07:14:37

ფირნიშები
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016
ლიტერატურული კონკურსის „წერო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 17:51

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული გახდა მიშა ბახსოლიანის მოთხრობა „აღსარება ხრუშოვკაში“; პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს ვერცხლის წერო და 4000 ლარი გადასცეს. მეორე ადგილზე თამთა მელაშვილის მოთხრობა „მამაჩემი მტრედია“ გავიდა, რომელმაც ფულადი პრემიის სახით 2000 ლარი მიიღო; მესამე ადგილი და 1000 ლარიანი ფულადი პრემია კი თემურ ზოიძეს ხვდა წილად მოთხრობისთვის „წითელი კვერცხები“.

ვრცლად

ყვარელში დოლოჭოპის ბაზილიკას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 17:18

დოლოჭოპის სამნავიან ბაზილიკას, რომელიც ქალაქ ყვარელში, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე იქნა აღმოჩენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ვრცლად

სამ წლამდე ბავშვს ე.წ. ხლაპუშკის აფეთქების შედეგად ხელის მტევანი დაუზიანდა
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 17:14

თბილისში, სამ წლამდე ბავშვს ე.წ. ხლაპუშკის აფეთქების შედეგად ხელის მტევანი დაუზიანდა. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განუცხადებით, მცირეწლოვანს მარჯვენა მტევანზე დამწვრობა და ჭრილობები აღენიშნებოდა.

ვრცლად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6686 ლარი გახდა
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 17:05

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6686 ლარი იქნება.

ვრცლად

გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 17:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილიდან ჩატარებული ინეტნსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ვრცლად

დოლარის კურსი სარეკორდოდ გაიზარდა
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 16:48

ამერიკული დოლარის კურსი მსოფლიო წამყვან ვალუტებთან მიმართებით უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში სარეკორდოდ გაიზარდა. ევროს კურსი მარტის თვიდან მოყოლებული 1.2%-ით დაეცა და ბოლო მონაცემებით 1 ევრო 1.0497 ამერიკული დოლარი ღირს. დოლართან მიმართებით 1%-ით დაეცა ინგლისური გირვანქა სტერლინგიც. იაპონურ იენთან შედარებით კი დოლარის კურსი 2%-ით გაიზარდა.

ვრცლად

ნაფარეულში ჭავჭავაძეების სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 16:42

ჭავჭავაძეების სასახლის კომპლექსს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2016 წლის 9 დეკემბერს გამოსცა.

ვრცლად

სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 16:36

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს.

ვრცლად

ილტოს ხეობაში წყალსაცავის აღსგენა იგეგმება, რომელიც კახეთს გვალვის პრობლემას მოუხსნის
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 16:27

ახმეტის რაიონში, ილტოს ხეობაში კომუნისტების დროინდელი წყალსაცავის აღდგენა იგეგმება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განუცხადა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში გურჯაანისა და სიღნაღის გავლით, დედოფლისწყარომდე, ალაზნის მარჯვენა მხარეს 45 ათასი ჰექტარი მიწა გასარწყავიანდება, რაც მისივე თქმით, რეგიონს გვალვის პრობლემას თითქმის სრულად მოუხსნის.

ვრცლად

იაპონელმა მამაკაცმა მონეტებს უცნაური დანიშნულება მოუძებნა [Photos]
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 14:41

მსოფლიოში უამრავი ადამიანია ნუმიზმატიკით გატაცებული, თუმცა იაპონელმა მამაკაცმა სახელად ტანუმ ლითონის მონეტებს კრეატიული დანიშნულება მოუძებნა - ის მონეტებისგან შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის და სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ არსებულ პროფილზე რეგულარულად ათავსებს.

ვრცლად

ალეპოში ახალი ზავი ამოქმედდა და ევაკუაცია განახლდა
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 14:38

გავრცელებული ინფორმაციითმ, სირიის ალეპოში ცეცხლი შეწყდა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ახალი ზავი და განახლდა მოქალაქეთა ევაკუაცია მეამბოხეთა მიერ კონტროლირებადი ქალაქის უკანასკნელი რაიონიდან.

ვრცლად

მთავრობა ხარჯებს 10%-ით შეამცირებს - გიორგი კვირიკაშვილი
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 14:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ხარჯების 10%-ით შემცირებას გეგმავს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ხარჯებს 30%-ით შემცირება შესაძლებელია, თუმცა უპასუხისმგებლო მიდგომაა, რომელზეც მთავრობა არ წავა.

ვრცლად

საქართველოში „დანკინ დონატსის“ საწარმო იმუშავებს
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 13:57

„დანკინ დონატსი“ საქართველოში დონატების ცენტრალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ქმნის. წარმოების სრული ლოკალიზაციის შემდეგ „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები მომხმარებელს 100% ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, ათობით სახეობის დონატს შესთავაზებენ .

ვრცლად

გამოქვეყნდა ქრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის სრული ტრეილერი [Video – Photos]
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 13:33

ინტერნეტში თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, პროდიუსერისა და სცენარისტი, ოსკარის სამგზის ნომინანტი ქრისტოფერ ნოლანი მორიგ ფილმ პირველი სრული ტრეილერი გავრცელდა. საომარი დრამა სათაურით დიუნკერკი“, მე-2 მსოფლიო ომის პერიოდის ურთულესი სამხედრო მისიის შესახებაა.

ვრცლად

მატანში 86 წლის გაბრიელ ხაძუაშვილი ჩოლოყაშვილების ციხეს უვლის [Video]
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 13:02

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში მცხოვრები, 86 წლის გაბრიელ ხაძუაშვილი XVII-XVIII საუკუნეებში აგებულ ჩოლოყაშვილების ციხეს 26 წელია უანგაროდ უვლის. მოხუცმა გაპარტახებულ ეზოში ყვავილების ბაღი გააშენა და ხეხილი დარგო. ციხე-სიმაგრის ტერიტორიის მოვლაში გაბრიელ ხანძუაშვილს მეუღლე ეხმარება, რომელიც ამავე ეზოში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში მესანთლედ მუშაობს.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31