07:14:23

ფირნიშები
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016
წამებასთან და ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სასჯელი მკაცრდება
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 18:34

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც წამებასთან და ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სასჯელი მკაცრდება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, გამკაცრდება სანქციები ორსულ ქალთა მიმართ ძალადობასა და წამებაზე.

ვრცლად

სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 18:04

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. ოჯახმა მისი დაღუპვის შესახებ დღეს შეიტყო.

ვრცლად

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარია
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 17:53

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ხვალიდან 2.6599 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსით 1 აშშ დოლარი 2.6154 ლარი ღირდა.

ვრცლად

პარიზში ლეონარდო და ვინჩის დაკარგული შედევრი აღმოაჩინეს
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 17:12

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ლეონარდო და ვინჩის დაკარგული შედევრი აღმოაჩინეს. საუბარია ნახატზე, რომელზეც ხეზე მიჯაჭვული წმინდა სებასტიანია ასახული. გავრცელებული ინფორმაციით, ნამუშევარი ფრანგმა პენსიონერმა ექიმმა შემთხვევით საკუთარ სახლში აღმოაჩინა.

ვრცლად

პატიმრების დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 4 პირი პასუხისგებაში მისცეს - პროკურატურა
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 17:05

მთავარი პროკურატურის განცხადებით, პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების რეჟიმის ყოფილი უფროსი თეიმურაზ გოგოლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ირაკლი ჭითანავა, უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი გოგიტა გაბისონია და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი ლევან კოდუა.

ვრცლად

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა 2017 წელს დაიწყება
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 16:49

ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა დაიწყება. მისივე თქმით, ჰაწვალის საბაგიროსთვის წელს 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ვრცლად

გაეროს გენერალური მდივნის პოსტის დასაკავებლად ანტონიუ გუტერეშმა ფიცი დადო
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 16:25

პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ გუტერეშმა გაეროს გენერალური მდივნის პოსტის დასაკავებლად გენერალური ასამბლეის 193 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა თანდასწრებით ფიცი დადო. ამ თანამდებობაზე ის სამხრეთ კორეელ პან გი მუნს შეცვლის.

ვრცლად

თბილისში უსინათლოებისთვის ადაპტირებული ინფორმაციასთან წვდომის ცენტრი გაიხსნა
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 16:17

თბილისში, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, ინფორმაციასთან წვდომის ცენტრი გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის საჭირო სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.

ვრცლად

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აშენებული ეკლესია აკურთხეს
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 16:14

წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ვარკეთილში ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია აკურთხეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკლესიის მშენებლობა სამინისტროს მხარდაჭერით და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილის და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით განხორციელდა.

ვრცლად

გრიპის შემთხვევების გაზრდის გამო ჯანდაცვის სამინისტრო კომპლექსურ ღონისძიებებს იწყებს
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 15:58

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა გრიპის ვირუსის სიმპტომების აღმოჩენისას დღის საათებში მიმართონ ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო დახმარებას. დავით სერგეენკის თქმით, გუშინ სასწრაფო დახმარების 550 გამოძახება დაფიქსირდა, რომელზე რეაგირებაც ვერ მოხერხდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროტოკოლი გააქტიუროს.

ვრცლად

დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში ახალი ლიდერი აირჩიეს
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 15:49

მოლდოვას რესპუბლიკის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში (ტრანსნისტრია), ახალი ლიდერი აირჩიეს. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგად ხმების 62%-ზე მეტი პარლამენტის თავმჯდომარე ვადიმ კრასნოსელსკის ერგო.

ვრცლად

ზიარება ხდება ღვინით და როცა პლანით მოხდება მერე ვილაპარაკოთ გათანაბრებაზე - დავით ჭიჭინაძე
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 15:30

„ლამაზად ხატავენ და ღვინოს როდესაც ადარებენ, ეს არის მკრეხელობა, იმიტომ, რომ ზიარება ხდება ღვინით და პურით, ასე რომ როდესაც ზიარება მოხდება პლანით, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ მათ გათანაბრებაზე,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვრცლად

აფრიკელმა მოდელმა რასობრივი განსხვავებულობის მიზნით ცნობილი ფოტოები გააცოცხლა [Photos]
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 15:25

ლოს ანჯელესში მცხოვრებმა ლიბერიელმა მოდელმა დედე ჰოვარდმა ახალი ფოტოპროექტი წამოიწყო, სახელად „შავი სარკე“ (Black Mirror), რითაც მან ხაზი გაუსვა სამოდელო ბიზნესსა და ინდუსტრიაში რასობრივი განსხვავებულობის ნაკლებობას.

ვრცლად

პლანეტის 23 ცნობილი სპორტსმენი Beats-ის სარეკლამო ვიდეორგოლში [Video]
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 15:22

ჰიპ-ჰოპ მუსიკოს Dr. Dre-ის მიერ დაარსებული კომპანია Beats-ის საახალწლო ენერგიულ რეკლამაში პლანეტის 23 სხვადასხვა სპორტსმენის ვიდეოკოლაჟია წარმოდგენილი, რომელსაც მუსიკალურ ფონად ცნობილი როკ-სიმღერა „Seven Nation Army“ ადევს.

ვრცლად

ილია მეორე - ყველამ უნდა გავიღოთ შესაწირავი და უჯარმა აღვადგინოთ
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 14:39

ყველამ უნდა გავიღოთ წყალობა, შესაწირავი და უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ვრცლად

გვერდი 1 / 3

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31