21:52:20

ფირნიშები
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ისევ გამგეობის შენობაში განთავსდება
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 17:44

გურჯაანის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ისევ გამგეობის შენობაში განთავსდება იმავე ოთახებში, საიდანაც ყოფილი მაჟორიტარი გიორგი ღვინიაშვილი კვერცხების სროლითა და ძალის გამოყენებით გააძევეს.

ვრცლად

აშშ–ს საელჩო საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით თელავში საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 17:16

აშშ-ის საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს 2017 წლისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს. პროექტები მიიღება 2017 წლის 13 იანვრამდე.

ვრცლად

სირიის ქალაქ ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერდა
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 17:13

სირიის მთავრობამ აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ოპოზიციის მებრძოლების ევაკუაცია შეაჩერა. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლაში მეამბოხეებს ადანაშაულებს.

ვრცლად

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 17:07

მთავრობის განკარგულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეღავათს 2016-2017 სასწავლო წელს 800 სტუდენტი მიიღებს.

ვრცლად

სანკტ-პეტერბურგში შოთა რუსთაველის ძეგლი დადგეს
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 16:50

რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ პეტერბურგში შოთა რუსთაველის ქანდაკება დაიდგა. 3.4 მ სიმაღლის ძეგლის ავტორი ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია.

ვრცლად

„ორბელიანი საქართველო“ იდეების კონკურსს აცხადებს
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 16:21

ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო“ აცხადებს იდეების კონკურსის საბოლოო რაუნდს რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების და ლგბტ თემის წარმომადგენლების ინტეგრაციის თემაზე.

ვრცლად

რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ ოსკარისთვის ბრძოლას გამოეთიშა [Photos]
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 16:08

ამერიკის კინოაკადემიამ იმ ცხრა ფილმის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს. 85 სხვადასხვა ქვეყნის ფილმისგან შემდგარ სარეკორდო სიიდან საოსკარე რბოლას საქართველოს რჩეული ფილმი, რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ნამუშევარი „სხვისი სახლი“ გამოეთიშა.

ვრცლად

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აღარ გაუქმდება - შალვა ხუციშვილი
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 15:57

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იპორტი აღარ აიკრძალება, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტში ცვლილებები შევა, სადაც გათვალისწინებულია ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა განბაჟების გადასახადის მატებასთან დაკავშირებით, რაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანას  თავისთავად შეამცირებს

ვრცლად

წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულის ღვინის წარმოება აღადგინეს
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 15:46

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ძველი ღვინის წარმოება განაახლეს. წინანდლის მამულის ნაწარმის აღდგენის პროექტს Silk Road Group ახორციელებს და ქვევრის ღვინოსთან ერთად, აწარმოებს კლასიკური ევროპული ტექნოლოგიით შექმნილ ღვინოს, ასევე, უმაღლესი ხარისხის ჭაჭასა და ხილის არაყს. 

ვრცლად

„მერცხალა ბებოს“ ვიდეობლოგი – ქალი, რომელიც 37 წელია მუდმივად თუშეთში ცხოვრობს [Video]
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 15:38

ანნა ხოსიკურიძე 37 წელია მუდმივად თუშეთში, სოფელ ომალოში ცხოვრობს. მას „მერცხალა ბებოდ“ იცნობენ. მერცხალა ბებო ამბობს, რომ მისთვის მთავარი პრობლემა უშუქობაა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

რაიან რეინოლდსს ჰოლივუდის ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს [Photos]
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 15:33

კანადელ მსახიობსა და პროდიუსერს, რაიან რეინოლდსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 40 წლის მსახიობი ცერემონიალზე მეუღლესთან, მსახიობ ბლეიკ ლაივლისთან და შვილებთან ერთად მივიდა.

ვრცლად

თუშეთის დაცულ ლანდშაფტში ხე-ტყის დამზადების სპეციალური წესები ამოქმედდება
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 15:31

2017 წლის 1 იანვრიდან თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ხე-ტყის რესურსის მოპოვების სპეციალური წესი ამოქმედდება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში შევიდა.

ვრცლად

ახმეტის გამგებელი თანამდებობის პირებს სხვა მოხელეებისგან ვერ ანსხვავებს
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 15:08

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „ახმეტის გამგებელმა თანამდებობრივ უფლებამოსილებას გადაამეტა“, საპასუხო გამოხმაურება მეორე დღესვე მოჰყვა.

ვრცლად

სპეციალური განცხადება - 12 წლის გვანცა მელქაძეს სასწრაფო დახმარება სჭირდება
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 14:54

12 წლის გვანცა მელქაძეს სასწრაფოდ სჭირდება ფტოზის (თვალის ქუთოთოს პათოლოგია) ოპერაცია, რომელიც თურქეთში, ერთ–ერთ სამედიცინო ცენტრში უნდა ჩატარდეს. ოპერაციისთვის 3 ათასი დოლარია საჭირო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოგონას დედამ სოფიო იმედაშვილმა უთხრა, ჯანდაცვის სამინისტროში ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრეს.

ვრცლად

ეროვნული ბიბლიოთეკაში 87 წლის თელაველი მხატვრის ელენე ლუხუტაშვილის გამოფენა გაიხსნა
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 14:52

თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის გალერეაში 87 წლის თელაველი მხატვრის გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ელენე ლუხუტაშვილის 40- მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ხელოვანი ნახატებს უბრალო ქვებითა და ჭურჭლის ნატეხებისაგან ქმნის.

ვრცლად

გვერდი 1 / 3

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31