07:07:45

ფირნიშები
შაბათი, 17 დეკემბერი 2016
თელავში მუხისა და აკაციის უკანონო ჭრის 4 ფაქტი გამოვლინდა
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 17:22

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის და შემდგომ მისი ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

წინანდალში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 16:21

კრიტიკულად მძიმეა 32 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 29 წლის მეუღლის მკვლელობაშია ბრალდებული. იგი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ვრცლად

რომის პაპი 80 წლის შესრულდა
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 16:09

რომის პაპი ფრანცისკე დღეს 80 წლის გახდა. პაპს დაბადების დღე კარდინალებმა მესის დროს მიულოცეს. ლოცვის დასრულების შემდეგ კი პაპმა მათ მადლობა გადაუხადა და აღიარა, რომ სიბერის ეშინია და მორწმუნეებს სთხოვა, რომ მისთვის ილოცონ.

ვრცლად

National Geographic-ის წლის საუკეთესო ფოტოების კრებული [Photos]
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 15:54

ჟურნალი National Geographic 2016 წელს ტრადიციულად შთამბეჭდავი ფოტოებით გამოირჩეოდა. ჟურნალმა ახლახანს გამოაქვეყნა თავისი საუკეთესო ფოტოების კრებული, რომლებიც ორ მილიონზე მეტი მონაწილისგან ამოარჩიეს.

ვრცლად

დონალდ ტრამპის კომპანიამ შესაძლოა ბათუმში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 15:45

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტნის, დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organisation რამდენიმე დეველოპერულ პროექტს აჩერებს, რომელთა შორის შესაძლოა აღმოჩნდეს, საქართველოში, კერძოდ ბათუმში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობაც, - იუწყება ამერიკული ABCNews.

ვრცლად

ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებზე – საჯარო დებატები [Video]
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 15:34

ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ცოტა ხნის წინ გამოვლინდა საქართველოში, კერძოდ კი ყვარლის რაიონის სამ სოფელში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ. გამოირკვა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები გოგონების გენიტალიების დასახიჩრებას „ნათლობას“ უწოდებენ. სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ამ თემაზე თელავში საჯარო დებატები გაიმართა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

თბილისში საახალწლო ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 14:29

26 დეკემბერს, თბილისში, შარდენის ქუჩაზე საახალწლო ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება. გამოფენა-გაყიდვაზე ორიგინალურად მორთული ნაძვის ხეების გარდა, 30-მდე კომპანია წარადგენს საახალწლო თემატიკის სამკაულებს, კერამიკის, ხის ნაწარმს, საახალწლო დეკორაციებს, ნაძვის ხის სათამაშოებს, ხელნაკეთ აქსესუარებს, ტკბილეულს, ღვინოს, წიგნებს და ნახატებს.

ვრცლად

ვეტერინარი, რომელიც ეგზოტიკური ცხოველების მოკვლით იყო ცნობილი, ნადირობისას დაიღუპა [Photos]
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 14:04

55 წლის იტალიელი ვეტერინარი ლუჩანო პონცეტო, რომელიც ეგზოტიკური ცხოველების კვლით იყო ცნობილი, იტალიაში ფრინველზე ნადირობისას შემთხვევით დაიღუპა. ვეტექიმი, რომელსაც კლინიკა ქალაქ ტურინში ჰქონდა, არაერთხელ გახდა გარემოსდამცველებისა და აქტივისტების კრიტიკის ობიექტი და სიკვდილის მუქარისშემცველი წერილებიც რამდენჯერმე მიიღო.

ვრცლად

გურჯაანის რაიონის 5 სოფელში მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 13:22

გურჯაანის რაიონის სოფელებში, შაშიანსა და ვაზისუბანში მცხოვრებ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „სოკარ ჯორჯია გაზის“ გურჯაანის ბიზნესცენტრის მენეჯერიმა გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა, საგზაო სამშენებლო კომპანია „სერპანტინი“ სოფელ ვაზისუბანში საერმონტო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა.

ვრცლად

ფიროსმანის შოთა რუსთაველის და თამარ მეფის ტილოები აღადგინეს
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 12:35

ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცული ორი ნამუშევრის: „შოთა რუსთაველისა“ და „თამარ მეფის“ რესტავრაცია დასრულდა. რესტავრირებული ნამუშევარი იანვარში, თიბისი გალერეაში, ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება.

ვრცლად

ქალ მსაჯთან განზრახ დაჯახების გამო არგენტინელ მორაგბეს სამწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს [Video]
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 12:30

იტალიის სარაგბო ჩემპიონატში უცნაური და არასპორტული შემთხვევა დაფიქსირდა. სერია A-ს მორიგ ტურში „ვიჩენცა“ პადუას „ვალზუგანას“ მასპინძლობდა, როდესაც მასპინძელთა არგენტინელი ლეგიონერი ბრუნო დოლიოლი მატჩის ქალ არბიტრს, მარია ბეატრიჩე ბენვენუტის გამიზნულად ზურგში დაეჯახა.

ვრცლად

2017 წლიდან მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდება
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 11:47

გაზაფხულიდან პარლამენტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობის განახლებას გეგმავს. შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების (100) შემცირებას, ხოლო ქულათა რაოდენობის მთლიანად ამოწურვა - მართვის უფლების გაუქმებას.

ვრცლად

„ფეისბუქი“ ცრუ ახალი ამბების გავრცელებას შეზღუდავს
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 11:04

Facebook-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში გამოგონილი ან ცრუ ახალი ამბების გავრცელება შეიზღუდება. „ფეისბუქის“ ხელმძღვანელებს სურთ, შეცვალონ ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლინდა. მათი წარმომადგენლების განცხადებით, მომხმარებელს საშუალება ექნება, თავად მიუთითოს ქსელის ადმინისტრაციას ცრუ ახალი ამბების შესახებ.

ვრცლად

შსს ყველა პოლიციელისთვის პლანშეტური კომპიუტერის შეძენას გეგმავს
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 10:59

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ყველა პოლიციელის პლანშეტური კომპიუტერით აღჭურვა სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოსთვის მოხდება, რის შემდეგაც შსს-ში საქმის წარმოება სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადავა. მისივე თქმით, ამჟამად პლანშეტების შერჩევა მიმდინარეობს.

ვრცლად

რუსეთის პატრიარქი ალეპოში სისხლისღვრას გამართლებულად მიიჩნევს და „წმიდათაწმინდა ომს“ უწოდებს
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 10:49

სირიის ქალაქ ალეპოში ბოლო პერიოდში საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა, რასაც ოფიციალური ინფორმაციით 150-მდე ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ალეპოში მიმდინარე სისხლისმღვრელ შეტაკებებზე რუსეთის პატრიარქმა კირილმა ისაუბრა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31