21:55:20

ფირნიშები
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016
22-23 დეკემბერს ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 17:45

22 დეკემბერს, 10:00-დან 16-00-მდე, 23 დეკემბერს, 10:00-დან 16:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ლაგოდეხის ახალგაზრდობის, მეგობრობისა და კავკასიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვრცლად

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7846 ლარი გახდა
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 17:33

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7846 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7831 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.

ვრცლად

სიღნაღის გამგეობამ ნაგვის მანქანების და ურნების შესაძენად 140 ათასი ევრო ისესხა
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 17:29

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალური განვითარების ფინდისგან 140 ათასი ევრო ისესხა. აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტმა ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა და ასი ნარჩენების კონტეინერი შეიძინა.

ვრცლად

თურქეთის ვარაუდით ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობა ფეთჰულა გიულენის მომხრეთა მოწყობილია
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 17:15

თურქეთმა ვაშინგტონს აცნობა, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობა სავარაუდოდ, აშშ-ში მცხოვრები თურქი სულიერი ლიდერის ფეთჰულა გიულენის მომხრეთა მოწყობილია.

ვრცლად

სიღნაღელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 17:12

ქალაქ გორში საქართველოს პაუერლიფტინგის ფედერაციის ორგანიზებით, ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში გამართულ ტურნირზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდმა პირველი გუნდური ადგილი წოლჭიმში მოიპოვა.

ვრცლად

გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს [Photos]
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 16:03

გორში იოსებ სტალინის დაბადების 137-ე წლისთავი აღნიშნეს. სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის“ წარმომადგენლებმა ამ თარიღის აღსანიშნავად მოზარდები გამოიყვანეს. შეკრების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიმართეს გორის საკრებულოს და სტალინის ძეგლის დადგმა მოითხოვეს.

ვრცლად

დღეიდან საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს [Photos]
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 15:38

საპატრულო პოლიციას ახალი დანაყოფი - მოთხილამურე პატრული დაემატა. სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავს.

ვრცლად

ჯორჯ კლუნი სირიის სამოქალაქო თავდაცვის მოხალისეებზე ფილმს გადაიღებს
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 15:04

სირიის სამოქალაქო თავდაცვის (Syrian Civil Defense) მოხალისე გმირების, ე.წ. „თეთრი ჩაფხუტების“ (The White Helmets) შესახებ ჰოლივუდში ფილმის გადაღება იგეგმება. მხატვრულ ფილმს ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯორჯ კლუნი, პოპულარულ ტელეარხ Netflix-ის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის მიხედვით გადაიღებს.

ვრცლად

მექსიკაში ფოიერვერკების ბაზრობაზე მომხდარ ხანძარს 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 15:02

31 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა მექსიკაში, საახალწლო პიროტექნიკის ბაზრობაზე 20 დეკემბერს მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად.

ვრცლად

24-25 დეკემბერს ბუკიას ბაღში თუშეთში მოყვანილ პროდუქციას გაყიდიან [Photos]
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 14:53

24-25 დეკემბერს, თბილისში, საშობაო ბაზრობა გაიმართება. ბუკიას ბაღში თუში მეწარმეები გუდის ყველს, ყაღს (გამშრალი ხორცი), არაყს, კოტორს, გოზინაყს, თუშეთში მოკრეფილი გირჩის მურაბას, ბექთ ქონდარს, ფიჭვის კევს და ბურნუთს გაყიდიან. ბაზრობაზე მისულ სტუმრებს თუშური ლუდის „ალუდი“ ყიდვა და დაგემოვნებაც შეეძლებათ.

ვრცლად

NASA-მ მარსზე ქიმიური ელემენტი ბორი აღმოაჩინა
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 13:52

NASA-ს მარსმავალმა Curiosity-მ მარსის ზედაპირზე ქიმიური ელემენტი ბორი (B – Borum, ატომური ნომერი 5) აღმოაჩინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „წითელ პლანეტას“ ერთ დროს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი მიწისქვეშა წყლები ჰქონდა.

ვრცლად

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას 12 წლით, გიორგი დგებუაძეს კი 9 წლით პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 13:34

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ სცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დათა ახალაიას 12 წლით, გიორგი დგებუაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ვრცლად

გრიპის ვირუსის გამო პანკისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 13:06

გრიპის ვირუსის მასობრივად გავრცელების გამო პანკისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. „ორშაბათს მხოლოდ ერთი ბავშვი იყო. გუშინ და დღეს ბავშვები არ გამოცხადდნენ. ამიტომ სააღმზრდელო პროცესი შევწყვიტეთ“, – ციტირებს პანკისის სათემო რადიო დუმასტურის საბავშვო ბაღის მენეჯერის ნანული ცხადაძის კომენტარს.

ვრცლად

ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი წლის საუკეთესო ღვინის წიგნად აღიარეს
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 12:12

ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი „For The love of Wine“ წლის საუკეთესო ღვინის წიგნად აღიარეს. მეღვინე იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციით, ალის ფეირინგის მიერ ქართულ ღვინოზე დაწერილმა წიგნმა პრესტიჟული დაჯილდოების The Gourmand Awards-ისგან ჯილდო მიიღო.

ვრცლად

დავით თარხან-მოურავმა აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 12:05

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს დავით თარხან-მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 30 31