21:52:02

ფირნიშები
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016
„სააღმზრდელო დაწესებულებაში სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას“
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 17:56

სოციალური მომსახურების სააგენტო ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებაში, სადაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 9 მოზარდი ცხოვრობს.

ვრცლად

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7710 ლარი გახდა
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 17:27

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7710 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7846 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0136 ლარი შეადგინა.

ვრცლად

ბორჯომში ყოფილმა პოლიციელმა თავი მოიკლა
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 17:18

ბორჯომში 35 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა. გარდაცვლილი პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მეზობლების თქმით, 2013 წელს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო შემდეგ ისევ აღადგინეს.

ვრცლად

მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთი პოზიციით წინ წაიწია
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 17:09

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) ეროვნულ ნაკრებთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებმა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ თვეში მატჩი არ გაუმართავს, ერთი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია.

ვრცლად

ახმეტის გამგეობაში საახალწლო პრემიებს ვერ გასცემენ
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 16:47

ახმეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეები საახალწლოდ პრემიებს ვერ მიიღებენ. ახმეტის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილებები საპრემიო თანხების ამოღების შემდეგ იქნა მიღებული. პრემიის თანხის გარეშე ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დაუჭირეს.

ვრცლად

სინოდმა ორი იღუმენია წმინდანად შეირაცხა
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 16:34

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა წმინდანად შერაცხა იღუმენია ნინო ამილახვარი და იღუმენია თამარ მარჯანიშვილი. ამის შესახებ დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმე შიოშვილმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ასევე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც კრების დადგენილებაში გარკვეულ საკითხებს დაარეგულირებს.

ვრცლად

კეიტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა საშობაოდ ავადმყოფი ბავშვები მოინახულეს [Photos]
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 16:14

ცნობილი ამერიკელი პოპ-მომღერალი კეიტი პერი და ჰოლივუდის ბრიტანელი ვარსკვლავი ორლანდო ბლუმი ლოს ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრნენ და პატარებს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყვეს.

ვრცლად

თუშეთში გუდის ყველის საწარმოსთან ტურისტული თავშესაფრის გახსნა იგეგმება
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 15:59

კოოპერატივ „ალაზნისთავის“ გუდის ყველის საწარმო თუშეთში, გომეწრის ხეობაში, კერძოდ ალაზნისთავში მდებარეობს. საწარმოში ცხვრის, ძროხის, შერეულ (ცხვრის და ძროხის ერთად) და მდნარ ყველს „ჩოგი“ ტრადიციული თუშური მეთოდით, გუდაში ამზადებენ. კოოპერატივის ერთ-ერთი წევრის დავით მამულაძის თქმით, ზაფხულში, ტურისტული თავშესაფრის გახსნას გეგმავენ, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ თანამედროვე სტანდარტების ყველის საწარმო, ასევე, ისარგებლონ საკემპინგე და საპიკნიკე ადგილებით.

ვრცლად

ალვანში საახალწლო განწყობა სოფლის გამგებელმა და ახალგაზრდებმა საკუთარი ხარჯებით შექმნეს [Photos]
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 14:39

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, სოფლის ცენტრში საახალწლო განწყობა გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი გოგოთიძემ და ახალგაზრდებმა საკუთარი ხარჯებით შექმნეს. გამგებელი ახალგაზრდებთან ერთად 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიების გამართვასაც აპირებს.

ვრცლად

საქართველოსა და ევროპოლს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პროექტი დამტკიცდა
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 14:32

საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების პროექტი დამტკიცდა. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო.

ვრცლად

2016 წლის 10 ყველაზე პოპულარული ფილმი - IMDb
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 14:00

კინორესურსების ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა imdb.com-მა ვებგვერდზე მომხმარებელთა მიხედვით, 2016 წლის 10 ყველაზე პოპულარული ფილმის სია გამოაქვეყნა.

ვრცლად

შეერთებულ შტატებში ერთბორბლიანი ჰიროსკუტერი დაამზადეს [Video]
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 13:57

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰიროსკუტერებს სხვადასხვა დანიშნულებით ფართოდ იყენებენ. მსგავს ტექნოლოგიებში მოწინავე კომპანია Segway-მ ახალი ნაწარმი Segway One S შექმნა, რომლის უნიკალურობა მის განსხვავებულობაშია - ჰიროსკუტერი ერთი ბორბლითაა წარმოდგენილი, მისი გაწონასწორება კი მარცხენა და მარჯვენა მხარეს დამაგრებული სპეციალური სატერფულითაა შესაძლებელი.

ვრცლად

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად გეგა გეგეშიძე აირჩიეს
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 13:47

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას უახლოესი 4 წლის განმავლობაში გეგა გეგეშიძე უხელმძღვანელებს. სასტუმრო „რედისონში“ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ხმის უფლების მქონე 74 დელეგატი შეიკრიბა. მათ არჩევანი სამ კანდიდატს შორის გააკეთეს.

ვრცლად

თურქეთის პოლიციამ რუსეთის ელჩის მკვლელის ოჯახის წევრები გაათავისუფლა
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 13:46

თურქეთის პოლიციამ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელის ოჯახის წევრები დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გათავისუფლებულები არიან მევლუთ მერთ ალთინთაშის დედა, მამა, ორი ბიძა და ბიძაშვილი. ისინი 19 დეკემბერს აიდინის პროვინციის ქალაქ სოკეში დააკავეს.

ვრცლად

ბერლინის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციაზე ჯილდო 100 ათასი ევრო დააწესა
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 13:35

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი ამ დრომდე იძებნება. ტუნისელი 24 წლის ანის ამრის ძებნის ოპერაცია შენგენის ზონის ქვეყნებში ერთდროულად მიმდინარეობს. გამოძიებამ ეჭვმიტანილის ფოტოები გაავრცელა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 100 ათასი ევრო დააწესა.

ვრცლად

გვერდი 1 / 3

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28 29 30 31