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.

ვრცლად

აშშ-მა ბირთვული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა გააფართოვოს - დონალდ ტრამპი
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 15:44

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა საკუთარი ბირთვული არსენალი მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს.

ვრცლად

სემეკმა ჰიდროელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფი დაადგინა
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 15:24

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ენერგო-პრო ჯორჯიას კუთვნილი 9 ჰიდროელექტროსადგურიდან ერთს ტარიფი დაახლოებით 2 თეთრით გაეზარდა, ხოლო დანარჩენ 8-ს დაახლოებით ნახვერი თეთრით შეუმცირდა.

ვრცლად

ბილაინმა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ორი ლიცენზია 14 499 878 ლარად შეიძინა
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 15:19

შპს „მობიტელმა“ (ბილაინი) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ორი ლიცენზია 14 499 878 ლარად შეიძინა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომპანია ლიცენზიებით სარგებლობისთვის აღნიშნული თანხის - 30%-ს (4 349 963 ლარს და 40 თეთრს) ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთი თვის ვადაში ჩარიცხავს, დარჩენილ თანხას კი კომისიის გადაწყვეტილებით, განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ერთი წლის ვადაში დაფარავს. 

ვრცლად

ორ წელში საერთაშორისო სამთო გიდები და სათხილამურო ინსტრუქტორები გვეყოლება - გიორგი კვირიკაშვილი
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 15:02

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაფუძნეთ სათავგადასავლო სამთო სკოლა, რომლის შედეგიც იქნება ის, რომ დღეიდან ორ წელიწადში ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო სერტიფიცირებული სამთო გიდები და სამთო სათხილამურო ინსტრუქტორები“,- ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურში ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.

ვრცლად

საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს საჩუქრად ქართული ღვინო გადაეცემათ
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 14:47

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო გადაეცემათ საჩუქრად.

ვრცლად

გვერდი 1 / 3

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 24 25
26 27 28 29 30 31