07:08:41

ფირნიშები
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016
ახმეტის საკრებულოს წევრებმა გამგეობის თანამშრომლებს საახალწლო პრემიაზე უარი უთხრეს [Video]
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 19:05

წინასაახალწლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები პრემიას ვერ მიიღებენ. საკრებულომ ოპოზიონერი წევრების პროტესტის შემდეგ მხარი არ დაუჭირა გამგებლის მოადგილის მოთხოვნას, გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული 214 ათასი ლარიდან, 73 ათასი ლარი გამგეობის თანამშრომლებზე პრემიის სახით გაცემულიყო.

ვრცლად

მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა დედოლარიზაციის ღონისძიებების გეგმა გამოაქვეყნეს
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 18:27

საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის ღონისძიებების გეგმას აქვეყნებენ. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ვრცლად

იაპონელმა მხატვარმა გიგანტური ნამუშევრის მელნით შექმნას სამწელიწადნახევარი მოანდომა [Photos]
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 17:54

იაპონელმა მხატვარმა მანაბუ იკედამ კალმითა და სხვადასხვა ფერის მელნით გიგანტური ზომის ნახატის დახატვას სამწელიწადნახევარი მოანდომა. ნამშევარი სახელად „ხელახლა დაბადება“ იაპონიაში 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის თემატიკაზეა შექმნილი.

ვრცლად

არასრულწლოვანი შვილის ცემისთვის მამაკაცი დააკავეს
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 17:39

არასრულწლოვანი შვილის ცემისთვის ქუთაისში მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 32-ე სკოლაში მოხდა, სადაც მამამ შვილი სკოლაში მოსწავლეების თვალწინ სცემა.

ვრცლად

ლაგოდეხში მაჩვი მოკლეს და გაატყავეს
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 17:31

Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში მაჩვზე ნადირობის პირდაპირი ტრანსლაციის საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოში ასახული პირების იდენტიფიცირება მოახდინეს, რის შემდეგაც ადგილზე გავიდნენ. ლაგოდეხის რაიონში მისულებს მაჩვი მოკლული და გატყავებული დახვდათ.

ვრცლად

ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი საოპერაციოდ თურქეთში გადააფრინეს [Video]
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 16:43

ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება ღვიძლის გადანერგვა, თურქეთში, ერთ–ერთ სამედიცინო ცენტრში ექიმების თანხლებით გადააფრინეს. ბარბარე მოლაშვილის ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 40 ათასი დოლარი ჩარიცხა, დანარჩენი ფული მოსახლეობის აქტიურობით შეგროვდა - ოპერაციისთვის სულ საჭირო იყო 126 ათასი დოლარი.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

დემნა გვასალია მოდის დაჯილდოება 2016-ის ორგზის გამარჯვებული გახდა
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 16:15

მოდის ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია The Fashion Awards 2016-ის დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერად (Balenciaga) და საერთაშორისო ურბანული ბრენდისთვის (Vetements) გამარჯვებულად დასახელდა.

ვრცლად

ქობულეთში ქალმა შვილი მოკლა
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 16:09

ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მოხუცმა ქალმა შვილი მოკლა. დანაშაულში ბრალდებული პოლიციაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ქალმა 50-წლამდე მამაკაცს, სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მიაყენა.

ვრცლად

მცხეთის ისტორიული ძეგლები შშმ პირებისთვის ადაპტირდა
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 15:43

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყველა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სვეტიცხოვლის, შიომღვიმის და სამთავროს დედათა მონასტერის ადაპტირება დაასრულა. უსინათლოთათვის ეკლესიებთან განთავსებულია მაკეტები და სპეციალური დაფა ბრაილის შრიფტით, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მონასტრების შესახებ, ეტლით მოსარგებლეებისათვის კი შესასვლელებთან პანდუსებია დამონტაჟებული.

ვრცლად

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ წნორში ცოდნის კაფეში საცხობის მოწყობა დააფინანსა
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 15:30

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივას“ პროექტი გახდა, რომელიც წნორში, ცოდნის კაფეში საცხობის გახსნას ითვალისწინებს. პროექტს საქართველოს ბანკი 24 ათასი ლარით დააფინსებს.

ვრცლად

საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 14:38

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით იქნება შესაძლებელი, რაც სამიზნე უბნის მაღალი სიზუსტით დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული აპარატურით მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

ვრცლად

„ფორბსმა“ პლანეტის უმდიდრესი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 14:31

პოპულარულმა ამერიკულმა ბიზნესჟურნალმა „ფორბსმა“ 2016 წლის მონაცემებით ყველაზე მდიდარ სპორტსმენთა სია გამოაქვეყნა, სადაც როგორც უშუალოდ სპორტში მოღვაწეობით მიღებული შემოსავალი, ასევე რეკლამებიდან და სხვადასხვა ბიზნესიდან გამომუშავებული თანხები გაითვალისწინეს.

ვრცლად

Convertor.ge-მ თბილისის მეტროსადგურების მინიმალისტური პოსტერები შექმნა [Photos]
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 13:17

უძრავი ქონების შეძენა-გაქირავების ქართულმა ვებგვერდმა convertor.ge-მ სახალისო მინიმალისტური პოსტერები შექმნა, სახელად „გამოიცანი მეტრო-სადგური“, რომლებზეც თბილისის მეტროსადგურების დასახელებები მინიმალისტურადაა გამოსახული.

ვრცლად

ირანი დონალდ ტრამპს ნებას არ დართავს დახიოს ბირთვული შეთანხმება - ირანის პრეზიდენტი
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 13:10

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი არ მისცემს შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უფლებას, „დახიოს“ ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან და გერმანიასთან დადო.

ვრცლად

თელავში „მედიაკაფეს“ გადარჩენის მოთხოვნით აქცია გაიმართა [Video]
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 11:58

მედიაკაფეს გადარჩენის მოთხოვნით თელავში რეგიონული მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დაუსაბუთებელია ადგილობრივი ხელისუფლების განმარტება, თითქოს სარდაფი, სადაც მედია კაფე 4 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, სამხატვრო სკოლას სჭირდება ეფექტური მუშაობისთვის და ამიტომ ხდება მედიაკაფეს გაძევება.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
11:00-12:00
FairNNW2°C0.4m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31