21:54:26

ფირნიშები
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016
საქველმოქმედო აქცია „გახდი თოვლის პაპა“ დაიწყო
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 18:32

საქართველოში საქველმოქმედო აქცია „გახდი თოვლის პაპა ერთი ბავშვისთვის“ დაიწყო. აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის სურვილების ასრულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „ფეისბუქზე“ უკვე დაიწყო ბავშვების წერილების გამოქვეყნება, რომლებიც ახალი წლის დადგომასა და სურვილების ასრულებას ელოდებიან.

ვრცლად

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე უარს ამბობს
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 18:13

საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებენ, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

ვრცლად

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 17:26

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

სტამბოლის სტადიონთან მოწყობილი აფეთქებების შემდეგ თურქეთში 118 ადამიანი დააკავეს
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 17:23

თურქეთის პოლიციამ პრო-ქურთულ სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეიდებისას 118 ადამიანი დააკავა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, 118 ადამიანი თურქეთის რამდენიმე რეგიონში, აკრძალულ ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში ბრალდებით დააკავეს.

ვრცლად

თუშმა პედაგოგებმა ზემო ალვანში კიტრისა და პომიდვრის ბიომეურნეობა შექმნეს
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 17:13

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა კოპერატივი „ნერგები“ შექმნა. ცოტა ხნის წინ, მათ სათბური გააკეთეს, სადაც კიტრი და პომიდორი მოყავთ. კოოპერატივის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დალი ვეშაგურიძის თქმით, მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეული იმით არის გამორჩელი, რომ უარს ამბობენ მინერალურ სასუქბზე და მცენარეთა კვებისათვის მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებს: ჭინჭრისა და ბორდოს ნაყენს იყენებენ.

ვრცლად

გურჯაანში დამზადებულ ღვინის კასრებს და კასრებისგან დამზადებულ ავეჯს ჩინეთში გაიტანენ
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 15:39

გურჯაანში არსებულ ღვინის კასრების საწარმოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას ჩინეთში გეგმავენ. საწარმოს დირექტორის ვასიკო კალანდაძის ინფორმაციით, ღვინის კასრების გარდა, ამავე საწარმოში კასრებისგან დამზადებულ სხვადასხვა დიზაინის ავეჯს ჩინეთში ქართული ღვინის სახლებსა და რესტორნებში შეიტანენ.

ვრცლად

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 15:37

2016-2017 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 16 მერვედფინალისტი საფეხბურთო კლუბი კენჭისყრით დაწყვილდა. ჯგუფურ ეტაპზე ქვეჯგუფის გამარჯვებული გუნდები მერვედფინალურ ეტაპზე მეორეადგილოსან გუნდებს შეხვდებიან.

ვრცლად

15 დეკემბრიდან პირადობის მოწმობა უფასოდ, ბიომეტრიული პასპორტი კი 50 ლარად გაიცემა
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 15:33

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან და მათ, ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი.

ვრცლად

კრიტიკოსთა დაჯილდოების გამარჯვებული ფილმი La La Land გახდა [Video - Photos]
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 14:41

პრესტიჟული ამერიკული კინოპრემია Critics’ Choice Awards-ის 2016 წლის დაჯილდოების ტრიუმფატორი მიუზიკლი, სათაურით - La La Land გახდა, რომელის საუკეთესო ფილმად დასახელდა და ჯამში ყველაზე მეტი, რვა ჯილდოს მოპოვება შეძლო.

ვრცლად

ქალები, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს, თბილისში ტაძარს ააშენებენ - საპატრიარქო
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 14:03

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ქალები, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს, სინანულის გამოსახატად, თბილისში ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარს ააშენებენ.

ვრცლად

თუში დები რომში ბავშვებისთვის თექის დამუშავების სახელოსნოს გახსნას გეგმავენ
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 13:50

თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში მცხოვრები თექის ოსტატები, დები ქოთილაიძეები, იტალიის ქალაქ რომში, ბავშვებისთვის თექის დამუშავების სახელოსნოს გახსნას გეგმავენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გულნაზი ქოთილაიძემ უთხრა, სახელოსნოში საქართველოდან ჩასულ ემიგრანტ და იტალიელ ბავშვებს ტრადიციული თუშური თექის დამუშავებას და საკუთარი გამოგონების, „ნარუქი“-სგან (აბრეშუმის ქაღალდი) სხვადასხვა აქსესუარების დამზადებას ასწავლიან.

ვრცლად

სიღნაღში მიწის ზედა ფენის უკანონო მოჭრის ფაქტი გამოავლინეს
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 13:35

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიწის ზედა ჰუმუსოვანი ფენის უკანონო მოჭრის ფაქტი გამოავლინეს. 

ვრცლად

ველური სამყაროს კვირის საუკეთესო ფოტოები - The Guardian [Photos]
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 13:26

გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.

ვრცლად

სოფელ ვანთაში 79 წლის ქალს მეექვსე დღეა ეძებენ
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 13:12

თელავის რაიონის სოფელ ვანთაში 79 წლის თამარ ბენაშვილს მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მოხუცს ვერც დასახლებულ პუნქტებში და ვერც ტყეში ვერ მიაგნეს, რის გამოც დაკარგულ ქალს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

ვრცლად

რუდოლფ ავდალინოვი, რომელსაც ბოდიში მოახდევინეს, ამბობს, რომ მუქარა არ ყოფილა [Video]
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 13:04

საქართველოს მოქალაქე 23 წლის რუდოლფ ავდალინოვი, რომელსაც ბოდიში მოახდევინეს სვანური კოშკების ფონზე შიშველ მდგომარეობაში ფოტოს გადაღებისა და გავრცელების გამო, აცხადებს, რომ ბოდიში საკუთარი სურვილით მოიხადა. ავდალინოვის თქმით, მის მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31