07:11:51

ფირნიშები
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016
ფინანსთა მინისტრი - 2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 17:43

„2016 წლის პირველ და მეორე კვარტლებში შეიქმნა 33 - 33ათასი სამუშაო ადგილი, მესამე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 37 ათასამდე გაიზარდა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

ვრცლად

1 წლის ბარბარე მოლაშვილი გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 17:13

1 წლის ბარბარე მოლაშვილი, რომელსაც თურქეთის კლინიკაში ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას საქველმოქმედო ფონდი „სიკეთის კვალი“ ავრცელებს.

ვრცლად

პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 17:03

პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური პლატფორმა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა და საოპერო სცენას უბრუნდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი.

ვრცლად

ბობსლეის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთიდან გადატანა კრემლში გააკრიტიკეს
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 16:49

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ბობსლეისა და სკელეტონში მსოფლიო ჩემპიონატის სოჭიდან გადატანის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, 2017 წლის თებერვალში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში აღარ ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იმ დოპინგ-სკანდალის გამოძახილია, რომელმაც გასულ დღეებში ახალი ძალით იფეთქა.

ვრცლად

გრიპის ვირუსის გამო თელავის მე-5 საჯარო სკოლაში სწავლა 3 დღით შეწყდება
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 16:44

გრიპის ვირუსის გავრცელების გამო მომდევნო სამი დღის განმავლობაში თელავის მე-5, თბილისის 74-ე და თიანეთის სამ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს განათლების სამინისტროში განუცხადეს, თელავის მე-5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 40%-ზე დაბალია.

ვრცლად

ირანმა და „გაზპრომმა“ მემორანდუმი გააფორმეს
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 16:05

ირანმა თავისი ორი საბადოს ათვისების შესახებ რუსულ უმსხვილეს ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

ვრცლად

გრემთან ავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 16:03

ყვარლის რაიონში, სოფელ გრემთან „გაზ-66“ მარკის სატვირთო ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 19 წლის ახალგაზრდები დაშავდნენ. ერთ-ერთ მათგანი მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ვრცლად

ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 15:44

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის  გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის  საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ვრცლად

„ფორსაჟის“ მე-8 სერიის ტრეილერმა ინტერნეტში ნახვების რეკორდი მოხსნა [Video]
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 15:10

პოპულარული მძაფრსიუჟეტიანი ფილმების სერიის, „ფორსაჟის“ მე-8 ნაწილის ტრეილერმა 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში ნახვების რაოდენობის მიხედვით, ახალი რეკორდი მოხსნა და ამ მხრივ „მზეთუნახავი და ურჩხულის“ მიმდინარე წლის მიღწევა გააუმჯობესა.

ვრცლად

თელაველი ახალგაზრდები სარაგბო უნარების ასამაღლებლად სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 15:08

თელავის მერიის და რაგბის კლუბ „ჭადარის“ ხელშეწყობით, თელაველი ახალგაზრდები რაგბის უნარების ასამაღლებლად სამხრედ აფრიკის სპორტულ აკადემიაში გამგზავრებიან.

ვრცლად

საქართველო ვიზალიბერალიზაციას აპრილში მიიღებს - ანდრეს მამიკინსი
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 14:49

საქართველოს მოქალაქეები ეკროკავშირში უვიზოდ შესვლას სავარაუდოდ 2017 წლის აპრილის ბოლოს შეძლებენ. ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა ბრიუსელში განაცხადა.

ვრცლად

საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს - შსს
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 13:56

პოლიციამ თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით, 26 წლის ხ.ა. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ვრცლად

9 თვეში ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული 3660 დანაშაულია რეგისტრირებული - IDFI
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 13:21

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) „2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და მისი ხელმისაწვდომობის“ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის 9 თვეში 27 846 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 1394-ით მეტია.

ვრცლად

„მესისთან ერთად თამაშისას უფრო მეტ ოქროს ბურთს მოვიგებდი“ - რონალდო
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 13:09

მადრიდის „რეალის“ ლიდერ კრიშტიანო რონალდოს მიაჩნია, რომ მთავარ კონკურენტ ლიონელ მესისთან ერთად თამაშის შემთხვევაში, პირად ჯილდო „ოქროს ბურთს“ უფრო მეტჯერ მოიგებდა. ამის შესახებ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მესისთან ერთად თამაშის შემთხვევაში „ოქროს ბურთს“ რომელი მათგანი უფრო ხშირად დაეუფლებოდა.

ვრცლად

ფინკა ბანკში საახალწლო აქცია დაიწყო [R]
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 12:57

ფინკა ბანკში საახალწლო აქცია დაიწყო. აქცია გულისხმობს რამდენიმე პროდუქტზე ფასდაკლებასა და სპეციალურ შეთავაზებას. მომხმარებლები, რომლებიც 31 დეკემბრამდე გააერთიანებენ მიმდინარე სესხებს, მიიღებენ დამატებით თანხას და გადაიხდიან ზუსტად იმდენს, რამდენსაც დღეს იხდიან.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31