21:53:11

ფირნიშები
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016
ახმეტის საკრებულოში საახალწლო პრემიების საკითხი ხელმეორედ ჩავარდა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 17:43

ახმეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ხელახლა ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილებების საკითხი ისევ ჩავარდა. ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი სხდომაზე დამსწრე 15-მა დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად 16 ხმა იყო საჭირო.

ვრცლად

კაჭრეთის გოლფის ბაზის დამფუძნებლები ეროვნული ფედერაციის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 17:40

საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო სტანდარტების მქონე გოლფის მოედანი გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. გოლფის ბაზის დამფუძნებლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოედანი ყველა ოფიციალურ მოთხოვნას აკმაყოფილებს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში ფედერაციის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან.

ვრცლად

ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხის განხილვა იწყება
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 17:03

ევროკავშირის მუდმივწარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) ევროპის საბჭოს სახელით დაადასტურა, რომ ევროპარლამენტში მიღწეულია შეთანხმება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი საკითხის ოფიციალურ განხილვას იწყებს, რომელიც კენჭისყრაზე უნდა დამტკიცდეს, რის შემდეგაც ევროპის საბჭოს გადაეცემა დასამტკიცებლად.

ვრცლად

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7831 ლარი გახდა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 16:54

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7831 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7412 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0419 ლარი შეადგინა.

ვრცლად

კაჭრეთში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 16:50

გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა, 3 მგზავრი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შეჯახება ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ „ფორდის“ და ვაზ 2106-ის მარკის ავტომობილებს შორის მოხდა.

ვრცლად

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეგზავნება
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 16:28

ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა 13 დეკემბერს ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ვროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვრცლად

ახმეტაში კიდევ 3 სოფლის გაზიფიცირება მოხდება
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 16:12

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 სოფლის გაზიფიკაცირება მოხდება. განკარგულების თანახმად, გაზიფიკაციის სამუშაოები განხორციელდება არგოხში, მაღრაანსა და ფიჩხოვანში.

ვრცლად

საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების დანიშვნის უფლება ჩამოერთვა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 16:07

საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება აღარ ექნება.

ვრცლად

რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 12:52

რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთის დასავლეთ პროვინცია აიდინში დაკავებულები არიან თავდამსხმელის დედა, მამა, და და კიდევ ორი ნათესავი, ასევე პირი, რომელიც ანკარაში თავდამსხმელთან ერთად ბინაში ცხოვრობდა.

ვრცლად

ჯოან როულინგს მილიარდერის სტატუსი ქველმოქმედების გამო მოეხსნა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 12:43

ბესტსელერი წიგნების, „ჰარი პოტერის“ სერიების ავტორი, ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი, პირველი მილიარდერი გახდა, რომელმაც ბიზნესჟურნალ „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში ადგილი და სტატუსი ქველმოქმედებაში დახარჯული ფულის გამო დაკარგა.

ვრცლად

კახეთში ახალი გზების პროექტირება იწყება
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 12:35

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, კახეთში ახალი გზების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტების მოსამზადებლად ფინანსური წინადადებები გაიხსნა. პროექტირების დასრულების შემდეგ თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის მიმართულებით 80 კილომეტრიანი, წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით კი 40 კილომეტრიანი გზა აშენდება.

ვრცლად

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ხუთი შპს-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავეს
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 11:56

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „მედეას“, შპს „ნიკას“, შპს „მარის”, შპს „საბა 11-ის“ და შპს „ევროლუქსის”ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ამ კომპანიების სახელით განახორციელეს დიდი რაოდენობის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია და დოკუმენტებში მიუთითეს არასწორი ინფორმაცია, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტი 1 მილიონზე მეტი ლარით დააზარალდა.

ვრცლად

სილვესტერ სტალონე ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობაზე უარს აცხადებს
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 11:53

ოსკარის სამგზის ნომინანტი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, სილვესტერ სტალონე შეერთებული შტატების ახალდარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში მუშაობაზე უარს აცხადებს.

ვრცლად

დიდთოვლობის გამო ქუთაისის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 11:32

დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას. 

ვრცლად

ლევან მჭედლიძე სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 11:23

იტალიური საფეხბურთო კლუბ „ემპოლის“ ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე იტალიის სერია A-ს XVII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მჭედლიძე იტალიის ჩემპიონატში „კალიარისთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ გამოარჩიეს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31