21:53:00

ფირნიშები
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016
კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 17:59

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

20 - 21 დეკემბერს კახეთში ოთხ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყება
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 17:39

20 დეკემბერს, 13:00-დან 14:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ თელავის - ჩოლოყაშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილის, კირიონის ქუჩის, კვირიკი დიდის ქუჩის ნაწილის, დავით რექტორის ნაწილის, ბათუმის ქუჩის, კავკასიონის ქუჩის და ალაზნის გამზირის მცხოვრებლებს.

ვრცლად

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7412 ლარი გახდა
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 16:55

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7412 ლარი იქნება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.6837 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0575 ლარი შეადგინა.

ვრცლად

მე მივიღე გადაწყვეტილება რომ სტატისტიკა არ ქვეყნდება - შს მინისტრი
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 16:48

მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ სტატისტიკა არ ქვეყნდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებებისას განაცხადა. მისივე თქმით, შს სამინისტროს კანონი არ ავალდებულებს, რომ სტატისტიკა გამოაქვეყნოს.

ვრცლად

65 წლის შვილმა 100 წლამდე ასაკის დედა მოკლა
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 16:12

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში 65 წლის შვილმა 100 წლამდე ასაკის დედა მოკლა. შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, შვილს ფისიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ვრცლად

კახეთის მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავჯდომარეებს შორის საჭადრაკო ტურნირი გაიმართა
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 15:51

თელავის ჭადრაკის სახლში გამგებლებსა და საკრებულოს თავჯდომარეებს შორის ჭადრაკში კახეთის გუბერნიის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი გახდა, მეორე ადგილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაიკავა, მესამე ადგილზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი გავიდა.

ვრცლად

კახეთში ჭადრაკის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტად ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 15:12

კახეთის ჭადრაკის ფედერაციას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი უხელმძღვანელებს. ქადაგიშვილმა ჭადრაკის ფედერაციის კახეთის ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფილი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა, რომელიც ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ვრცლად

თელავში მევენახეები ჩაბარებული ყურძნის ფულის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 14:33

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან გრემში, ნაფარეულსა და ფშაველში მცხოვრები მევენახეების ნაწილი აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, სექტემბერში შილდის ღვინის ქარხანაში, რომელიც კომპანია ახაშენს ჰქონდა დაქირავებული, ასობით ტონა ყურძენი ჩააბარეს და ფული დღემდე არ აუღიათ. ისინი კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან შეხვედრას და კუთვნილი თანხის აღებაში დახმარებას ითხოვენ.

ვრცლად

„მის მსოფლიო 2016“ პუერტო რიკოელი სტეფანი დელ ვალე გახდა [Photos]
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 14:21

2016 წლის „მის მსოფლიოს“ კონკურსის გამარჯვებული პუერტო რიკოს წარმომადგენელი სტეფანი დელ ვალე გახდა. კონკურსის ფინალი 18 დეკემბერს მერილენდის შტატში გაიმართა. 1996 წელს დაბადებულ სტეფანი დელ ვალეს გვირგვინი გასული წლის გამარჯვებულმა, ესპანელმა მირეია ლალაგუნამ გადასცა.

ვრცლად

ნუკრიანში დამწვარი კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის სიღნაღის გამგეობა 200 ათას ლარს გამოყოფს
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 14:17

სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლში ხანძრის შედეგებს სპეციალური კომისია სწავლობს, რის შემდეგაც დამწვარ სახურავს აღადგენენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიჯაშვილმა განუცხადა, აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გამოიყოფა.

ვრცლად

ნუკრიანის სახელოსნოების დამწვარი ოთახები [Photos]
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 13:29

სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში კლუბის ის ნაწილი დაიწვა, სადაც სოციალური საწარმოს „ნუკრიანის სახელოსნოები“ სამუშაო ოთახები და ინვენტარი იყო განთავსებული. საწარმოში არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს სათემო ორგანიზაცია ავრცელებს.

ვრცლად

2016 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 74 ჟურნალისტი დაიღუპა
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 12:53

2016 წელს მოვალეობის შესრულების დროს 74 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ორგანიზაციის მონაცემებით, წელს ყველაზე მეტი - 19 ჟურნალისტი სირიაში მოკლეს, ავღანეთში - 10, მექსიკაში - 9, ერაყში - 7 და იემენში - 5.

ვრცლად

1–ლი იანვრიდან თბილისში დამატებით 15 ახალი ავტობუსი იმუშავებს
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 12:35

ახალი წლიდან თბილისში დამატებით 15 ახალი ავტობუსი იმუშავებს. ავტობუსები გერმანული წარმოებისაა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულია და თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის ფასი 50 თეთრი იქნება. ასევე გათვალისწინებული იქნება არსებული შეღავათები.

ვრცლად

ქართული საფეხბურთო ლეგიონის მონაგარი გასულ უქმეებზე [Videos]
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 12:18

შაბათსა და კვირას უცხოეთში მოასპარეზე ქართველმა ლეგიონერმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში გოლების გატანა და თავიანთ საფეხბურთო კლუბებში თავის გამოჩენა შეძლეს.

ვრცლად

„ვაინახების ხელოვნება“ - პანკისში ნონა ხანგოშვილის წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა [Photos]
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 11:52

პანკისში ნონა ხანგოშვილის იგივე თუმი დიშნის წიგნი-ალბომის „ვაინახების ხელოვნება“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ავტორი ამბობს, ეს არის პირველი თანამედროვე კატალოგი, სადაც ერთადაა თავმოყრილი ჩეჩნების, ინგუშებისა და ქისტების დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. წიგნი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა და მისი გამოცემა შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31