07:15:50

ფირნიშები
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016
ლიტვაში რუსეთის მოთხოვნით კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე დააკავეს
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 18:34

ლიტვაში, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვურმა სპეცსამსახურებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე დააკავეს. ლიტვური მედიის ინფრმაციით, ზურაბ მაისურაძე ლიტვაში უკრაინიდან ჩაფრინდა.

ვრცლად

რამზან კადიროვი სირიაში ჩეჩნური სპეცრაზმის გაგზავნას უარყოფს
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 18:12

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, სირიაში ჩეჩნური სპეცრაზმის „ვოსტოკისა“ და „ზაპადის“ გამგზავრების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. კადიროვის განცხადებით, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ეს ბატალიონები არ არსებობენ.

ვრცლად

კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ შალაურში ღვინის მეურნეობა ჩამოაყალიბა და ბრენდი Boisa შექმნა [Photos]
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 18:01

კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ თელავის რაიონის სოფელ შალაურში ღვინის მეურნეობა შექმნა და ბრენდი Boisa Brandy and Wine შექმნა. ბოისა ღვინოს მეგობრის ოთარ ბრეგვაძის მარანში რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით, 1910 წლის ქვევრებში ამზადებს. ბოისა ღვინოსთან ერთად კონიაკს და არაყსაც უშვებს და ამბობს, რომ ბრენდი Boisa V.S.O.P განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით, ხარისხით და ფერით გამოირჩევა.

ვრცლად

დავით სერგეენკო - ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღებში რაციონი შეამცირეს სიმართლეს არ შეესაბამება
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 17:44

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში ბავშვების რაციონი შეამცირეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, რამდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მოხდა მენიუს ცვლილება. კერძოდ, ბავშვების სურვლით იმ კვირაში გუფთა კოტლეტით შეცვალეს.

ვრცლად

კაიროში მომხდარ აფეთქებას ექვსი პოლიციელი ემსხვერპლა
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 17:16

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ექვსი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა სამართალდამცავების ბლოკ-პოსტთან ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქებისას ასევე დაიჭრა ოთხი სამოქალაქო პირი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ვრცლად

თუშეთისკან მიმავალ გზაზე მოკლული ამერიკელის ოჯახი ქართულ სასამართლოს მადლობას უხდის
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 17:01

12 აგვისტოს თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მოკლული აშშ-ის მოქალაქის ფრიც ვოლფგანგ მუსერის ოჯახის წევრები ქართულ პოლიციასა და სასამართლოს მადლობას უხდიან. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელი მოგზაური 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების განხორცილებისას, კავკასიის მთებზე დაიღუპა.

ვრცლად

პრემიერი შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 16:39

კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ვრცლად

თუშეთში დაინტერესებული პირები ფიქალის ქვას და ხე-ტყეს გამარტივებული წესით მიიღებენ
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 15:27

2017 წლის 1-ლი იანვრიდან თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელი გახდება ფიქალის ქვის და ხე-ტყის გამარტივებული წესით, მოკლე ვადაში და ხელმისაწვდომ ფასად მიღება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ვრცლად

სირიის არმიამ აღმოსავლეთ ალეპოში ოპერაცია შეაჩერა - სერგეი ლავროვი
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 14:10

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის არმიამ აღმოსავლეთ ალეპოში, ანუ სირიის ამ ქალაქის რაიონებში, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ბრძოლა შეაჩერა. რუსეთის მედიის ცნობით, ლავროვმა ეს განცხადება გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, ეუთოს მინისტერიალის დროს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ვრცლად

მინისტრის საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოსთვის მილიონ ლარზე მეტი მართებს - საია
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 14:07

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, კომპანიას, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, სახელმწიფოსთვის 1 245 000 ლარი მართებს. ორგანიზაციის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ მინისტრს ამ კომპანიასთან დღემდე აქვს კავშირი.

ვრცლად

სიღნაღში კურდღელზე ნადირობის შემთხვევა გამოავლინეს
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 13:58

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნადირობის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 450 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოუყოფს
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 13:36

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით, 450 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, იან ვაპავუორის შეხვედრისას განაცხადა.

ვრცლად

32 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება არაკეთილსინდისიერად განიკარგა - სახელმწიფო აუდიტი
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 13:29

სახელმწიფო აუდიტის სამსახური კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013-2015 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა 32 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერი განკარგვის, 44 მლნ ლარის საბიუჯეტო რესურსის არაეფექტიანი განკარგვის, 150 მლნ ლარის დარღვევით განხორციელებული შესყიდვების, 39 მლნ ლარის არაეკონომიური და 166 მლნ ლარის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები.

ვრცლად

სურამში შესაძლოა ბანას ტაძრის ანალოგიური მრგვალი ტაძარი აშენდეს
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 13:21

სურამის ტბის თავზე შესაძლოა ბანას ანალოგიური მრგვალი ტაძრი აშენდეს. სურამისა და ხაშურის ეპარქიის წინამძღოლის, მეუფე სვიმონ ცაკაშვილის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ტაძრის მშენებლობა იგეგმება, გეოგრაფიულად ბანას ადგილმდებარეობის ანალოგია. მისივე თქმით, ტაძარს ექნება, როგორც სასულიერო, ისე საგანმანათლებლო ფუნქცია. ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსი ერთადერთი მრგვალი ქართული ტაძარია.

ვრცლად

მიკ ჯაგერი 73 წლის ასაკში კიდევ ერთხელ გახდა მამა
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 13:00

ლეგენდარულ როკ-ჯგუფ The Rolling Stones-ის ვოკალისტი მიკ ჯაგერი 73 წლის ასაკში კიდევ ერთხელ გახდა მამა. მისმა 29 წლის პარტნიორმა, ამერიკელმა ბალერინამ მელანია ჰემრიკმა ბავშვი ნიუ-იორკის საავადმყოფოში გააჩინა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31