21:55:06

ფირნიშები
შაბათი, 10 დეკემბერი 2016
ხანძრის შედეგად სოფელ ველისციხეში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 17:30

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ოჯახებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენაც ვერ შეძლეს. სოფელში გამგებლის სპეციალისტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურდა საერთო ფართის დაახლოებით 80%.

ვრცლად

საწვავზე აქციზის და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გაძვირების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 17:07

დიღომში, ოლიმპიური სტადიონების ავტოსადგომთან ავტომოყვარულებმა, ავტომობილების იმპორტიორებმა, დილერებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საწვავზე აქციზის გაძვირება და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გასამმაგება გააპრტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს ცვლილებები ქვეყანაში მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს.

ვრცლად

აზერბაიჯანში ოპოზიციონერ აქტივისტს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 15:58

აზერბაიჯანში სასამართლომ ოპოზიციონერ აქტივისტს, ბაირამ მამადოვს ნარკოტიკებით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამადოვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ წამებით აიძულეს დანაშაულის აღიარება.

ვრცლად

ღვიძლის გადანერგვის შემდეგ ბარბარე მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 15:29

ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კახეთის საინფორმო ცენტრს ფონდ „სიკეთის კვალში“ განუცხადეს, იმავე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ბარბარეს დედა, რომელმაც პატარას საკუთარი ღვიძლი გადაუნერგა.

ვრცლად

კოოპერატივი „კონა“ ბალახეული ჩაის წარმოებას იწყებს
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 14:46

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „კონამ“ 12 სახეობის ბალახეული ჩაის პრეზენტაცია გამართა. კოოპერატივის თავმჯდომარის ნატალია ფარცხალაძის განცხადებით, ჩაის 9 კომბინაცია ქართველი და ფრანგი ფიტოთერაპევტების დახმარებით დამზადდა. ნედლეულად გამოყენებულია სოფელ ლავრისხევში მათ მიერ მოყვანილი და შეგროვილი მცენარეები, ასევე სხვა კოოოპერატივების მიერ წარმოებული ჩაი.

ვრცლად

დიდი ოდენობით იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით 52 წლის ქალი დააკავეს
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 14:15

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 52 წლის მ.ქ. ზუგდიდში დააკავა.

ვრცლად

წმინდა პეტრეს მოედანზე სადღესასწაულო ნაძვის ხე გაანათეს [Video]
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 14:02

ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული სადღესასწაულო ნაძვის ხე გაანათეს. 25 მეტრის სიმაღლის ნაძვი ვატიკანში იტალიის ჩრდილოეთ რეგიონიდან ჩაიტანეს. ცერემონიაზე ასევე დადგეს შობის სცენაც, რომელიც წელს მალტაში დამზადდა.

ვრცლად

სვანეთში გადაღებულ ვიდეოზე გამოძიება უნდა დაიწყოს - სახალხო დამცველი
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 13:56

თუკი იძულების, ან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი და ამის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს, შესაბამისმა ორგანოებმა ამ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყონ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ განაცხადა, რომელშიც სვანური კოშკების ფონზე ტანსაცმლის გარეშე გადაღებული ფოტოს გამო, მამაკაცს ბოდიში მოახდევინეს.

ვრცლად

თბილისის სამშობიარო კლინიკებს დონეები მიენიჭა
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 13:02

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით 21 სამშობიარო კლინიკა შეფასდა. პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დონე 16 სამშობიარო კლინიკას განესაზღვრა და დაწესებულებების ხელმძღვანელებს დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ვრცლად

საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 12:44

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონკვეთზე, ლიპყინულის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვრცლად

დედოფლისწყაროში წითელ წიგნში შეტანილი 16 სარსარაკი მოკლეს
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 12:40

დედოფლისწყაროს რაიონში წითელ წიგნში შეტანილ სარსარაკზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. კანონდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააფიქსირეს. სამართალდამრღვევებს ე.წ. პროჟექტორის გამოყენებით უკანონოდ მოპოვებული ჰყავდათ 1 კურდღელი და 16 სარსარაკი, რომელზე ნადირობაც აკრძალულია.

ვრცლად

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების გასვლის წესი და სათამაშო დროები შეცვალეს
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 12:36

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების გასვლის სისტემა შეიცვალა. გადაწყვეტილება UEFA-ს კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ისევ 32 გუნდი ითამაშებს, მაგრამ პატარა საფეხბურთო ქვეყნებისთვის ადგილები შემცირდა. ახალი ფორმატის თანახმად, ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება 26 გუნდი, ხოლო დანარჩენი 6 ადგილის მფლობელის ვინაობას პლეი-ოფი გაარკვევს. ტურნირზე ასევე შეიცვალა მატჩების დაწყების დრო.

ვრცლად

ბოლო ორ წელიწადში ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 50 ათასამდე მებრძოლი მოკლეს
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 12:04

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, 2014 წლიდან მოყოლებული ერაყსა და სირიაში ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIL), სულ ცოტა 50 ათასი მებრძოლია მოკლული.

ვრცლად

ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონია
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 11:33

ისრაელის ქალაქ ეილათში ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 20-წლამდე ათლეტებში, +75 კგ წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონი საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდი გახდა.

ვრცლად

შსს წინანდალში მომხდარ მკვლელობაზე - მამაკაცს ყოფილ მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა
შაბათი, 10 დეკემბერი 2016 11:28

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. შსს-ს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელიც ყოფილი მეუღლის მკვლელობაშია ბრალდებული, ქალთან არსებული კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაუმტკიცა. მოსამართლემ მას 30 დღის განმავლობაში ყოფილ მეუღლესთან მიახლოება და სატელეფონო კავშირი აუკრძალა, რასაც იგი არ დაემორჩილა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31